პერსიკა, ნებისმიერ სპორცმენს თუ ხელოვანს ვუპოვით ნაკლს თუ მოვინდომებთ და ნამეტარი ჰეთერობაში გადავარდებით.
ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი სპორცმენი, რომელმაც ყველა კრიტიკოსი დაადუმა და მათი არგუმენტები გააბათილა და რა გასაკვირია ხაბიბი რომ არ იყოს გამონაკლისი, უბრალოდ მანდ ის თემაა, კრიტიკას გააჩნია და თავად სპორცმენს რაზე აქვს პრეტენზია.
ობიექტურად თუ ვაფასებთ ხაბიბს ყოველგვარი ჰეითერობის გარეშე გვაქვს შემდეგი სიტუაცია. რა თქმა უნდა, ხაბიბი გამორჩეული მებრძოლია ამ სპორტში და ლეგენდაა. ასევე- რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი MMA-ს ისტორიაში და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ 29-0 ჰაერიდან არ მოვა და, მართლა, საბავშვო ბაღში არ დადიოდა ხაბიბი ბავშვებთან საჩხუბრად -ეგ სტატისტიკა რომ დაედო. ისიც სისულელეა თავისი სტილის გამო გადაუსვა ხაზი და თქვა ლეგენდა არ არის და არც დიდი მებრძოლიაო. რაშიც იყო მაგარი იმას აკეთებდა, რაც სავსებით სწორია და ახლა ვიღაცებს თუ არ სიამოვნებდა მის სტილი, მაგის გამო თავის ყველაზე დიდ პლუსზე უარს ვერ იტყოდა. ისე, ზოგადად მრავალფეროვნება ყველაფერში საჭიროა, იშვიათი გამონაკლისები გარდა. რაცარუნდა გვევასებოდეს ისეთი მებრძოლები, რომლებიც ძირითადად დგომში ჩხუბობენ, ეს სპორტი პირველ რიგში არის სხვადასხვა საბრძოლო სტილების დაპირისპირება და დგომში ყურება მხოლოდ ვისაც ევასება მაგისთვის არის კრივი და ქიქბოქსი.
მოკლედ, გასაგებია ყველაფერი- ხაბიბი ლეგენდა და დიდი სპორცემენია, მაგრამ გააჩნია ამ სიდიადის ზღვარი სად გადის.
მივადექით ყველაზე მთავარს, ანუ თუ ჩვენ ვამბობთ რომ ხაბიბი დიდი მებრძოლი არის, რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ თუ იმას ვაწვებით, რომ უდიდესი მებრძოლია ამ სპორტის ისტორიაში და მის გვერდით მხოლოდ რამოდენიმე კაცი იმსახურებს დგომას ან საერთოდ არავის დაყენება არ შეიძლება მასთან, მაშინ უკვე ჩდება ლეგიტიმური კითხვები და სწორედ -ეგ კითხვები და არგუმენტები იმდენად ლეგიტიმური და ლოგიკურია, რომ ეგრევე იმსხვრევა ხაბიბის უდიდესი გოათის მითი.
ხოდა რაში მდგომარებოს ახლა ეს კითხვები და არგუმენტები და რა არის ხაბიბისტების მთავარი არგუმენტები.
მოკლედ, ხაბიბისიტების მთავარი არგუმენტებია 29-0 და ის, რომ ხაბიბს რამოდენიმ რაუნდი აქვს წაგებული. ერთი შეხედვით საკმაოდ წონიანი არგუმენტებია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.
ახლა საპირისპირო არგუმენტები ჩამოვთვალოთ და ვნახოთ, რომელი მხარეა მართალი.
არგუმენტი 1- ხაბიბს UFC-ში აქვს ჩატარებული თუ სწორად მახსოვს სულ 12 ბრძოლა და მაგდენჯერ ამ ორგანიზაციაში ხალხს ტიტული აქვთ დაცული. მოკლედ, უმრავლესობა მაგ მოგებული ბრძოლებისა არ არის მოპევებული ტოპ ორგანიზაციებში. ასე რომ, ეგ 29-0 აღარ ჩანს ისეთი მაგარი, როგორც ერთი შეხედვით, რადგან თუ გადაავლებთ თვალს უამრავი მებრძოლი მოდის აქ 0 სტატისტიკით, უბრალოდ დიდი ხანი რომ რჩებიან კომპანიაში და სხვადასხვა სტილის მებრძოლებთან ჩხუბობენ, ეგ სტატისტიკა ადრე თუ გვინ ფუჭდება.
არგუმენტი 2- ტოპ მებრძოლებიდან ხაბიბმა მხოლოდ 3 კაცთან იჩხუბა რეალურად, ხოლო დანარჩენი იყვენ ან საშუალო დონის მებრძოლები , ან საერთოდ საშუალო კლას ვერ ქაჩავდენ. მაშინ, როდესაც დიდ გოათებს ტოპ 3 კი არა ამ სპორტის ლეგენდები ჰყავთ დამარცხებული.
არგუმენტი მესამე- ეს ტოპ სამი კაცი არის სუფთა სტრაიკერი, ანუ სტილის მხრივ ხაბიბს ვერცერთი ვერ შეუქმნიდა პრობლემას.
პორიე, გეიჯი და კონორი არიან პრიველ რიგში სტრაკერები და დავუშვათ ჩვენ ვცდებით და უბრალოდ მაღალი კლსასის მოჭიდავებიც არიან, მაგრამ ხაბიბის ჭიდაობა ისეთი დონის იყო ვერ გაუქაჩენ, მოდით ეს არგუმენტი დავტესტოთ )))
კონორს აქვს ნორმალური დიფენსი პარტერისგან და იგვე ითქმის პორიეზე, ხოლო გეიჯი კოლეჯში ჭიდაობდა, მაგრამ არც მთალდ მასეა საქმე )))
კონორი რომ ალდო არ არის პარეტრისგან თავის დაცვის მხრივ დიასმა დაამტკიცა და სამბიშენებშიც მარტივად რომ იჭერენ, ეგეც დამტკიცდა.
პორიეს შავი ქამარი ანეგდოტიც იყო ჩედნელერამდე და მაინც ანეგდოტად რჩება. პორიეს რომ უჭირს პარტერი დამტკიცდა არა მხოლოდ ხაბიბთან, იგვე ოლივერასთან, რომელმაც მარტივად მოუყომარა და ჩენდლერთანაც, რომელიც დებილი რომ არ იყოს ასევე მოუგებდა, არადა პარტერში მარტივად გადაიყვანა. იგვე ითქმის გეიჯზე, რომელსაც საერთოდ პრიველ რაუნდში დაუმთავრა ოლივერიმა საქმე, ხოლო ჩენდლერმაც პარტერის მხრი არ დააკლო. მოკლედ, სამივე ამ ტოპს არ აქვს იმ დონის დაცვა გრეპლიგნიზგან სამბიშენის კლასიკურ ჯიცერერებს რომ გაუმკლავდეს და მითუმეტეს ხაბიბსთვის იოლი ლუკმა რომ იქნებოდენ, ეგ არც იყო გასაკვირი. მოკლედ, არცერთ არ იყო უხერხული მეტოქე, პირიქით სტილის მხრივ იყვენ კამფეტი.
არგუმენტი 3- ხაბიბი არასოდეს შეხვედრია ისეთი დონის ჯიცერს, როგორიც არის ბრანსი,ოლივერა და ა.შ. და ამევე დროს არასოდეს უჩხუბია არ მხოლოდ მაღალი კლსასის მოჭიდავესთან მაგალIთად, როგორებიც არიან ჩიმაევი, ჩვენი მერაბა და სან პიერი და სხვები, აი საშუალო დონის მოჭიდავესაც არ შეხვედრია ამ კომპანიაში ))) ანუ, ისეთი მეტოქე არ ყოლია ვისთანაც პარტერში ვერ გაჩერდებოდა დიდი ხანი და ან ვერ შეძლებდა თავისი მთავარი პლუსის გვერდზე გადადება. ტიპები ყველა მისწრება იყვენ მისთვის.
არგუმენტი 4- არასოდეს უჩხუბია იმ წონაში, სადაც უნდა ეჩხუბა წესი და რიგით თუ მის ფიზიკურ მონაცემებს და წონას გავითვალისწინებთ ))) ტიპი ჩხუბობდა ისეთ ხალხთან, რომლებთან ფიზიკური ძალის მხრივ ყოველთვის უპირატესობა ჰქონდა ))) ჩენდლერის დონის ფიზიკური ძალის პარტონი არ დაჯახებია, ერთი ტიბუს თუ არ ჩავთვლით და იმასც ძლივს მოუგო )))
არგუმენტი 5- ხაბიბი არა მხოლოდ არ იყო უნივერსალი, დგომში გახლდათ საშინელება )))
კარიერის სტარტზე ხომ კომიკური იყო, ვერც მერე გამოასწორად დიდად სიტუაცია.
ხოდა, როდესაც ჭიდაობას ვეღარ გამოყინებდა ეფექტურად დგომში რომ ვერაფერს იზამდა, ალბათ ხვდებით.
ახლა ვინც კონორს რომ მოარტყა იმას მოიყვანს მაგალითად ან კონორის სიტყვებს მაგაზეც არსებობს ლოგიკური არგუმენტი, უბრალდო მეზარება ახლა კიდე ისედაც ამხელა პოსტის გამოცხობის მერე ლამის რომანის დაწერა ))))
არგუმენტი - 6 ტიპი კარიერის პიკზე გაიქცა ოქტაგონიდან და ჰქონდა სულ სამი დაცვა. მაგ ასაკში ხალხი საერთოდ მოდის ამ კომპანიაში და ლეგენდები ხდებიან, ეს კი ეგრევე გაიქცა.
მოკლედ, კიდე უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ეს არგუმენტები ყველა არის ლოგიკური და სამართლიანი, ხოლო ამათ კონტრარგუმენტებს თუ მოიყვანს ვინმე ხაბიბისტებისგან ?
არა, ხომ ვიცით რომ ვერ გააჩენენ იმას რაც არ არის )))
ეს კითხვები რატომ დაისმის- გასაგებია, რომ ჯონს, სან პიერს და სხვა ლეგენდებსაც აქვთ შავი ლაქები და ისეთი რაღაცები რაზეც გამოეკიდება კაცი, მაგრამ ყველა ამ ლეგენდამ ქამარი დაიცვეს სხვადასხვა სტილის მებრძოლებთან ასევე იმ ხალხთან ,რომლებიც მათ ზოგჯერ სიმაღლით და გაბარიტებით აღემატებოდენ, ქამრის დაცვა ზოგს იმდენი აქვთ, რამდენიც ხაბიბის საერთოდ ბრძოლები ნორმალურ ორგანიზაციაში. უმრავლესობამ დაამარცხა ლეგენდები და ავიდენ სხვა წონით კატეგორიაში და ქამარი დადეს. იყვენ და არიან უნივერსალები )))
ხოდა, არც ხაბიბივით გაქცეულან და ლამის 35 წლის ასაკში აჩვენებდენ კლასს.
ამიტომ, როდესაც ვინმე ხაბიბის ამათ გვერდით აყენებს ჯერ ის გზა უნდა გაევლო ხაბიბის, რაც ამათმა ჰქნეს და მერე უკვე აღარ იქნებოდა კითხვები, თორემ 29-0 არ არის იმხელა არგუმენტი ამდენი კIთხვა რომ გადაწონოს, ეგრე ისეთ საშინელ მებრძოლს როგორცი ბენი იყო ჰქონდა კარგი სტატისტიკა )))
აგერ ვოლკი რომ ავიღოთ- ტიპი ეჩხუბა მოჭიდავეს, ჯიცერს, სტრაიკერს და ყველა ლამის მათივიე სტილში დაამარცხა, ავიდა ზევით და ცოტა დააკლდა მახაჩევის დასამარცხებლად და პირიქით რომ ყოფილიყო, ანუ ქამარი ვოკლს ჰქონოდა, მოგებასაც მისცემდენ.
ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც, რომ ვოლკი სიმაღლით ყველას ჩამორჩება თან ზოგს 10სმ
უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა რომ ვოლკი ღირისია დავაყენოთ სხვა დიდი ლეგენდების გვერდით
რაც შეეხება ზევით წონას და როგოანს და დისი აზრებს.
როგანი იმდენ სისულელეს ამბობს ახლა მაგის განხილვა არ გვინდა, მაგრამ ყველამ იცის ვინც ჩახედულია მაგ თემაში, რომ როგანი ფინანსდება რუსებისგან და საკაიფო მაყუთსაც იღებდა ეგ და პეტერსონი, ხოლო დისი ხაბიბის ძმაკაცია და სუბიექტურია )))
ახლა ასევე ობიექტურად: ხაბიბი კი არა მანდ წონაში ვოლკი რომ ავიდეს მისი გაბარიტების გადამკდე მაგას ვერ მოუგებს ყველა და რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანი არ არის ისეთი ვინც მოუგებდა, მაგრამ მინიმუმ დიდი ალბათობით 3 მებრძოლი მოუგებდა და ასევე 3 გაუჭირდებოდა ძალიან და შანსები იქნებოდა 50-50. ეგ სრულიად საკმარისია.
აი, წარმოიდიგნეთ ხაბიბის და ჩიმაევის ჩხუბი, რის ხარჯზე უნდა მოეგო ხაბიბს ?
ჭიდოაბით რომ ჩიამევს ვერ დაჩაგრავდა ხვდებით ალბათ, დგომში კიდე ხაბიბს დაშლიდა ჩიმაევი.
ახლა ბრანსთან ჩხუბი წარმოდვიდგინოთ- ხაბიბი პარტერში ასევე ვერაფერს შვება, რადგან ჩიმაევმა ვერ ქნა და ვერც უსმანმა გაბედა, დგომში ასევე დაშლის ბრანსი ხაბის და არა მხოლოდ ხაბიბს.
უსმანას წინაღმდეგ რომ ვერაფერს იზამდა ასევე ჭიდაობის მხრივ, იმედია არ ამახსენვინებთ ))))
ახლა კოლბის წინააღმდეგ ხაბიბი, რომელიც ასევე დგომში აუტსაიდერია, რჩება ჭიდაობა, სადაც კოლბის დაჩაგვრა ასევე გაჭირდება.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ მანდ დიასი რომ დახვედროდა იმსათანაც გაუჭირდებოდა ხაბიბს.
ასე რომ, ძალიან კარგად იცოდა ხაბიბმა სად გადიოდა მის თამაში და იქ ვაჟკაცობდა, თორემ 77 რასაც უზამდენ თავადაც ხვდებოდა.
ისე, ხაბიბის მახაჩევიც მოუგებს
მოკლედ, ასეა საქმე.
ხაბიბი ლეგენდა, მაგრამ არა უდიდესი გოათი
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 15 Jul 2023, 15:44