ამ ფოტოს 268,010 მოწონება აქვს
MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს. ასეთი ორგანიზაციებია UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები. ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს. აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდია ანაზღაურებით. ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია. ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება (1995 წ. (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან. გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან. იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი. ამავე დროს, იაპონიაში Shooto-მ (ვალე ტუდო) პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია, რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship. იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა, ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდა ბევრი სხვა პრომოუტერი. მაგალითად, STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით. რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის. ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის ამერიკელი ძიუდოისტის, რონდა როუზის დამსახურება, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ბრძოლები, რომლებსაც ჩვენ გირჩევთ
VoK
1. Deiveson Figueiredo vs. Brandon Moreno 1
2. Rafael Dos Anjos vs Tony Ferguson
3. Kamaru Usman vs. Colby Covington
4. Eddie Alvarez vs Justin Gaethje
5. Justin Gaethje vs. Dustin Poirier
6. Dustin Poirier vs. Dan Hooker
7. Weili Zhang Vs. Joanna Jedrzejczyk
8. Brian Ortega vs. The Korean Zombie
9. Jon Jones vs. Alexander Gustafsson 1
v1iking
10. Robbie Lawler vs. Rory MacDonald 2
11. Robbie Lawler vs Carlos Condit
12. Gilbert Melendez vs. Diego Sanchez
13. Diego Sanchez vs. Clay Guida
14. Shogun Rua vs Dan Henderson 1
15. Matt Hughes vs. Frank Trigg 2
16. Frankie Edgar vs. Gray Maynard 2
17. Forrest Griffin vs. Stephan Bonnar
Diaz
18. Nate Diaz vs. Conor McGregor 2
19. Israel Adesanya Vs. Kelvin Gastelum
20. Robert Whittaker vs. Yoel Romero 2
21. Jose Aldo vs. Chad Mendes
22. Yoel Romero vs. Paulo Costa
23. Tyron Woodley vs. Stephen Thompson
Nitro_N
24. Max Holloway vs. Calvin Kattar
25. Max Holloway vs. Brian Ortega
26. Dominick Reyes vs. Jiri Prochazka
27. Junior dos Santos vs. Stipe Miocic 1
28. Ben Henderson vs. Anthony Pettis
29. Tony Ferguson vs. Anthony Pettis
30. Dominick Cruz vs. T.J. Dillashaw
31. Jon Jones vs. Daniel Cormier
32. Georges St-Pierre vs. BJ Penn
33. Georges St. Pierre vs. Johny Hendricks
არისტოტელე999
34. Alexander Volkanovski vs. Max Holloway 2
35. Robert Whittaker vs. Yoel Romero
36. Tony Ferguson vs. Edson Barboza
rapa
37. El Pantera vs. The Korean Zombie
Komate
38. Rose Namajunas vs. Joanna Jedrzejczyk 2
39. Max Holloway vs. Jose Aldo 1
ტომი
40. Nate Diaz vs. Conor McGregor 1
41. Dustin Poirier vs. Max Holloway 2
42. Michael Bisping vs. Anderson Silva
Gomoplata
43. Cub Swanson vs. Doo Ho Choi
44. Mark Hunt vs. Antonio Silva
45. Chuck Liddell vs. Wanderlei Silva
46. Antônio Rodrigo Nogueira vs. Randy Couture
Gourcuff8
47. Georges St-Pierre vs. Carlos Condit
48. Michael Chandler vs. Eddie Alvarez 1
49. Daniel Cormier vs. Stipe Miocic 2
50. Fedor Emelianenko vs. Mirco CroCop
51. Anderson Silva vs. Chael Sonnen
52. Conor McGregor vs. Chad Mendes
მოკლედ, ტომიმ წინა თემაში მირჩია რომ ახალი მნიშვნელოვანი თემებიც დამემატებინა აღწერისთვის. ხოდა მეც ვითვალისწინებ მის რჩევას და აი, ისიც. ავღწერ, რა ხდება მმა სამყაროში ან უფრო ზუსტად UFC-ში. წერტილ-მძიმე მაინცდამაინც არ მესმის, ამიტომ დაიკიდეთ.
პირველრიგში აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ 66 კგ. წონის ტოპ 15-ეულში უკვე 2 ქართველი იყრის თავს. პირველი ეს არის გიგა ჭიკაძე, რომელიც მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო მეორე კი ილია თოფურია, რომელიც მე-15 ადგილზე „დასვეს“. UFC-ში ორივე დაუმარცხებელია. ილიას 3 მოგება აქვს, ხოლო გიგას კი 6 მოგება. გიგას ორჯერ მიანიჭეს “დღის საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი. უნდა ავღნიშნოთ მერაბის წარმატებაც, რომელიც 61 კგ. წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფება. მერაბს დივიზიონში ზედიზედ 5 მოგება აქვს მოპოვებული, (ზოგადად ორგანიზაციაში 6) მათ შორის ისეთ ძლიერ მებრძოლებთან, როგორებიც არიან ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი. ალბათ დამეთანხმებით, რომ მერაბმა თავის პირველ ბრძოლაშიც გაიმარჯვა, ხოლო მეორე ბრძოლას, რომელიც რიკი საიმონთან გამართა, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დასასრული ჰქონდა. თუ სწორად მახსოვს, ყველა რაუნდს იგებდა მერაბი. ბრძოლა მესამე რაუნდის 5 : 00 -ზე გააჩერა მსაჯმა, რადგან ჩათვალა რომ მერაბი გაითიშა, თუმცა როცა რიკი საიმონმა მერაბს ხელები გაუშვა, მერაბი ისევ გონზე იყო. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც გვინახავს. მაშინ, როცა რობი როულერი ბენ ასკრენს ეჩხუბა. ჰერბ დინმა ჩათვალა რომ რობი გაითიშა, რადგან წამიერად ხელები ჩამოუშვა, მაგრამ როცა ბენმა რობის ხელები გაუშვა, რობი ისევ გონზე იყო. რეალურად, გაითიშნენ მერაბი და რობი? აბა რა ვიცი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ალბათ კონორის მეორე მარცხია დასტინ პორიესთან. ალბათ ბევრი ადამიანის თვალში მათმა დაპირისპირებამ უკვე ინტერესი დაკარგა, მაგრამ ალბათ არიან ისეთებიც, ვინც მეოთხე ბრძოლით არის დაინტერესებული. კონორი დიდი ხანი არ გამოჩნდება ოქტაგონზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასტინ პორიეს უკვე მეორედ ვიხილავთ ჩემპიონის წინააღმდეგ. დასტინ პორიე VS ჩარლზ ოლივეირა. საინტერესოა ის, რომ თავად დანა ვაითს პორიეს და კონორის მეოთხე ბრძოლის ნახვა სურს, თუმცა იბადება ლოგიკური კითხვა. თუ დასტინი ჩარლზს მოუგებს, კონორი პირდაპირ ქამარზე გავა? თუ იქამდე ვინმეს შეებრძოლება? და თუ შეებრძოლება, მაშინ ვის? სავარაუდოდ, ორგანიზაცია კონორს ჯასტინ გეიჯისგან დაიცავს, რადგან ალბათ შეგვიძლია ვთქვათ რომ საუკეთესო ლეგქიქერია (ფეხში დამრტყმელი) დივიზიონში და ეჭვი მეპარება დანა ვაითს ეს აზრი უტრიალებდეს თვალში.
ამ კვირას ხაბიბის სპარინგ-პარტნიორი, ისლამ მახაჩევი თიაგო მოიზესს ხვდება. რომ გითხრათ თიაგოს ბევრი ბრძოლა მაქვს მეთქი ნანახი, მოგატყუებთ, თუმცა ნამდვილად შეიძლება იმის თქმა რომ მაიკლ ჯონსონთან მაგრად იწვალა. საბოლოოდ, მეორე რაუნდის დასაწყისში Achilles Lock-ით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა ვერ ვიტყვი რომ დგომში დიდად გამაკვირვა მეთქი. ისლამი კი ვიცით რომ ორივეგან კარგია, დგომშიც და პარტერშიც. შეძლებს თუ არა თიაგო ისლამზე Upset გამარჯვების მოპოვებას? ეჭვი მეპარება. ისლამს ვერა და ვერ შეხვდა ცნობილი მებრძოლი. მახსოვს, რდა-სთან ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, თუმცა ეს ეს ბრძოლა ჩაიშალა. ალბათ ყველა ვხვდებით თუ როგორ განვითარდებოდა ეს ჩხუბი. ხაბიბი ამბობს რომ ისლამს ახლავე შეუძლია დასტინ პორიეს დაფინიშება და ჩარლზ ოლივეირას დასახიჩრება.
ხო, ამ კვირაში მიშა ტეიტიც ბრუნდება, რომელიც UFC-ის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონთან, ამანდა ნუნესთან დათმო. ამანდამ მიშას გადაუარა. შეაწუხებს თუ არა ტეიტს „ჟანგი“? ვნახავთ თუ არა ახალ იარაღებს მის არსენალში? გვათქმევინებს თუ არა იმას რომ მას მეორე შანსი უნდა მიეცეს? ვნახოთ რა პასუხები გაეცემა ამ კითხვებს.
ნეით დიაზმა დასტინ პორიე გამოიწვია. როგორც ჩანს, მას არ სურს რომ დასტინს 70 ან 77 კგ. წონაში შეხვდეს. ნეითმა 84 კგ. აირჩია. ამ წონაში თუ იჩხუბებენ, დიდი ალბათობით არცერთს არ მოუწევს წონის დაკლება. ან თუ დაიკლებენ, მაშინ ძალიან ცოტას.
ლიუკ როკჰოლდი დაბრუნებას გეგმავს, თუმცა მას არ სურს ჩვეულებრივ მებრძოლთან შეხვედრა. როგორც როკჰოლდი ამბობს მას პერსპექტიულ ხამზატ ჩიმაევთან შესთავაზეს ბრძოლა. ლიუკი ამ წინადადებას დათანხმდა, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩიმაევი ქვედა დივიზონში აპირებს ჩხუბის გამართვას. ანუ 77 კგ.-ში.
UFC 266-ზე ვალენტინა შევჩენკო ბრუნდება, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ლორენ მერფისთან ბრძოლას ისეთი ინტერესით ველოდებით, როგორც ჯესიკა ანდრადეს ველოდებოდით. იქ ის ინტრიგა მაინც იდო, ძალით აჯობებდა თუ არა ანდრადე ვალენტინას და საბოლოოდ, შევჩენკომ მას ძალითაც აჯობა და დონითაც, რამაც კიდევ უფრო უფერული გახადა მისი დივიზიონი. UFC 266 ლას-ვეგასში, 26 სექტემბერს გაიმართება. ეს ქარდი საკმაოდ კარგად „იხოდება“, რადგან ვალენტინას გარდა აქ ვიხილავთ ალექსანდერ ვოლკანოვსკის და ბრაიან ორტეგას დაპირისპირებას. ასევე 5 რაუნდიან ბრძოლას, დიდი ხნით წასულ ნიკ დიაზსა და რობი ლოულერს შორის. ისინი ერთმანეთს 17 წლის წინ შეხვდნენ.
კოლბი კოვინგტონი ყოფილ თანაგუნდელს, დასტინ პორიეს იწვევს. კოვინგტონი ამბობს რომ „პატარა კაცს“ არ იწვევს, რადგან დარბაზში აწონვისას დასტინი 86 კგ-ს იწონიდა, ხოლო კოლბი კი დაახლოებით 84 კგ-ს. იტყუება თუ არა კოვინგტონი? აბა მე რა ვიცი. შედგება თუ არა ეს ბრძოლა? რა თქმა უნდა არა. ალბათ დანა უკვე ფიქრობს რომ დასტინი კარგი ფულის შემომტანი იქნება ორგანიზაციისთვის და ნამდვილად არ ენდომება იმის ნახვა თუ როგორ ცემს კოვინგტონი პორიეს პარტერში 5 რაუნდის განმავლობაში.
რაიან ჰოლმა აღნიშნა რომ ილია თოფურიასთან ბრძოლაში ხელი მოიტეხა, უფრო კონკრეტულად, პირველი დარტყმისას მოიტეხა ხელი.
გილბერტ ბერნსს ვანდერბოიზე გამარჯვების შემდეგ, ხორხე მასვიდალთან სურს ბრძოლა, თუმცა იმასაც აღნიშნავს რომ იმაზე მეტი უნდა გადაუხადონ, ვიდრე ამჟამად იღებს. ხორხეს ნათქვამი აქვს რომ ვანდერბოი VS ბერნსის გამარჯვებულთან სურდა ბრძოლა. ანუ ორივე მხარე თანახმაა და ჯერი ახლა ორგანიზაციაზეა.
ალბათ ყველასთვის საყვარელი მებრძოლი, რაფაელ ფიზიევი ბრუნდება UFC 265-ზე ბობი გრინის წინააღმდეგ. ფიზიევი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმას რომ კევინ ლი დაპირისპირებოდა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, კევინ ლი, ზედა დივიზიონში, 77 კგ.-ში ავიდა. ამ დივიზიონში მან რდა-სთან წააგო მტკივნეულით. UFC 265 8 აგვისტოს გაიმართება. ბობი გრინს კარგი ვინსტრიკი ჰქონდა, სანამ თიაგო მოიზესს არ შეხვდა. ალბათ ყველას გვაინტერესებს თუ რას იზამს ფიზიევი ელიტარული მებრძოლების წინააღმდეგ. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო BODYKICKER (ტანში დამრტყმელი) ორგანიზაციაში.
3 ოქტომბერს ახალგაზრდა მიდლები ხვდებიან ერთმანეთს. ჯიმ კრუტი და ჯამაალ ჰილი. ჰილი დაუმარცხებელი იყო იქამდე, სანამ პოლ კრეიგს არ შეხვდა, ვისთანაც სასტიკად წააგო. იქამდე კი ოვინს სენტ პრიუს მოუგო თავისი შესანიშნავი სტრაიკინგით. ჯიმ კრუტმა აპრილში წააგო ენტონი სმიტთან. ალბათ ყველას გვახსოვს ის მომენტი, როცა ფეხნატკენი კრუტი უკან არ იხევდა და ნადირივით ღრიალებდა, სანამ ექიმებმა არ შეაჩერეს ბრძოლა.
This post has been edited by zeppel on 17 Jul 2021, 16:30