ახლა არ მოხვედრიაო ... ფაქტია მოხვდა შეჭამა სტიპემ, იდეალურად თუ ვერ მოარტყა ეგ არგუმენტი არაა რადგან მასე ნებისმიერ მაღალ დონის სტრაიკერს შეუძლია მოწინააღმდეგე წააქციოს იდეალური დარტყმით, რატომ გვიჭირს იმის აღიარება რომ აიტანა სტიპემ ნგანუს შეტევები
4 რაუნდის ხელების ქნევა და გეგმას რომ მიყვებოდა მაგიტომ არ დაიღალა აი პარტერში რომ ყოფილიყო ბრძოლა მერე ვნახავდით როგორ ისუნთქებდა, გეიჯის რაც უნდოდა ის აკეთა და ტონიმ ვერ შეუშალა ხელი ანუ გეგმას მიჰყვა, როცა გეგმას ვერ მიჰყვა იგივე ხაბიბთან კი ვნახეთ შედეგი, იგივეა აქაც, ნგანუს გეგმა იქნება დანოკაუტება და სტრაიკინგი და თუ მთელი ბრძოლა ფეხზე დგომში იყო რათქმაუნდა არ დაიღლება მაგრამ თუ ის მოხდა რაც არ აწყობს ანუ პარტერში იყო ბრძოლა მერე მოუკვდება კარდიო ჩვეულებრივად
კონორი მარტივი მაგალითია თორე ვისაც კი რამე სისუსტე აქვს ყოველთვის იძახიან რომ გამოასწორაო და მზადყოფნაში ხვდებაო და ა.შ, გეიჯიმ იგივე არ ილაპარაკა ხაბიბთან შეხვედრის წინ რომ მზად ვარ ჭიდაობისთვისო და თეიქდაუნ დიფენსიო და ა.შ? ჯერ მარტო ხაბიბას ოპონენტების ინტერვიუებს რომ გადავხედოთ შეხვედრამე უკვე ვნახავთ რომ თურმე ყველა აპირებდა თავი დაეცვა პარტერისგან და ა.შ მაგრამ პრაქტიკაში ვერაფერი ქნეს და კი ნგანუ და სტიპეს შორის ისეთივე სხვაობაა ჭიდაობაში როგორც შავ ქამარიან პორიეს და წლების გამოცდილებიანი გეიჯისთან და ხაბიბს შორის ...
მაგაში გეთანხმები რომ ნოკაუტის შანსი ცოტაა მაგრამ თუ ნგანუ ბევრად დაღლილი იყო მერე ერთ პატარა გავარდნაზეც შეიძლება წაბარბაცდეს ანდა პარტერში მომგებიანი პოზიციიდან აუყოლოს სტიპემ, დასვენებულზე ყველა მუტანტია მაგრამ მთავარი ისაა როცა მოგიკვდება კარდიო მერე რისი თავი გექნება, იქიდან გამომდინარე რომ ნგანუ საშუალოდ 40 წამში ამთავრებს თავის შეხვედრებს არ ვიცით თუ რა შეუძლია სტიპესგან განსხვავებით რომელიც შეგუებულია 5 რაუნდიან ბრძოლებს და კი ვნახეთ რომ მაგან იქონია გავლენა
მოკლედ როგორც აქამდე დავწერე იმედი მაქვს რომ ნგანუს არ გაუვარდება ერთი დარტყმა უბრალოდ ქნევის/დაცვის დროს და მასე არ მოიგებს, თუ მოგებაა მინიმუმ მინდა ვნახო კარგი კარდიო და რამე