#57892448 · 12 May 2021, 08:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც ვწერდი, ასარჩევად თუ მექნა საქმე ოლის მოგებას ფერჯის მოგება მირჩევნია მეთქი. მიზეზი მარტივია. ჩარლზი ისეთ ასაკშია და რაც მთავარია ისეთი ხასიათის როჟაა, რომ წელიწადნახევარში 3-4 ჩხუბიან-ვინსთრიქს ისევ გადააბამს და ქამარზე ისევ გავა. ტონისთან მიმართებაში, მისი წაგება კატასტროფა იქნება. ასეთ შემთხვევაში, სადაც კოვბოის მისცეს უამრავი შანსი, არც ტონის გააგდებენ, მაგრამ თვითონ წავა, სავარაუდოდ.
ბენიილ დარიუში ჩემი ფავორიტი მებრძოლების მეორე რანგში გადის და თუ ტონიმ მაინც უნდა წააგოს, ჯობს ეს ჩემს ფავორიტ და თითქმის ფავორიტებთან ფაიტერებთან გააკეთოს. პირველი წაგებით, მან ოლის გზა გაუხსნა ჩემპიონობისკენ, დარიუშთან შესაძლო წაგების შემთხვევაში, ბენილას ტოპ 5 -ში ადგილს გაუფორმებს.
ახლა შევეცადოთ ამოვხსნათ "თეთრის" ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრი.
დარიუშს აქვს ყველაფერი, რომ ტოპი გახდეს. ძალიან მაღალი დონის ჯიცუ, გრეპლინგი, სტრაიკინგი. გამძლეობასთან პრობლემები, მაგრამ უნაკლო ვინ არის?
როგორც ხაბიბმა თქვა, დარიუში არის წონაში ყველაზე დაუფასებელი ფაიტერი, რომელთან ჩხუბს ბევრი ერიდება. თუ არ ვცდები (მიზეზი არ მახსოვს, დიდი ალბათობით, რეიტიგის გამო) ოლივეირამაც იუარა.
ასეა თუ ისე, დარიუშის მოგების შემთხვევაში, ის ჩაანაცვლებს ტონის, გახდება რეიტინგის 5-ე ნომერი და....
დენა მახაჩას დააჯახებს.
მე არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა ჯანმრთელ ბენილას ვინმესთან ჩხუბზე უარი ეთქვას, აქედან გამომდინარე, ის იქნება ტოპ 5-დან ერთადერთი, რომელიც ისლამასთან ბრძოლას დათანხმდება და 3 რაუნდიანის ჩხუბის შენთხვევაში, იმედი მაქვს, მაგრა გაძუყნის.
თუ ისლამა გაიმარჯვებს, მას ტიტულამდე ერთი, მაქსიმუმ ორი ნაბიჯი რჩება...
ასეთად მეჩვენება "თეთრის" მახაჩას პერსპექტივებთან დაკავშირებული გათვლები და ტანის მოძრაობები...
This post has been edited by VoK on 12 May 2021, 09:38
--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
|