ესე იგი, მეგრულ-სვანური (არაფერს ვერჩი არც ერთს. პირიქით - ძალიან ვაფასებ ორივე კუთხის სამზარეულოს) ენა, პოლიტიკა, რუსეთ-დაღესტანის ეთნორაღაცები, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური რეალობა - ფრიად მრავალფეროვანი სპექტრი გაქვთ ამ თემაში.

დღეს ჭიდაობებზე ვარ გადართული და სრულად გაგიშლიათ აფრები.
გავასუფთავე წინა გვერდები და შეეშვით არათემატურ სჯა-ბაას, თემაზე ისაუბრეთ.
ღამის 2 საათზე რითი ვარ დაკავებული

- ჩემი ცოდვა იმას, ვისაც ამ თემის აქ გახსნა მოაფიქრდა!
Vanpersie18 და
ani-salivani - ერთმანეთის პოსტებს საერთოდ რომ არ გამოეხმაუროთ, არ შეგიძლიათ? ან დააიგნორეთ ერთმანეთი - თქვენც დაისვენებთ და ჩვენც, თორემ ვის მაგონებთ, იცით? რამდენიმე წლის ცოლ-ქმარი რომ არიან, ურთიერთობაში კრიზისი ხანა რომ უდგებათ და დამოკიდებულებაში ბზარი უჩნდებათ - იმათსავით სულ კინკლაობთ.
მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო, ესეც თქვენზეა!
კიდევ ერთხელ: მოერიდეთ უცენზურო ლექსიკას (ამაში პირდაპირი გინების გარდა სხვა ბევრიც იგულისხმება). ასევე - შეურაცხმყოფელ გამოთქმებს როგორც თემის წევრების, ასევე - მათი ფავორიტების მიმართაც, თორემ ამ დღეებში რეპორტები იმაზე შემომდის, ჩემს საყვარელ სპორტსმენზე შეურაცხმყოფელი, უცენზურო რაღაც დაწერაო.
მომკალით და არ მესმის, ამაზე რატო უნდა ავარდე და ეჩხუბო სხვას!
ასევე ცოტა გაუგებარია რუსების და ამ ჩრდილო კავკასიელების გაფეტიშება - მესმის, ეს გემოვნების საქმეა, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი... შეიძლება, მეც ვაფასებ ვინმე მაგათ კარგ მოჭიდავეს - მახოვს, გაცალოვს, მაგრამ ამას ვაფასებ როგორც სპორტსმენს, თორემ მისი ფანი რატომ უნდა გავხდე და ამის გამო ვინმესთან რატომ უნდა ვიკამათო, არ მესმის. თუმცა ვუშვებ, რომ ეს გემოვნების ამბავია და ყველას აქვს უფლება, რაც უნდა ის მოსწონდეს.
მოკლედ, ისევ ისეთივე მშვიდ მუსაიფს გისურვებთ, წინა დღეებში რომ გქონდათ.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".