მოკლედ, სულ 4 ჩხუბს ვუყურე და მათზე დავწერ:
1. ფიზიევი -გრინი
ერთერთი სანახაობრივი ჩხუბი, რაც ოდესმე მინახავს.
ორივე მებრძოლი ძალიან მომეწონა.
5 რაუნდიანი ჩხუბის შემთხვევაში ფიზიევს შანსი არ ექნებოდა, 29:28 სამართლიანი ანგარიში.
ფიზიევიც ძალიან მომეწონა და გრინი ხომ ჩემთვის, საერთოდაც აღმოჩენა იყო.
მართალი ყოფილა ყირგიზი, სად მაგისი და სად ხაბიბას ან მახაჩას ჩხუბების ცქერა.
თუმცა
ძალიან ბევრ დარტუმას ატარებს და საჩემპიონო კადრად, ამ ეტაპზე, არ მივიჩნევ.
ჩენდლერი, გეიჯი და სხვებიც კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, მისგან კატლეტს დაამზადებენ.
ზოგად კარგი როჟა ჩანს და ბევრთან ვუგულშემატკივრებ კიდეც.
2 ალდო ვს ნუნიესი.
ამ ჩხუბს მერაბასთან ბრძოლის პერსპექტივით ვუყურებდი და მინდა გითხრათ, რომ ძალზე დავნაღვლიანდი.
მათ შორის კრივის დონე - ცა და დედამიწა.
მარტო გადაყვანების იმედზე ყოფნა, ძალზე ძნელია.
თუმცა აგერ არის მორაესი და მაგ კუთხით დვალიშვილს პირველი ეგ გაგვიტესტავს.
3. ლუკე ვს კიეზა.
აქ რომ იწერებპდა, კიეზა მოიგებს, რადგან ლუკეს დაბლა შანსი არ ექნებაო,
ვფიქრობდი რას უნდა დამყარებოდა ეს მოსაზრება, მაგრამ რაციონალურ ახსნას ვერ ვპოულობდი.
დგომში, ლუკე დივიზიონში, ალბათ, მხოლოდ ვანდერბოის ჩამოუვარდება. შესაძლოა მასვიდალსაც, ბარნსს თუ ლუკეზე უფრო ძლიერი დარტყმა აქვს, სამაგიეროდ ვისენტეს ჯილბერტაზე უკეთესი ყბა. მას შემდეგ რაც ვისენტემ ვუდლის სუფთად გატარებულებს გაუძლო, კიეზას მიერ მორტყმული მოცაცუნებად მოეჩვენებოდა.
მაიკლი ჯიცუშიც აბსოლუტურად დაიჩაგრა, შესაბამისად დამდგარი შედეგით.
უსმანი ბუნებრივია, ვისენტესთან ფავორიტია, მაგრამ დღევანდელი ჩხუბის შემდეგ, არც ისეთი გამოკვეთილი.
4. გეინი ვს ლუისი.
აქ კომენტარი ზედმეტია. როცა გამოკვეთილი სთრაიკერისგან 3 რაუნდში რომ მხოლოდ 3 დარტყმას გაატარებ, რაღაზე უნდა იბაზრო?
ერთს დავწერ, ოდენ.
ნგანუ კარგი ტიპიაო, რომ ამბობთ. იცით რატომ წამოვიდა ის გეინის დარბაზიდან?
სრულ ინფორმაციას ბუნებრივია არ ვფლობ, მაგრამ ერთერთი ისიც იყო, რომ სირილას და ნგანუს საერთო ტრენერს, ფრენსისი ვარჯიშის შემდეგ აიძულებდა რომ სავარჯიშო ამუნიცია, მის მანქანამდე მიეტანა.
გეინი კი პირიქით. საკუთარი და მწვრთნელის ჩანთებით ზურგზე აკიდებული დღესაც დაბლაყუნობს.
თითქოს წვრილმანია, მაგრამ რაღაც ინფორმაციას მაინც იძლევა...
კარგი ივენთი გამოვიდა.
და აღარავინ თქვას, გეინზე მოსაწყენიაო!...
This post has been edited by VoK on 8 Aug 2021, 09:56
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...