Vanpersie18მომავალში, კიდევ ერთხელ მწარედ რომ არ გაგიცრუვდეს იმედები, ადრეც გითხარი, ხანდახან მაინც გადახედე-მეთქი ბრძოლის წინ ჩემ გარჩევებს და 50% მაინც გაითვალისწინე...
და დაანებე კლიშეებით აზროვნებას თავი.
მუსკულები, გაბარიტები და რუსის ვანიობა ან იბრაგიმობა არაა საკმარისი ჩხუბის მოსაგებად.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ ჩხუბს.
როცა ვიდეოჩანაწერის ქრონომეტრაჟს შევხედე, ეგრევე მივხვდი, რომ გეინი მოიგებდა.
რადგან
დააფინიშების გარეშე მას უბრალოდ ვერ აჯობებ.
ეს ფრანგმა დღესაც დაადასტურა.
საერთოდაც,
დივიზიონის 2 საუკეთესო სთრაიქერს (როზენა, ვოლკოვი) 10-დან 9 რაუნდი მოუგო და იმ ერთ რაუნდშიც ორმა მსაჯმა გამარჯვება მას მისცა. ეს კი მრავლისმეტყველია.
ვისაც მმა მხოლოდ ნოკაუტი და დასაბმითება არ გონია და ზოგადად, საბრძოლო ხელოვნებად მიიჩნევს არ შეიძლება გეინის დღევანდელი პერფორმანსი არ მოწონებოდა.
როზენაც და ვოლკოვიც ისე აიკენწლა, რომ ფაქტობრივად სირილას ერთი სერიოზული დარტყმა არ მოუღია.
ფრანგის სახით ჩვენ თვალყურს ჰევივეითის ვანდერბოის ვადევნებთ.
რა პერსპექტივები აქვს მას მომავალში?
ალბათ, სტიპე და ბლეიდსი.
ჩემი აზრით, სტიპესთან დღევანდელის იდენტური ჩხუბი და გეინისთვის იგივე შედეგი დადგება.
სტილისტურად უფრო საინტერესო ბლეიდსთან შეხვედრა იქნება, სადაც გამარჯვებულად კვლავ ფრანგს ვხედავ, მაგრამ ოქ უკვე რეალურად დავინახავთ თუ რა შეუძლია მას პარტერში..
და ბოლოს ნგანუ.
როცა ფაიტერის მთავარი "ფიშკა" ერთჯერადი სანოკაუტო დარტყმაა, მისი ყველა მოქმედება ნებსით თუ უნებლიედ ამ დარტყმის მოსამზადებელად არის გამიზნული.
შედეგად, ადვილად გაშიფვრადია და კარგი ყბის, ტექნიკური, სწრაფი და კარგი ფუთვორქის მქონე მებრძოლისთვის ნოკაუტორის განეიტრალება დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
საჩემპიონო რაუნდებში, იმედგაცრუებული, დაღლილი, ძალა და სისწრაფე დაკარგული ფანჩერი, ფაქტობრივად მოსიარულე "გრუშა" ხდება და მისი დამარცხება, მართლაც რომ დროის და ტექნიკის ამბავია..
გინდ დამეთანხმეთ და გინდაც არა, მაგრამ გეინმა თუ ნგანუმდე მიაღწია (და მჯერა რომ მიაღწევს) ფრენსისთან ფავორიტად ვხედავ.
ერთადერთი რაც სირილას პრობლემას უქმნის, ეს არის სანოკაუტე დარტყმის არ ქონა.
მაგრამ
ეს გარკვეულწილად უპირატესობაც არის.
რატომ?
ამაზე ზემოთ რავ უკვე დავწერე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ როცა იცი ერთი დარტყმით მოწინააღმდეგეს ვერ გათიშავ, სხვა სქილებს ინვითარებ და უფრო მრავალფერვანი ხდები.
ბავშვობაში, როცა კრივში ვვარჯიშობდი, მწვრთნელი მეუბნებოდა თუ არ გაქვს 2 რამეს ვერ აიყვან უმაღლეს საფეხურზე, ეს არის კარდიო და დარტყმის ძალაო. შეიძლება რაღაც დონემდე განინვითარო, მაგრამ ეს მაინც არ იქნება ის რასაც საუკეთესო ქვიაო,
ნგანუ ფიზიკურად არაადამიანურად ძლიერია, შესაბამისად მისი მოთათუნებაც მტკივნეულია, ამიტომ მას დარტყვის ძალაზე უფრო მისი ტექნიკის დახვეწა მართებს.
რაც შეეხება გეინს, კაცი რომელიც რომან დოლიძესავით ფეხბურთელი იყო და 24 წლამდე ბურთს დასდევდა, დარტყმის ძალის გაზრდაზე როდის უნდა ემუშავა?
თუმცა
სხვა ყველაფერი შესანიშნავად აითვისა და მისი სახით ჰევიში გვყავს უნივერსალური და უმალესი საბრძოლო IQ -ს მქონე მებრძოლი.
და ბოლოს,
ყველას ვულოცავ ვინც გეინს გულწრფელად გულშემატკივრობდა, ან მის მოგებაზე ქონდა დადებული,
დამიჯერეთ, არც მისი ჩემპიონობაა ძალზე შორს.
This post has been edited by VoK on 27 Jun 2021, 10:08
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...