ნაწილ-ნაწილ მივყვეთ
1. 4 ქამრის დიფენსი არაფერიაო, მართალია, იმისდა მიუხედავათ რომ ოთხივე მონსტრებთან დაიცვა მაინც ცოტაა საერთო ჯამში
2. წინასწარ ლაპარაკი რომ უყვარს ხამზატას ეგ ყველამ ვიცით და უამრავი ადამიანი (მეც მათ შორის) მაგის ჰაიფ თრეინზეა და სჯერა რომ ყველას დაჭმუჭნის მაგრამ ხაბიბმა უკვე გააკეთა და ეს ფაქტია, ეგ კიდე მხოლოდ თეორიებშია ჯერ
3. მარტო სტრაიკერები ცემაო და ჩელენჯი არ ჰქონდაო, არადა გინდ გეიჯის და პორიესაც აქვთ ჭიდაობის ბექგრაუნდი (შავი ქამარიც და ა.შ) და მანამდე ვინებსაც ხვდებოდა ყველა სტრაიკერი არ იყო, ხაბიბას ბრალია თურმე რომ ოლივიერა მაგ დროს დაღმავლობის დროს იყო და ტონი კიდე 2-3ჯერ ჩაეხსნა(და ბოლო დროს როცა კიდევ ერთხელ გაჩნდა შანსი ყველამ ათრია), დარიუშს არ ჰქონდა ჯერ პრეტენზიები ქამარზე და ა.შ ვინებიც იყვნენ მონსტრები მაგ დროს იმათ ხვდებოდა, შეიძლება ხაბიბის მოსვლის კარგ თაიმინგს დააბრალო რომ ახლა უფრო წამოვიდა მოჭიდავეების ერა მაგ წონაში მაგრამ ეშინოდაო და რამე უაზრობაა ეგ
4. სასწორის ეშინოდაო რომ იძახის თვითონ არ იყო შიშველი რომ იდგა პირსაწმენდით და ხელს ადებდა ნაგლად სასწორს?
5. ეშინოდა მაღლა ასვლისო, ეგეც მხოლოდ მაგის პირადი აზრია, რომ ასულიყო და მოეგო იქნებოდა მისი კარიერისთვის დიდი წინსვლა? რათქმაუნდა მაგრამ იქნებ ერჩივნოდა ერთი წონის გოათი გამხდარიყო, დიდი ხანი რომ ყოფილიყო უფცში და სულ მაგ წონაში მერე უფრო იქნებოდა ეგ კითხვები მაგრამ მოვიდა, ტოპ ხალხი შეჭამა და წავიდა, შიშის გამო თუ რის გამო არ ავიდა ზევით ეგ არავინ იცის და მხოლოდ პირადი აზრებია
6. ჩემი სახელის გაგონებაზე წავიდაო, ამაზე კომენტარიც არ ღირს, რა შუაშია საერთოდ ეგ
7. მაგის გრეათების სიაში რომ პირველი 2 ოფიციალურად დამტკიცებული სტეროიდ იუზერია ტეხავს ცოტა არ იყოს მაგრამ პირადი აზრია
მოკლედ ნახევარზე მეტში მხოლოდ მისი პირადი აზრებია ან არაა უბრალოდ სიმართლე, არადა დაწყებით სიმართლით დაიწყო