შემთხვევით ნაღდად არ მოხვედრია. გააზრებული კომბინაცია იყო. ლეგ ქიქი აჩვენა და ჰედ ქიქი გაუშვა...
გუშინდლამდე მეც მეგონა რომ ჩინელი მიაჩუხანებდა, მაგრამ როგორც ორტეგამ გამაოცა, როუზმაც ასევე სახტად დამტოვა.
დღეის მონაცემებით მაგ დივიზიონში არავინ ჩანს ლიტუელის მომგები.
ხვალ და ზეგ უიტმანის ხელში კიდევ უფრო განვითარდება.
და მართლაც, რომ ძალიან საყვარელია.
მე მგონი, ეს მაინც არ არის საკამათო.
პორიემ კონორს ბარემ 170-ში ვიჩხუბოთო.
კონორმა -არაო.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩხუბებს შორის შუალედში დასტინა 90 კგ-იანი წონით გადაადგილდება, მაკთან მოგების შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის შემდეგ ლაითში საჩემპიონოდ 155-ს როგორ გააკეთებს, ძალზე საინტერესოა.
არ დაგვავიწყდეს, რომ ასაკიც ემატება.
იმედია, აწონვაზე პირსახოცებით გამოსვლა არ მოუწევს...
ყველა ვარიანტში, თუ ჩაფულიანებული პორიე პენსიაზე არ გავა, აშკარად 170-ის კადრია და ქამარზე ჩხუბის შემდეგ, ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში ეგ ლაითში გამჩერებელი აღარ (ვეღარ) არის...
მასვიდალის გაგდება სისულელეა, სპორტული მდგენელზე რომ აპელირებთ ისიც გაითვალისწინეთ, რომ სანამ უსმანი ჯანზეა ჩემპიონობის შანსი დივიზიონში არავის აქვს, გამოდის რომ ყველა გასაყრელი ყოფილა.
რაც შეეხება ხორხეს რეინკარნაციას, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მასვიდალის და რეიტინგის 6-ე ნომრის, ლუკეს ჩხუბს.
ამ ჩხუბში გამარჯვება ორივეს მაგრა წაადგება.
This post has been edited by VoK on 26 Apr 2021, 14:32
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...