ძაან საინტერესო გამოვიდა UFC 282...
დავიწყოთ თოფურიათი.
პირველივე ბრძოლიდან ვადევნებ თვალს და მართლა ძაან მაგარია.
პირველი ბრძოლის გარდა, რომელიც კოვიდის მოხდიდან ორ კვირაში აიღო და ფაქტიურად მოუმზადებლად ჩაატარა დაუმარცხებელ ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულ ზალალთან, ყველა ბრძოლა მარტივად მოიგო, როგორც ამბობდა..
სასწაული ფიზიკური ძალა აქვს და მაგას დამატებული კარგი სტრაიკინგი და ჯიუჯიცუ, პლუს საკუთარი თავის რწმენა, მომაკვდინებელს ხდის ნებისმიერისთვის...
დაანახა ყველას რომ ტყუილად არ ბლატაობს, არადა ბევრია ჩასაფრებული და ერთი სული აქვთ რომ ფეხი დაუცდეს და გადაუარონ, მაგრამ ჩემი Y

მიეცით ხვალ ვოლკანოვსკი და ორ რაუნდში მოაძრობს თავს

მოკლედ ილიას ჩემპიონობა გარდაუვალია და მერე ზედა წონაზეც გაიწევს და ორი წონითი დივიზიონის ქამრის მოგებით ნამდვილ ლეგენდებშიც ჩაეწერება

და რაც სასიხარულოა, დენასაც მოწონს იმიტომ, რომ მგელია...
რაც შეეხება ილიას ქართველობას, ნუ აყვებით იმ დასირებული პიმბლეტის ნათქვამს, რომ გერმანიაში დაიბადა, ესპანეთში ცხოვრობს და სადაური ქართველია...
ჯერ პიმბლეტის @##@#$@#$ და მერე სისხლით ქართველია ილია, ქართველადაა გაზრდილი და მუდმივი კავშირი აქვს საქართველოსთან, რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა და სად ცხოვრობს...
ან ქართველობა თორე ესც არ იყოს საამაყო მსოფლიოში, თვითმარქვიობას რო სწამებდე.
სულ რო არაქრთველი იყოს ვინმე წარმატებული ტიპი და ქართველი ვარო თქვას, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველებმა, ჩვენ ბანძ ქვეყანას თუ გააპიარებს ცოტა...
ილიას კიდე არავისგან სჭირდება რომ ქართველად ჩათვალოს...
მოკლედ Y ბაზარია...
ეხლა რაც შეეხება ამ ღამის სკანდალურ ბრძოლებს.
დავიწყოთ მთავარი ბრძოლით, ბლაჰოვიჩი-ანკალაევის ბრძოლის ფრედ გამოცხადებით.
მე სამართლიანად მიმაჩნია მასეთო ორთაბრძოლების შედეგის ფრედ გამოცხადება.
თქვა კიდევაც ბლაჰოვიჩმა, ქულების თვლა ჩემი საქმე არაა, ეგ მსაჯებმა გადაწყვიტონ, არ ვთვლი თავს მოგებულად და მიეცით თუ გინდა ეგ ქამარი, მაგრამ არც წაგებულად არ ვთლი თავსო...
და მართალიაცაა.
ჩხუბის მერე ვერ იტყოდი რომ ანკალაევმა სცემა ბლაჰოვიჩი და ბლაჰოვიჩმა ნაცემმა დაასრულა ბრძოლა...
MMA არის ეს სპორტი, გლეხურად რო ვთქვათ ქუჩური ჩხუბია, მუხლის დარტყმაც მოსულა, იდაყვისაც, გასისხლიანება, წაქცეული ან სულაც გათიშული კაცისთვის დარტყმა და დედის##### და ადგე და მაგ ჩხუბში გამარჯვებული იმის მიხედვით გამოავლინო რომ სამჯერ მეტი მუშტი მოარტყა ან ოთხი წუთით მეტხანს აკონტროლებდა ტატამზე ან გალიის ბადესთან, არასწორად მიმაჩნია...
ამ სპორტში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ფინიშით ან აშკარა დომინაციით, მაგალითად ჰოლოვეის რაც ქონდა კატართან ან კატარს ჭიკაძესთან...
მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებული უნდა ხდებოდეს ის, ვინც აშკარად სცემა მოწინააღმდეგე.
მოკლედ სწორია ესეთი ბრძოლის ფრედ გამოცხადება...
გადავიდეთ პიმბლეტი-გორდონზე.
აქ პიმბლეტს რო საშობაო საჩუქარი (© თოფურია) გაუკეთეს, აშკარაა, მაგრამ არც გორდონი იმსახურებდა მოგებას...
დენამაც თქვა, გორდონი ისე გამოვიდა მესამე რაუნდში და მოკლა სანახაობა, თითქოს პირველი ორი რაუნდი უეჭველი მოგებული ჰქონოდაო...
არადა ეგ მსაჯების მეტმა არავინ იცოდაო...
მეც ლაივში ვუყურებდი მაგ ჩხუბს, პიმბლეტის დდშვც და გორდონს ვქომაგობდი, მაგრამ მთელი ჩხუბის მანძილზე დაძაბული ვიყავი, არ მქონია შეგრძნება რომ გორდონი საშიში იყო პედისთვის, პირიქით, პედი იყო საფრთხე გორდონისთვის და ეს ყველანაირი გზით კლავდა სანახაობას და იცილებდა ჩხუბს...
მოკლედ, მასეთი ბრძოლები უნდა გამოცხადდეს ფრედ, როცა ნაცემი არც ერთი არ რჩება ან ორივე ნაცემი ამთავრებს.
და იმედია დაინერგება ეს პრაქტიკა და სანახაობის მკვლელ მოჩხუბრებს აღარ მიანიჭებენ გამარჯვებას გალიის ბადესთან უაზრო კონტროლით დროის გაყვანის გამო...
ქულები თუ გინდა უყურე ძიუდოს ან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, ეს არის MMA, გლადიატორების სისხლიანი ბრძოლა გალიაში და მაგიტომ ყავს მაყურებელი, შოუა...
პ.ს.:
მაკგრეგორი, სენ-პიერი, სეჰუდო, კორმიე...
ჯონსიც შეუერთდება ამათ, ნგანუს რო ცემს.
შეიძლება ვოლკიც, მახაჩევი თუ ცემა...
და ამ ლეგენდებში უნდა გაერიოს ილიაც

მარტო ერთ წონაში რო აქვს ქამარი, ეგეთი ლეგენდარული სპორტსმენი მარტო ანდერსონ სილვაა...
ჯოზე ალდოც პრინციპში...
დანარჩენები არ არიან პირველი დონის მოჩხუბრები.
მათ შორის "დაუმარცხებელი" ხაბიბი, 29-0 რო აქვს და აქედან ნახევარი ვიღაც უსახელო ტიპებს მოუგო მახაჩყალაში.
თუ პრეტენზია ქონდა საუკეთესოობაზე, ასულიყო და ებრძოლა უსმანთან, მაგრამ არ ქონდა მაგის ტრაკი...
ან ბებერ სენ-პიერს რო ეუბნებოდა, დაიკელი წონა და მეჩხუბეო, თვითონ რო ეჩხუბა ზედა წონაში, მაგდენი ვერ გაბედა...
ადესანია არ მევასება "სხვარკა" ჩხუბის გამო, მაგრამ პიროვნულად ვაფასებ, ბლაჰოვიჩს რო ეჩხუბა ზედა წონაში და დაუმარცხებლის სტატისტიკა გაიფუჭა...
ადესანიაას სტატისტკია მირჩევნია მე პირადად ხაბიბის 29-0-ს...
ვისთან აქვს სახელიან ტიპებთან მოგებული, ერთი კონორი დაამარცხა ტოპ მებრძოლებიდან...
დანარჩენი ვინ - საშუალო დონის დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი...
მანამდე ედსონ ბარბოსას მოუგო ქულებით, გიგამ რო გაა###ვა ჭიკაძემ და მერაბას ძმაკაც ასევე საშუალო დონის ალ იაკინტასაც ქულებით...
მანამდეც რაფაელ დოს ანიოსს ქულებით...
და ამით უნდა ყველა დროის #1 იყოს?

ჯონ ჯონსს 14 საჩემპიონო ბრძოლა აქვს მოგებული და მძიმეში ავიდა და ნგანუსაც რო მოუგებს, უკვე ულაპარაკოდ გახდებვა ყველა დროის საუკეთესო...
სენ-პიერს 13 სატიტულო ბრძოლა აქვს მოგებული, ორ წონაში ქამარი.
მოიგო, შეიცვალა წონა და მოიგო, დაბრუნდა და ისევ მოიგო...
დემეტრიუს ჯონსონს 12...
ანდერსონ სილვას - 11.
დაჟე ჟოზე ალდოს აქვს 8 საჩემპიონო ბრძოლა მოგებული, ეგეც კი ხაბიბზე დიდი მებრძოლია...
და მაგ ხალხში უნდა იყოს ილიაც
This post has been edited by Frankens†ein on 13 Dec 2022, 18:31
Mens sana in corpore sano...