თუ არ ვცდები, ამ თემაში გეინზე და მის პერსპექტივებზე საუბარი პირველად მე დავიწყე. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა რამდენიმე ჩატარებული ბრძოლის შემდეგ სირილა ტოპებშია და ქამარზე ჩხუბს (ჯონსთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემთხვევაში) ერთი გამარჯვება აშორებს.
დაახლოებით იგივეს თქმას ვაპირებ პროჰაზკაზეც.
ტიპი ჩხუბობს ისე, როგორც გეიჯი, ალვარეზთან და პორიესთან წაგებამდე.
ანუ, არანაირი დაცვა, დარტყმების გაცვლა მოწინააღმდეგის გათიშვამდე.
თუ რამდენად სერიოზულად უდგება, ჩეხი რეიესთან გამარჯვებას, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ 2 თვის განმავლობაში ირჟი შეგნებულად უარს ამბობს სექსზე.
ეს კი თავადაც მოგეხსენებათ, ტესტესტერონის ბუნებრივ დაგროვებას იწვევს.
არანაირი ქიმია და ვიტამინები.

ასეა თუ ისე, რეიესის დამარცხების შემთხვევაში, შეიძლება ლაითჰევიშიც გამიჩნდეს ფავორიტი მებრძოლი, რომელთა სრული სია ასეთია:
1. ფიგუ.
2. ო მელი
3. ორტეგა.
4. ტონი, ოლი
5. ?
6. ბარნსი, ლუკე
7. პროჰაზკა ?
8. გეინი
This post has been edited by VoK on 28 Apr 2021, 10:39
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...