ჩიმაევს რო ქომაგობდე, ლოგიკურია.
როგორც მოჩხუბარს რო შეხედო და არა როგორც ჩეჩენს. ანუ ობიექტურად რო შეხედო...
მაგარი ტიპია, მაგრად ჩხუბობს, ზადნი არ აქვს...
ჩიმაევის სტილი ბევრის გემოვნებაში ჩაჯდება.
მე მომწონს ჩიმაევის პერსონაჟი UFC-ში...
და მგონია რომ ქვემოთ უსმან-ედვარდს-კოვინგტონსაც ათრევს და ზემოთ ადესანია-პერეირასაც...
და წონა რო მოიმატოს, არც პროჰასკას დააკლებს...
მაგრამ ხაბიბს რო ქომაგობენ ან მახაჩევს, არ მესმის.
რასაც ქვია სვარკა ჩხუბის სტილი აქვთ, არასანახაობრივი.
ქართველი რო ხაბიბის ფანია, ერთადერთი მიზეზია მაგისი - რადგან კავკასიაში ვართ ჩვენც, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ხაბიბთან და ჩრდილოკავკასიელებთან ახდენენ, ჩვენიანები გონიათ...
არადა დღეს ხო მტერი სახელმწიფოა, ისტორიულადაც არაფერი საერთო არ გვქონია დაღესტანთან თუ სხვა ჩრდილო კავკასიელებთან, სულ ბრძოლაში ვიყავით, ხან ხალხს გვტაცებდნენ, ხან საქონელს... რელიგიითაც სხვადასხვანი ვართ...
მოკლედ არანაირი კავშირი არ არის ქართველებსა და დაღესტნელებს თუ ჩეჩნებს შორის...
არც მონათესავე ერები ვართ, არც მოძმეები ვყოფილვართ, არც კულტურული ან რელიგიური კავშირი გვაქვს...
განათლების თემაა...
ნგანუს ქომაგობა სხვა თემაა კიდე...
იმენა ჯაყოა ტიპი

არც ტექნიკა, არც სტილი...
უბრალოდ ძალა აქვს და თუ გაუვარდა, იგებს...
ჯონსი რასაც ქვია ლეგენდაა MMA-ში და UFC-ში, 20 წლის გახდა ტიპი ჩემპიონი, ყველაზე ახალგაზრდა და 9 წელი დაუმარცხებლად შეინარჩუნა.
ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა აქვს, 14...
1 დამარცხება კი აქვს სტატისტიკაში, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი დამარცხებაცაა, რეალურად დაუმარცხებელია.
მოკლედ, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია ჯონ ჯონსი, ობიექტურად და არა სუბიექტურად...
და საუკეთესოების დამარცხებას ბევრი ქომაგობს, თითქოს გულს იფხანენ...
მახაჩებს რაც შეეხება, დღეს ყველაზე სუსტ დივიზიონშია...
თითქოს ყველა თანაბრადაა, მაგრამ კაშკაშითაც არ კაშკაშებს არავინ...
პორიე და გეიჯი რო იქნებიან მთავარი კონტენდერები... გავა წლები და აღარავის ემახსოვრება ეგ ტიპები...
არც ოლივეირა, არც დარიუში...
რაღაც უმარილო დივიზიონია...
იმედი მაქვს ვოლკი დაამარცხებს მახაჩევს, ვოლკია და იმიტომ...
ადესანია არ მევასება, მაგრამ პატივს ვცემ იმიტომ, რომ ზედა წონაში ავიდა და იქ შეებრძოლა ჩემპიონს.
ხაბიბი მაგიტოა ბანძი, ვიღაც 4 საშუალო დონის მოჩხუბარს მოუგო სულ - მერაბას ძმაკაც იაკინტას, მაკგრეგორს, პორიეს და გეიჯს და წავიდა...
ასულიყო ხედა წონაში თუ პირველობაზე ქონდა პრეტენზია, ბებერ სენ პიერს რო ეჩალიჩებოდა, დაიკელი წონა და ვიჩხუბოთო, ზედა წონაში ვერაო...
ის მაკგრეგორი რო დაამარცხა ხაბიბამ, ქვემოდან იყო ამოსული...
ლეგენდები და მართლა მაგრები მასე არიან, თავის დივიზიონში რო მოითავებენ საქმეს, ზემოთ ადიან...
მასე იქცევა ეხლა ვოლკი, რისკავს დაუმარცხებლის სტატუსს.
მასე მოიქცა ადესანია.
მანამდე მაკგრეგორი.
სენ პიერი.
კორმიე...
და ჯონ ჯონსი...
რომელიც ათრევს ეხლა ნგანუს და ულაპარაკოდ გახდება ყველა დროის საუკეთესო...
90-10-ზეა ჯონსი-ნგანუს შანსები, 10% ნგანუს "ლაქი ფანჩს" მივცეთ...
სხვათა შორის ჩიმაევი ხო ნაგლია, ძაან თავდაჯერებული, მაგრამ ჯონსზე გაკვრითაც არ უთქვამს, ვეჩხუბები და მოვუგებო

ჯონსს აღიარებს, ასე რომ მთლად გიჟი და ნაგლიც არაა...
თორე ჯონსზეც გაიწევდა...
This post has been edited by 20071987 on 9 Jan 2023, 19:20