მცირე ანალიზი რომ გავაკეთო:
1. ალჯომ დამსახურებულად მოიგო. პირველ რაუნდში არც ერთს არაფერი გაუკეთებია, დარტყმების რაოდენობით სტერლინგმა აჯობა.
ასე, რომ თუ მართლა მიკერძოებული არ ხარ ალჯოს პირველ რაუნდში მინიმუმ ფრე უნდა მისცე, რაც ჩემპიონობისთვის უკვე საკმარისია.
თანაც.
დაუწერელი კანონია, რომ პრეტენდენტს ჩემპზე მეტი მოეთხოვება, რაც იანმა აშკარად ვერ შეძლო.
პ.ს. ვენაცვალე მერაბას, იმ რუსს ფული რომ აახია. იმედია არ იჩათლახებს და გადაიხდის. ოღონდ რუბლში და კურსით, აბა სადღა აქვთ მაგ უბედურებს ვალუტა..
2. it's just business!!! ეს რომ კონორამ ხაბიბას უთხრა, ამის გამო აქ ჩვენი რამდენიმე თანაუზერი ჩიქენას 2 წელი აჯვამდა.
აი ხამზათას მიერ ბრძოლის შემდეგ და პრესკოზე გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებას რატომღაც დუმილი მოარტყეს...
მიუხედავად იმისა, რომ ბარნსი ჩემი ერთერთი ფავორიტი ფაითერია, ვაღიარებ რომ დღეს ჩიმამ მოიგო.
უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი მეორე რაუნდის შემდეგ ჩეჩენს იმის ძალა შერჩებოდა რაც მესამეში გააკეთა.
მეგონა დურინიო გადაუვლიდა, თუმცა აშკარად დრო არ ეყო.
აქვს ხამზატას სერიოზული პოტენციალი, მაგრამ უსმანთან სკოლის მოსწავლეა. ნუ, ამ ეტაპზე მაინც. მიდლზე ხომ საერთოდ არ უნდა იფიქროს. იქ სხვა გაბარიტების და ძალის ხალხი დახვდება.
ძალიან მინდა ლუკეს შეხვდეს, ვისაც თუ ვერ გადაყვანს, დგომში სერიოზული პრობლემები შეექმნება...
ჩემ და მის სამწუხაროდ, ჯილმერტას საჩემპიონო მატარებელმა უკვე ჩაიარა და ეს ფაქტია...

კარგი ადამიანი და სპორტსმენია.
ცუდია, რომ მისი კარიერა ცხოველი უსმანის კარიერას დაემთხვა.
This post has been edited by VoK on 10 Apr 2022, 16:42
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...