ბოლო 10 წელია საშინლად დაეცა კრივის დონე. ამ წუთას ვფიქრობ და არ მახსენდება სხვა სპორტი, რომელსაც ისეთივე დიდი რეგრესი აქვს როგორც კრივს. მიზეზი ძალიან მარტივია, კორუფცია და ბევრი საჩემპიონო ორგანიზაციები. კორუფცია სულ იყო კრივში, მაგრამ დიჯიტალიზაციამ საერთოდ ცეცლზე ნავთი დაასხა.
რეგრესიც დეკადებია რაც დაწყებული აქვს სპორტს, მაგრამ დონეში მკვეთრი სხვაობა შეიგრძნობა ბოლო გვარდიის პეკმენის, ფლოიდის, მარკესის და ა.შ. წასვლის შემდეგ.
კი, დღესაც არიან მაღალი ტოპ დონის მოკრივეები, კანელო, ფიური, იგივე ინუე, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემპიონია და ძალიან ცოტა მათგანია არა თუ ტოპ, არამედ მაღალი დონისაც კი.
17 წონითი კატეგორიაა და თითოში არის 4 ქამარი, ანუ 68 ჩემპიონის ყოლის ალბათობაა, მაქსიმუმ.
სიგიჟეა სპორტს ყავდეს ერთდროულად 68 ჩემპიონი

რასაც ვწერ ამის სიმართლეში რომ დარწმუნდეთ (მეეჭვება ვინმე არ ეთანხმებოდეს, ისე) საილუსტრაციოდ ძალიან მარტივი ინფო გრაფიკა.
სამი წონის (130, 135 და 140) ჩემპიონები.

ოსკარი, ფლოიდი, პეკმენი, მარკესი, სეზარ ჩავესი და კამაჩო ვიცით.
აი სამი კაცი რო განვიხილოთ, ბრონერი, გარსია (ეს ორი ისე 4 წონაში არიან ჩემპიონები

აქ უბრალოდ სამზეა საუბარი) და მოქმედი - ჯერვონტა.
აი ედრიან ბრონერმა შვილებს შეუძლია უთხრას სიბერეში რომ 4 წონით კატეგორიაში ვიყავი ჩემპიონიო.
ანდრე ვორდი ხო იცით? ეგ ორში იყოო, გოლოვკინი საერთოდ ერთში იყოო, მე აგერ 4 წონით კატეგორიაში მოვიპოვე ქამარი, ლეგენდა ვარო.
რეალურად
4 ქამრიდან 2 იყო ვაკანტური

ანუ ჩემპიონი არ ყავდა მაგ ქამარს, ჩემპიონი არ დაუმარცხებია
130-ში დაამარცხა არგენტინელი მოკრივე ვისენტე მარტინ როდრიგესი, რომლის რეკორდი ბრონერთან შეხვედრის დროს 34-3-1. პირველად და უკანასკნელად იბრძოლა მაშინ ქამარზე ამ როდრიგესმა. ბრონერთან ბრძოლის შემდეგ, კარიერის დარჩენილ ნაწილში, უფრო მეტი წააგო, ვიდრე მოიგო.
135-ში დაამარცხა იმ დროს ქამრის მფლობელი მექსიკელი ანტონიო დემარკო (28-2-1).
განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ იმ დროს დემარკო კარგ მოკრივედ ითვლებოდა, ლინარესი ყავდა დამარცხებული, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ მაინც და ცხონებულ ედვინ ვალეროსთან მაგარი ბრძოლა ჰქონდა წაგებული. ბრონერთან ბრძოლის შემდეგ, კარიერის დარჩენილ ნაწილში, უფრო მეტი წააგო, ვიდრე მოიგო.
140-ში შეახვედრეს პოლი მალინაჯის (32-4). პოლი მალინაჯიმ კარიერის ყველა step up ბრძოლა წააგო ბრონერამდეც და ბრონერის შემდეგაც. ბრონერმა ბრძოლა მოიგო მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება იყო.
ამის მერე მოდის მარკოს მაიდანა და ის ცნობილი ბრძოლა, სადაც დაიფუშა ბრონერის ჰაიპიც, თავდაჯერებაც და ყველაფერი

აი ხო ყველაფერი, მაგრამ სულ ბოლო ქამარი 147-ში ყველაზე აბსურდული იყო. ვაკანტური ქამრისთვის ბრონერმა დაამარცხა ხაბიბ ალახვერდიევი (19-1)
19-1-ზე იყო ტიპი, ბოლო ბრძოლა წაგებული ჰქონდა თან და საერთოდ არაფრისგან ვაკანტურ ქამარზე აჩხუბეს. ბრონერთან წაგების შემდეგ საერთოდ აღარ გასულა რინგზე
ასეთი 4 წონითი კატეგორიის ჩემპიონია ედრიენ ბრონერი.
მაიკი გარსია ცალსახად უკეთესი მოკრივეა, უფრო მაღალი დონის. ყველაფერში უკეთესია ალბათ. მეტოქეებიც უკეთესი ჰყავდა, მაგრამ დიდების ლიგამდე მაინც დიდი მანძილი დააკლდა.
და აგერ ბოლოს ჯერვონტა დევისი, რომელიც მევასება პირადად მე, ძალიან ტექნიკურია და თავისი გაბარიტების ფონზე ყუმბარებს ურტყამს. უბრალოდ 3 წონის ქამრიდან 2 regular ქამარი აქვს

სიგიჟეა, მეორე ხარისხის ქამარი აქვს მოგებული და ჩემპიონად ითვლება მაინც, რეზუმეში 3 წონის ჩემპიონი უწერია.
მოკლედ რა
არადა ძაან მაგარი სპორტია კრივი, საცოდავობაა ამ დონეზე როა.