განის ინტერვიუს ვუსმინე ცოტა ხანს ჯონსზე, GOAT-ია, მე პატარა ვარ და MMA-ს ყურება რო დავიწყე ჯონსი იყო ჩემი კუმირი და მაგასთან ჩხუბი ოცნებების ახდენააო...
ჯონსი ქვემოდან რო ამოდის, ეგ პრობლემად არ ექნებაო, მთელი ოჯახი ათლეტები არიანო

ნგანუზე თქვა თავისი ცხოვრება აქვს, თავის საქმის თვითონ იცისო...
წარსულია უკვე და არ მაინტერესებსო...
მეტი ვეღარ გავქაჩე

ქვემძიმეს რაც შეეხება, პერეირამ ჯერ რემატჩი უნდა მოუგოს იზის და მერე ამოვიდეს და ჯამალა წაიგდოს ტეშეირას ცემისთვის

ერთიც შეუძლია და მეორეც...
მანამდე ვერ დაბრუნდება იმედია პროჰასკა, არ წაართმევს ჯამალს ქამარს და აბაროტის საშუალებას მისცემს პერეირას

საშუალოდან პერეირას წასვლის შემდეგ ვაკანტურ ქამარზე ეგრევე იზის არ აჩხუბებენ იმედია.
ხამზატა ავა ალბათ საშუალოში, ჯერ ვიტაკერი ავემინონ და წლის ბოლომდე საჩემპიონო ბრძოლასაც გამოკრავს ხელს.
პარალელურად დოლიძემ ვეტორი ბრუტალურად რო დააფინიშოს, ხამზატას რო დააჯახონ, მაგაზე ოცნება რატო არ უნდა შეიძლებოდეს

ვოლთერვეითში უსმანი დაიბრუნებს სავარაუდოდ ქამარს, ხამზატა ზემოთ ავა და ისევ უინტერესო დივიზიონი გახდება...
მსუბუქიც ძაან უმარილო ხალხითაა დაკომპლექტებული, ვითომ ვარსკვლავები, მაგრამ დაანთავრებენ კარიერას და აღარავის აღარ ემახსოვრება, მახაჩევს ვერავინ უწევს კონკურენციას...
იმედია ვოლკი იზამს მაგათ საქმეს.
თუ არადა ვინმე მახაჩევისნაირი დიდი ტიპია საჭორო, ოლივეირას ეტყობა რო საკმარისი ძალ-ღონე არ აქვს...
Fიthერვეითი ყველაზე საინტერესოა ჩვენთვისაც და ალბათ ობიექტურადაც...
თოფურიას ორტეგა თუ დააჯახეს, რა თქმა უნდა დალეწავს და შემდეგზე საჩემპიონო რო მისცეს დენამ, გაასწორებს.
ევასება თან როგორც ტიპი და ქამარზეც იქიდან მობრუნებული ვოლკს შეახვედრებენ თუ ჰოლოვეის, ორივეს ბოლო ერთია - ფინიში ))
გიგაც მობრუნდება, ჰოლოვეიზე იწევს და მეეჭვება მაქსი ამ ეტაპზე გიგასთან ჩხუბს დათანხმდეს და იმ იუსუფს ან ზომბის კი ცემს იმედია...
ბანთქმვეითში მერაბა ხო აფორთხიალებს ჯერ ვანიას და მერე ალჯოც შეიცვლის ალბათ წონას და საჩემპიონოც მოუწევს მერაბას, ვერასთან ან სეჰუდოსთან..
ჩიტოს ათრევს და სეჰუდო ყველაზე რთული მეტოქე იქნება მერაბასთვის...
Fლაივეითში ფიგიერედო წავიდა და მორენო იბლატავებს კაი ხანს ალბათ...
Pound-For-Pound-ს დაუბრუნდება თავის მეფე ალბათ...
მოკლედ:
Flyweight - მორენო
Bantamweight - მერაბა
Featherweight - ილია (მინიმუმ საჩემპიონოზე 2024-ისთვის)
Lightweight - ვოლკი
Walterweight - კამარუ
Middleweight - ხამზატა
Light Heavyweight - პერეირა
Heavyweight - ჯონსი
8-დან 5-ს მაინც დავსვამ