Frankens†einილიას ქომაგობაა ფანატიზმიო ვინმე წერს ?
ერთხელ მაინც მოიყვანე ნორმალური არგუმენტი
ილიას ვქომოაგობთ აქ ხალხი ჯერ კიდევ იმ დროიდა, როდესაც ლამის სამოყვარულო პრომოუშენებში ჩხუბობდა და დიდი იმედი გვქონდა მისი.
უცხო სპორცმენს უქომაგებ, როდესაც კონკრეტული სპორტი მოგწონს ან თუნდაც დიდად ვერ ერკვეოდე მაგ სპორტში და მითუმეტეს ქართველს, როდესაც ეხება საქმე მაგ დროს ხომ 100-ჯერ უფრო მეტად ქომაგობ და მეტსაც განიცდი.
აი, ვოლკი რომ ავიღოთ, დიდად არასოდეს მომწონდა და ამ დივიზიონს საერთოდ არც ვაქცევდი ყურადღებას და უფრო დავინტერესდი ჭიკაძის გამო და მერე ილია რომ თანდათან გაერია ტოპებში; ხოდა, ეს ვოლკი ნამდვილად არ იყო ჩემი ფავორიტი მებრძოლი, მაგრამ მისმა შრომამ და განვითარების თემპებმა იმხელა სიმპათიები გამოიწვია ჩემში, რომ მხოლოდ მაშინ არ ვუქომაგებ და გამიხარდება მისი დამარცხება, თუ ქართველს შეხვდება, თორემ სხვა დროს მაგას ვუქომაგებ, რადგან დაიმასახურა მაგ კაცმა და მისაბაძი პიროვნება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელისთვის.
ახლა ილას და ფანატიზმს დავუბრუნდეთ.
ქომაგობა სხვა რამეა და იმას, რომ წერ ჯონის მერე ილიაო, ყველას გახევს ვოლკს ლამის ყველაფერში ჯობია და ამხელა ტალანტი არ ყოფილა UFC-შიო, სწორედ ეგ არის ფანატიზმი, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი. მეტს კი არაფერს აკეთებს მიშას ფანკლუბი
როგორ უნდა გეწყინოს ადამიანს თუ შენი თანამემამულე ეგეთი მაგარია ? მაგრამ ფანატიზმი და პატარა ერის კომპლექსების გამოვლინება აყენებს ზიან ერს და ქვეყანას ყველაზე მეტად, ასევე კონკრეტულ ინდივიდს, რომელიც გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს.
აი, იმ ზღაპრების რომ ჯერა ხალხს ჩვენთან ერთი ქართველი რომ 100 თურქს ებრძოდა და ამარცხებდა, მაგრამ ღალატის გამო ვაგებდით ომებს

და მიდის მერე გოდება და ფაქტების დამახინჯება, თურმე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ყოფილა ის, რომ მოღალატეები გვყავდა ბევრი და ყველას ჩვენთვის ქრისტიანობის წართმევა სურს და ახლაც ბოროტი ამერიკა მაგას ჩალიჩობს 24/7 ქრისტიანობა როგორ წავართვა ქართველებსო :დ
ხოდა, ფანატიზმი და ზღაპრებით თავის გამოტევნა ვნებს ნებისმიერ სფეროს.
ილია არის უნივერსალი და ტალანტი, რასაც არავინ უარყოფს და მითუმეტეს მაგას არ აპროტესტებს ისეთი ხალხი, რომლებსაც ეგ სპორტი ესმის.
ადამიანები ხშირად სუბიექტურები ვართ და მითუმეტეს, როდესაც საქმე შენს თანამემეამულეს ეხება, ძალიან რთულია ბოლომდე ობიექტური იყო, რაც ბუნებრვია, მაგრამ ფანატიზმში არ უნდა გადავარდეს, ეგ ყველაფერი.
ილია კარგია, მაგრამ იმ დონის არ არის, რომ თქვა: ჯონსი შემდეგ ილიაო ან თუნდაც თქვა განსაკუთრებული მოვლენაა ამ სპორტშიო.
აქვს შანსი გოათი გახდეს, მაგრამ ილიაზე დიდი ტალანტები გვინახავს, რომლებაც შეწყვიტეს განვითარება.
ჯერ ილიას არაფერი დაუმტკიცებია.
არ ჰყავს არცერთი ტოპ სტარი დამარცხებული ტიპს და ფაქტია ისიც, რომ ვოკლთან 70-30 მისი შანსები.
არავინ ამბობს უშანსოდ არის ვოლკთანო, მაგრამ უეჭველი მოუგებს და ყველა კომპონენტში ჯობია არის ზღაპარი და დილეტანტობა და ფანატიზმი.
ილას ნამდვილად შეუძლია ვოლკზე დიდი გოათი გახდეს, მაგრამ მაგისთვის განვითარებაა საჭირო, თუმცა ახლა ვოკლი ბევრ კომპონენტში ჯობია და ეს არის რეალობა.
ჩვენ ილას წინააღმდეგ კი არ ვართ ვცდილობთ ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი თანამემამულის შანსები და არ შევიქმნათ ცრუ მოლოდინები,თორმე უშანსოდ არის ილია და არ უნდა გავიდეს ვოკლთანო არავი იძახის.
ის მეგობარია ნამდვილი მეგობარი და სარგებელსაც მოუტანს მეგობარს თუ არ ეპირფერება ადამიანს და როდესაც კონკრეტული პიროვნება აშავებს ან იმას იჩემებს რაც მის საქმე არ არის და ზიანს მოუტანს პირდაპირ ეუბნება, ოღონდ მეგობრულად უხსნის და არა უხეშად. აი, მტერზე უარესია ისეთი ვაი-მეგობარი, რომელიც ეპირფერება, 24/7 აქებს და ცამდე აჰყავს კონკრეტული პიროვნება. მაგაზე მეტ ზიანს ყველაზე დიდი მეტერიც ვერ მოგაყენებს. ხოდა, მარტივი მისახვედრია ვის ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და რას
ახლა ხვიჩას თემა რომ ამოვწუროთ
ბარემ ამხელა პოსტი დავწერე და მაგასაც მივაწერ
ის ხალხი ვინც ხვიჩას არ ჩამოსვლას ამართლებდა ამბობდა, იმიტომ არ უნდა ჩამოსულიყო შეიძლება ტრავმა მიეღო დამღლელი სეზონი შემდეგო, რაც მეტ-ნაკლებად ნორმალული არგუმენტია თუ ძაან ცივი გონებით შევხედავთ )))
შენი არგუმენტი იყო, თურმე იმიტომ არ უნდა ჩამოსულიყო ტეხავს უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში თუ ტოპ ვარსკლავობაზე აქვს პრეტენზიო

ეს არგუმენტი კი არა სისულელეც აღარ არის და თან მაგალითად მოგყავს მბაპე, მესი, პედრი და სხვები )))
ისე ცნობისთვის პედრიმ ითამაშა ჯერ ევროპაზე, მერე ახალგაზრდულ მსოფლიოზე და ბოლოს ოლიმპადაზე. მაგრამ გავანებოთ მაგას თავი.
როდესაც რამეს ამტკიცებს ადამიანი უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა დეტალები, თორემ ისე არგუმენტი არ გამოდგება თუ მაგ დეტალებს არ ითვალისწინებს რაცარუნდა სფერო იყოს.
მესი, მბაპე,პედრი და სხვები წარმოადგენენ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს და ასევე ფეხბურთის მხრივ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყნები არიან, სადაც მსოფლიოზე გასვლა არის ჩვეულებრვი მიღწევა, ხოლო მე-3 ადგილის დაკავება წარამტებათ სულაც არ ითვლება.
ეროვნული ნაკრების გარდა ნებისმიერ ასაკობრივმა ნაკრებმა რომ დადოს ტურნირი დიდად არავინ იზეიმებს მაგ ქვეყნებში და ამავე დროს აქვთ ფუფუნება ჰყავდეს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში იმდენი ტალანტები, სულ რომ 3 ძირითადის ფეხბურთელი დაკარგონ ტრაგედია არ არის და რა თქმა უნდა ახალგაზდული ტურნირიზა არ მოაცდენე ვარსკალვებს.
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც რაც დამუკიდებელი გახდა საერთოდ არ არის განებივრებული საფეხბურთო წარმატებებით. ისტორიული შანსი მოგვეცა და ტურნირი ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ხოდა, ჩვენთვის ნახევარფინალში გასვლა იქნებოდა იმხელა ისტორიული მოვლენა, რომ დიდი ხანი გვემახსოვრებოდა და ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერებოდა. აი, ამაშია საქმე და ამ დროს ტიპი რომ ასეთ ელემენტარულ რაღაცს ვერ იაზრებს და არ ჩამოდის, უიმე დავიღალეო-ეგ ტეხავს ძალიან. სწორედ, მაგაშია საქმე მსგავსი მიდგომების გამო ვერ ვაღწევთ ფეხბურთში წარმატებებს, თორემ იმ დონის ფეხბურთელები მაინც გვყავდა ევროპაზე რომ გავსულიყავით. აი, ხორვატები მაგიტო დებენ შედეგს, რომ ტიპები თავს აკლავენ ეროვნულ ნაკრებს. მოდრიჩი 38 წლის კაცი ჩადის ერთა ლიგის სათამაშოდ, რომელიც საერთოდ არ არის პრესტიჟული და რომელიც მოიგო ესპანეთმა, მაგრამ საერთოდ არ გამოუწვევია სიხარული, მაშინ როდესაც ხორვატებს რომ მოეგოთ მთელი დღე იზეიმებდენ ხორვატები და ეგ ესმისთ ძალიან კარგად თავად ფეხბურთელებს. მსოფლიოზე მე-3 ადგილის დაკავებამ ხორვატიაში მოახდინა ფეხბურთის კიდევ უფრო პროგრესი და თავად ერიც დადგა ფეხზე, რადგან ომის შემდეგ ამხელა წარმატება გახდა სამოტივაციო ყველა ადამიანისთვის.
აბა, ბრაზილა და გერმანია მე-3 ადგილს საერთოდ არ ზეიმობს და სულაც არ ჩაითვლება წარმატებად ეგ ფაქტი.
იგვე ჩილელი ფეხბურთელები დამღლელი სეზონის შემდგე ჩავიდენ კომფედერაციის თასის სათამაშოდ, რადგან ჩილესთვის იყო მნიშვნელოვანი, თორემ ბრაზილაში და არგეტინაში ეგ ტურნირი ძირითადად ეკიდათ ხოლმე.
ნეიმარი ოლიმპიადაზე რატომ წავიდა როდესაც ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი იყო დამღლეი სეზონის შემდგ ?
იმიტომ წავიდა ბრაზილას მოგებული არ ჰქონდა ოლიმპადა, რომელიც საერთოდ არაა პრესტიჟული, მაგრამ ტეხავდა ბრაზილილებისთვის მოგებული რომ არ ჰქონდათ და მაგიტომ წავიდა ნეიმარი ტიპი რომელიც 24/7 გართობაზეა ორიენტირებული და ლიგის თამაშების წინაც გართობას გაადაყოლა თავის კარიერა, მაგრამ ეგ ტიპიც მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავისი ქვეყნისთვის იმ ოლიმპადის მოგება.
ასეთ, ელემენტარულ რაღაცებს რომ ვერ ხვდებით და არგუმენტად მოგყავთ ისეთი ვარსკლაები რომელთა ქვეყენები ტოპები არიან ყველა სფეროში )))
გავაკრი ნაპოლს და იტალიის სერია A თუ ტიპი ისეთ დროს არ ჩამოდის როდესაც ჩემს ქვეყანას მისი ნიჭი ყველაზე მეტად სჭირდება, ეგ იგვეა დაახლოებით ქართველი ჯარისკაცები რომ ავღანეთში იბრძოდენ და წარმატებები ჰქონდათ და საქრთეველოში რომ ომი დაწყებულიყო და არ ჩამოსულიყვენ, არიქა დავიღალეთო
ეგეთი შანსი რაც ახალგაზდულს ჰქონდა არ ექნება დიდ ნაკრებს დიდი ალბათობით