აქ დადებულ ყველა არადეკვატურ პოსტს რომ ვსდიო, ამის არც სურვილი მაქვს და არც საშუალება. ამიტომ ზოგადად დავწერ.
გასაგებია, რომ შესაძლოა რომელიმე ფაიტერი არ მოგწონდეს, შესაძლებელი გძულდეს კიდეც, მაგრამ ამისთვის, ჩემი აზრით,5 მიზეზიდან ერთი მაინც უნდა არსებობდეს:
1. მოსაწყენად ჩხუბობდეს.
2. არ ქონდეს საჩემპიონო ამბიცია.
3. ცუდი პიროვნება უნდა იყოს.
4. მსაჯები უსამართლოდ ქაჩავდნენ.
5. ინლისური არ იცოდეს და ბრძოლამდე ენით პროჭს არ იფხანდეს.
სიძულვილის მიზეზი შეიძლება სხვაც მრავალი არსებობდეს, მაგრამ რაც ჩამოვწერე, ჩემი აზრით, უმთავრესია.
ჩხუბობს თუ არა ოლივეირა მოსაწყენად?
როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა, რომ მოსაწყენია, რომლის მოგებული ბრძოლების 90% დაფინიშებით თავდება?
რომელიც სერონესთან ერთად საპრიზოდ მიღებული ბონუსების თანარეკორდის მფლობელია?
ბევრ ტოპს 6 საბმიშენი საერთოდ არ აქვს, მარტო ჩარლზს კი 6 განსხვავებული ილეთით ყავს მოწინააღმდეგე სადაბმითებული და ბოლო დროს ნოკაუტებიც გამოურია.
ტიპი, რომელიც ჩხუბის სტილით პრომოუშენში ტონის ყველაზე უფრო გავს, ოღონდ შეშლილობის გარეშე.
რომლის ბრძოლებზე გაკეთებულ ვიდეოებზე ბავშვებს ილეთების შესრულებას ასწავლიან?
მეტი რა ქნას?
რომ მოეწონოთ ოქტაგონზე მართლა მინეტს ხომ არ ჩაარტყავს?
ყველა ვთანხმდებით, რომ 24 წლის თოფურია რამდენიმე წელში კიდევ უფრო განვითარდება და მისი საჩემპიონო ამბიცია უფრო რეალური გახდება. ამ პროცესში მან შესაძლოა წააგოს კიდეც, მაგრამ ეს არ იქნება უბედურება, მთავარია არ გატყდეს სწორი დასკვნები გააკეთოს და უფრო ძლიერი დაბრუნდეს.
ჰოდა თუ მეთანხმებით, რას ერჩით და დასცინით ოლივეირას, რომელიც 20 წლის ასაკიდან უფც-ში ხელ-ფეხს იქნევს და თითქმის ყველა წაგება ტოპთან ან ტოპთან მიახლოვებულ ფაიტერთან ქონდა?
მისი კარიერით, მასზე უფრო ვინ იმსახურებდა იმ პოზიციას რომელზეც დღეს ის არის?
ახლა დადებულ ვიდეოზე.
თუ თვალით ვერ ხედავთ ყურით მაინც გაიგონეთ, რომ კომენტატორი სიტყვა - liver-ს (ღვიძლს) იძახის.
ღვიძლში დარტყმა მიმიღია და ასე არ მიკოტრიალიაო რომ ამბობთ, ინგლისურად, რუსულად და ქართულად სადმე თუ წერია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ღვიძლში მიღებული დარტყმის შემდეგ დამიდეთ და მომავალში გავითვალიწინებ.
მანამდე მე გეტყვით.
ყბაში მიღებული დარტყმისას თავის ტვინი ეჯახება თავის ქალის უკანა ნაწილს და ხდება გონების წამიერი დაკარგვა. რაც უფრო ძლიერია დარტყმა, მით დიდია დაჯახების სიმძლავრე, შესაბამისად ტვინის გათიშვის ხანგრძლივობა.
რაც შეეხება ღვიძლს, თავად მოგეხსენებათ ღვიძლიდან ტვინამდე გაცილებით მეტი მანძილია ვიდრე ყბიდან. თანაც მასეთ შემთხვევაში ტვინი საერთოდ არ ზიანდება. ამ დროს შემდეგომი რეაქციის გასაკეთებლად ტვინი ელოდება ინფორმაციის ღვიძლიდან მიღებას . ეს პერიოდი რამდენიმე წამი შეიძლება გაგრძელდეს, რომლის დროსაც მებრძოლმა შესაძლოა მოწნააღმდეგე დაანოკაუტოს კიდეც, მაგრამ შედეგი გარდაუვალია. ტვინიდან მოსული აუტანელ ტკივილზე გაკეთებული დაგვიანებული რეაქცია აუცილებლად დაგაგდებს და დაგკრუნჩხავს.
ასეთ დროს მებრძოლს დასცინო და ქალუსია დაუძახო?
რა ვიცი.
ისე, კარმა ნაღდად არსებობს. რაც ქაბმა ოლის მუშტით გაუკეთა, მას გიგამ ქიქით მიართვა და ტკივილი თავადაც გამოსცადა.
და ბოლოს, მინდა უზერ დიაზს მივმართო:
როცა უსმანმა მასვილდალს კარგის დრაკი მოუდღნა, რაღაც არ მახსენდება აქ ბოროტი სიხარულის პოსტები დადებულიყო და შენთვის ვინმეს გული ეტკინა, ამიტომ გამიკვირდა, ოლის წაგებას მხოლოდ იმიტომ გულშემატკივრობ, რომ ვიღაც ვიღაცეებს ნაწერები ცხვირზე ააფარო და გაიხარო.
ასე თუ გააკეთე ჩავთვლი, რომ ერთი ჩვეულებრივი, ბოღმით გატენილი ტიპი ხარ და მეტი არაფერი.
მოდით შევთახმდეთ, ჩარლზის წაგების შემთხვევაში, რაც გინდათ ის დაწერეთ და როგორც გინდათ ისე აჯვით, მაგრამ თუ მოიგო, მერე აღარ დაიწყოთ ჩემდლერის ლისა და და ფერჯივით დაბულინგება, მაიკლის სქილების გინება და ოლოვეირას მიღწევების არ აღიარება.
თუმცა,
რაც გინდათ ის გიქნიათ.
არაა პრობლემა...
This post has been edited by VoK on 11 May 2021, 10:23
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...