გვექნება.
ტალახაძე ახსნეს უკვე, ვფიქრობ ძიუდოში კიდევ 2 მედალი და 1 ოქროთი დასრულებული ფინალი უნდა იყოს. ბერძნულ-რომაულში ან საერთოდ არ იქნება ან 1, ყველაზე სავარაუდო ბრინჯაოა. თავისუფალშიც ალბათ 1 მედალი, თუმცა დიდი შანსია ოქრო იყოს ეგ 1. ტალახაძე + პლესნოიზე არაფერი ვიცი, შედეგები აქვს და კონკურენტები ვინ ჰყავს ვინ იცის. ჯამში ალბათ 7-8 მედალი გვექნება აქედან 2 ან 3 ოქრო.
გრიგალაშვილის წარუმატებლობის გამო შორს მიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. 4 წონაში გამოვიდნენ ჩვენი ბიჭები, აქედან ჩხვიმიანის მედლის იმედი ფორუმზეც კი თითქმის არავის ჰქონდა, თუმცა ცუდად არ გამოსულა ჯამში. 66-ში და 73-ში ოლიმპიადის დაწყებამდე რომელი ქომაგი არ მოაწერდა ხელს მარგველაშვილის და შავდათუაშვილის ვერცხლს? ონო 1 კვირის წინაც ონო იყო, მარგველაშვილის ფინალი უმეტესობას ეეჭვებოდა. გრიგალაშვილსაც არ გაუმართლა რაღაც მხრივ, 1/4 მისი ბრალია, მაგრამ ბრინჯაოზე რეიტინგის N1 და მსოფლიოს ჩემპიონი შეხვდა - სად ეგ და სად ის გერმანელი ბორჩაშვილმა რომ ათრია.
პ.ს. ერთი მომენტიცაა, აქ სულ ასე იწერება მარგველაშვილს ის ხვდება, შავდათუაშვილს ეს, ბექაურს, ლიპარტელიანს და პეტრიაშვილს კიდევ ისინი. ეს მართალია, მაგრამ ისინიც ვინც ჩვენებს ხვდებიან, ხომ სავარაუდოდ ასევე ფიქრობენ - „არ გამიმართლა, რაღა ეს, ამას რა გაივლის“. ვისაც არ სჯერა კორეელებს კითხოს.