კონორამ ვოლკი დაანოკაუტებს ილიასო

ხო არ ეჭვიანობს ცოტა

კორმიემ სწორად თქვა, ეს ატეხილი აჟიოტაჟი კონორი-ალდოს მახსენებს, კონორი ჩხუბამდე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და იმუქრებოდა და ყველამ ვიცოდით, თუ აასრულებდა რასაც ამბობდა, ყველაზე დიდი ვარსკვლავი მოგვევლინებოდა, ვინც მანამდე გვენახაო...
ილიაზე უარყოფით კონტექსტში რო ამბობენ კონორობა უნდაო, ცოტა უცნაურია.
ფაქტია, მაკგრეგორი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, ვინც კი ოდესმე ყოფილა UFC-ში.
და რატო არ უნდა გქონდეს ამბიცია რომ ყველაზე დიდ ვარსკვლავს დაემსგავსო და მერე შეიძლება აჯობო კიდეც...
თან არაა ილია ის ტიპი, მარტო ჩემპიონობა რო უნდოდეს, ვარსკვლავობაც უნდა...
ჯერ უნდა კონორი გახდეს და მერე ვნახოთ.
თავიდან მესისაც უნდოდა მარადონა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს უფრო დიდი გაიჩითა...
ყველა რესურსი აქვს ილიას მაგის, სანახაობრივად მოიგოს ეს ბრძოლა და ახალი ვარსკვლავური ისტორიის წერა დაიწყოს...