ვცდილობ, რომ ზოგიერთი აქ დაწერილი პოსტი ღიმილით აღვიქვა, მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცას წავაწყდები რომ მაგრა ვხარხარებ.
ის უზერები, რომლებიც ოლივეირას ჩენდლერთან მინიმალურ შანსსაც არ აძლევდნენ, მაიკლს მასთან გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ თითქმის ხაბიბას დაბრუნების მიზეზად მიიჩნევდნენ, ახლა ამბობენ, რომ თურმე ჩარლზს კლასი არ აქვს, რომ პირველ რაუნდში მსაჯს ჩხუბი უნდა გაეჩერებინა , რომ დღემდე ბრაზილიელს ღირსეულთან არავისთან გაუმარჯვია, რომ კიდევ უამრავი ტოპი ყავს საცემი, რომ ტიტული შემთხვევით აიღო, რომ შემდეგ ბრძოლაში ქამარს აუცილებლად დაკარგავს და ა. შ.
უფრო მეტიც, ერთმა მისი სექსუალური ორიენტაციაც კი კითხვის ქვეშ დააყენა....

რა ხდება, ძმებო?
მოდით ფაქტებით ვიმსჯელოთ.
2017 წლიდან ოლივეირამ წაგება არ იცის. აქვს როსტერში ყველაზე დიდი 9 მოგებიანი ვინსთრიქი, ამ 9 მოგებიდამ 5 საბმიშენით, 3 ნოკაუტით და ერთი სრული დომინაციით. არის უამრავი ბონუსის და უფც-ს რეკორდის ავტორი, რომელთაგანაც რამდენიმეს დამხობა უახლოეს მომავალში თითქმის შეუძლებელია და ისევ ჩარლზს აქვს მათი გაუმჯობესების შანსი.
მოკრივე გოლოვკინის არ იყოს, ყოველთვის დგამს ბიგ დრამა შოუს.
მეტი რაღა ქნას თბილისში მოკალათებულ ფორუმელ საზოგადოებას თავი რომ მოაწონოს?
ჰო, ჩენდლერს თურმე ბროლის ყბა ქონია.
ამიტომ ყბაში არ ეგლიჯა?
ჩენდლერის კარდიო თურმე არ ვარგებულა.
აქედან შეძახილებით შემთხვევით ჩვენ ხომ არ დავღალეთ?
როგორ გინდათ?
ჩხუბში მოწინააღმდეგის სისუსტეების გამოყენება გრეხია თუ არაკაიბიჭური?
რაც შეეხება იმას თუ რატომ არ გააჩერა მსაჯმა პირველ რაუნდში.
პასუხი მარტივია, არ იყო გასაჩერებელი და იმიტომ.
მასე ფაიტერის ყველა წარმატებულ ქმედებაზე მსაჯები რომ ჩხუბს აჩერებდნენ, ახლა ბარნსი ჩემპიონი უნდა იყოს,
მაიკლის ინტერვიუს თუ უსმინეთ, მან თქვა, რომ ჩემი დარტყმის შემდეგ ძირს დაგდებული დუ ბრონქსი, სანამ შემეკვრებოდა მანამდე თავს კანვასთან ისე ამოძრავებდა, რომ ერთხელაც ვერ მოვარტყიო, თან ვცდილობდი შემთხვევით კისერში არ გამერტყა და დისკვალი არ ამეკიდებინაო (მოკითხვა იანს).
ნოკაუტთან ახლოს მყოფი კაცი, ამას როგორ მოახერხებდა?

კი ვიცი, რომ მგლის თავზე სახარებას ვკითხულობ, მაგრამ მაინც ვცადე.

რაც შეეხება ქამრის დაცვის რაოდენობას, ისე როგორ ჩაფლავდება, რომ ხაბიბას დაცული ქამრის რაოდენობა მაინც არ დადოს, ან მცირედით მაინც არ გადააჭარბოს.
თუმცა, ჯონსის დაცვამდეც რომ ავიდეს, ვიცი მაინც ლუზერს დაუძახებთ.
This post has been edited by VoK on 16 May 2021, 20:46
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...