ოლი ვს პორიე სტილისტურად ძალიან საიტერესო ჩხუბი იქნება ,
პორიეს სქილები ცალცალკე რომ ავიღოთ, ბრაზილიელზე თანაბრად დაბალანსირებული უნივერსალი გამოდის.
მაგრამ დასტინა
გრეპლინგში საუკეთესო არ არის.
ჯიცუში საუკეთესო არ არის.
ერთჯერადი დარტყმა ყველაზე ძლიერი არ აქვს.
ქიქებითაც არ ჩაითვლება ნომერ პირველად.
ბოქსიც, რა ვიცი. მე მაქსის ბოქსი უფრო მომწონს და მათ შორის ჩხუბშიც ფრე დავაფიქსირე. თან გაითვალისწინეთ, რომ პორიე თავის კატეგორიაში ჩხუბობბდა, მაქსისთვის კი ლაითში ჩხუბი პირველი იყო.
სტამინაც თუ იგივე მაქსთან ჩხუბის ბოლო რაუნდებს გავიხსენებთ, კარდიო მანქანა ჰოლოვეისთან შედარებით საუკეთესო არ ქონია.
ყბა? რამდენჯერმეა დანოკაუტებული. ჰუკერთანაც რაუნდის ბოლომ დროზე მოუსწრო თორემ გაღმა იყო გასული.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს ასპექტი, რომ მმა-ში პორიე საუკეთესო იყოს.
მაგრამ
ყველა სქილი საშუალოზე იმდენად მაღალი აქვს, რომ თითქმის იდეალურ მებრძოლთან გვაქვს საქმე,
და მთავარი.
მას ყავს ძალზე კარგი სამწვრთნელო შტაბი, რომლიც შესანიშნავ გეიმპლანს უდგენს, რასაც დასტინაც უაღრესად დისიპლინირებულად მიყვება.
და ეს გეგმა ეხება არამარტო უშუალოდ ჩხუბის ტაქტიკურად წარმართვის პროცესს, არამედ ჩხუბამდე მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებასაც.
გინდა ამერიკელი იყო და გინდა ზანზიბარელი, ცოლის გინება არავის სიამოვნებს, მაგრამ დიდი წარმატების მისაღწევად დასტინამ ყველაფერი მოითმინა, გამოავლინა რა წარმოუდგენელი ფსოქოლოგიური მდგრადობა, რითაც კონორა საბოლოოდ გამოაყლევა და გეგმები აურია.
ერთი სიტყვით, პორიეს ოლისთან მოგების შემთხვევაში, დივიზიონს უღირსეულესი ჩემპი ეყოლება,
მაგრამ
თუ ჩარლზმა გაიმარჯვა, მერე აღარ იყოს ბრაზილიელის ღირსებების დამცირება და იმედია მაშინ მაინც აღიარებთ ლაითვეითის ჭეშმარიტ მეფედ.
This post has been edited by VoK on 13 Jul 2021, 18:42
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...