გაასწორა მაგრად დოლიძის ჩხუბმა, არადა ქულებით მოგებისკენ მიყავდა ჰერმანსონს...
რაღაცნაირი მებრძოლია დოლიძე, ძაან ძლიერია, მაგრამ პიარი არ აქვს.
მერაბა იმიტოა ძაან პოპულარული რო ძაან ჯიგარი კაცია, თავმდაბალია, მშენებლობაზე რო მუშაობდა, მაგ ფოტომაც ძაან წასწია წინ პიარის მხრივ, შრომისმოყვარეობის მაგალითია.
თოფურიასაც კაი პიარი აქვს, თავის თავშია დარწმუნებული ძაან და ამტკიცებს კიდეც, რასაც ამბობს...
ჭიკაძე ყველაზე ახლოს რო იყო ქამართან, მაგან გააპიარა ესე ძაან...
და დოლიძე ყველაზე წყნარია ალბათ ქართველი UFC-ელებიდან, ინსტაგრამზეც სულ პოზიტიურ ვიდეოებს დებს...
შარშან შტატებისკენ მოგვიწია ერთად ფრენა, იანვარში, გაქანებული კორონა/ლოქდაუნი იყო, პირბადეები და რამე...
ეგრევე ვიცანი მაინც და მივედი და რომა არ ხარ დოლიძე, გქომაგობ მეთქი...
არ იყო მაშინ ჯერ ესე, ერთი ბრძოლა ქონდა ჩატარებული UFC-ში და გაუსწორდა ალბათ რო ვიცანი, სელფიც გადავიღეთ

კაი ხანს ვილაპარაკეთ აქაც და დოჰაშიც.
ზედა წონაში ხო იყო და ქვემოთ ჩამოდიოდა და მოსამზადებლად მიდიოდა და კაი ქენი დაბლა რო ჩამოხვედი, ზემოთ
ჯონ ჯონსია და მანდ ვერ გახდები ჩემპიონი მეთქი

))
და თუ მოინდომებ, ნებისმიერს მოუგებო

კი ვიფიქრე, თავს იმშვიდებს და დუხზე არ ეცემა, კაია მეთქი და გამეღიმა...
ჯონ ჯონსზე იგივეს ვფიქრობ, #1-ია, დოლიძე კი არა, ყველა წააგებს ჯონსთან, მაგრამ დანარჩენი დაამტკიცა...
შეუძლია ბევრის ცემა, მიუხედავად იმისა, რომ სანახაობრივად არ ჩხუბობს.
ადესანიას რო ცემდა, რატომღაც მაგრად მჯეროდა ბოლო დროს, უბრალოდ ადესანია აღარაა ჩემპიონი.
ხამზატთან რო აჩხუბონ, მაგარი იქნება.
სხვანაირი ტიპია დოლიძე, თუ ვერ მოიგო, ჯინგლიანგივით არ წააგებს, გადაწყვეტილებამდე გაქაჩავს ჩემი აზრით და თუ მოიგო, ხამზატთან მოგება რას ნიშნავს, კი გეცოდინებათ...
მოკლედ, შეუძლია დოლიძეს რაღაცეები და ადამიანურად არის ძაან კარგი ტიპი, რაც მთავარია.
მერაბას მერე ეგაა ჩემთვის პიროვნული კუთხით, მერაბა მაინც ყველაზე საყვარელი კაი კაცია.. .
წარმატებები რომას.
ხამზატა არ დათანხმდება ბრძოლას ალბათ, ზედა წონის ჩემპიონებზე იწევს, მაგრამ ხამზატას ცემა მერაბას ან თოფურია-ჭიკაძის ქამარზე ნაკლები არ იქნებოდა, თუ მეტი არა...
This post has been edited by Frankens†ein on 4 Dec 2022, 11:19
Mens sana in corpore sano...