გუჯეჯიანმა 7 კაცს გარანტირებული აქვს მსოფლიოზე წასვლაო და დარჩენილი 2 გაირკვევა თბილისის გრანდ სლემზეო. საინტერესოა რომელ შვიდს აქვს გარანტირებული
ჩემი აზრით დღეს გარანტირებული უნდა ჰქონდეს მხოლოდ 6 სპორტსმენს ადგილი: მარგველაშვილი, შავი, ტატო, ღვინიაშვილი, სულამანიძე და თუშიშვილი
დარჩენილი სამი ადგილისთვის კი უნდა იბრძოდნენ: 60ში სარდალაშვილი და ჩხვიმიანი, 90ში ბექაური და მაისურაძე, 100ში ლიპარტელიანი და მძიმეში ზაალიშვილი . პრინციპი კი უნდა იყოს შემდეგი - სარდალაშვილი და ჩხვიმიანში უკეთესი წავა 60ში, ბექაური და მაისურაძეში უკეთესი შედეგი წავა მეორე ნომრად 90ში, ხოლო ლიპარტელიანი თუ ზაალიშვილზე კარგ ან იგივე შედეგს დადებს, წავა მეორე ნომრად 100ში, წინააღმდეგ შემთხვევაში წავა ზაალიშვილი
თუ ლიპარტელიანი არ არის ჩახსნილი მსოფლიოს კონკურენციას და გარანტირებული აქვს წავსლა, მაშინ ფიზიკურად ვერ ვხსნი 7 კაცი როგორ არის უკვე მსოფლიოს სიაში? 90ში დიდი ალბათობით თბილისში გაირკვევა რომელი ორი წავა, ანუ გამოდის რომ დანარჩენ წონებში უკვე გადანაწილებული ჰყავთ 7 კაცი
თუ ასეა როგორც ზემოთ დავწერე და ლიპარტელიანიც იმიტომ ჩახსნეს თბილისს რომ გარანტირებული აქვს მსოფლიო, მაშინ გამოდის რომ გასარკვევი დარჩა მხოლოდ 60, 90ში მეორე ნომერი და 100ში წავა თუ არა სუმალანიძე ის. ამ შემთხვევაში კი საინტერესოა ვინ დაიმსახურა უკვე 90ში მსოფლიოზე ადგილი
* * *
სანამ თბილისის გრანდ სლემი დასრულდება, მოდი ჩამოვწეროთ წინა მსოფლიოს შემდეგ ვის რა შედეგები აქვს და სუფთა შედეგების მიხედვით ვინ უნდა მიდიოდეს 60, 90, 100 და მძიმეში (სხვა წონებში კონკურენცია არ არის ფიზიკურად)
60 კგ: აქ ნათელია, რომ ორი კანდიდატია მსოფლიოზე წასასვლელი - ჩხვიმიანი და სარადალაშვილი. ჩხვიმიანს მსოფლიოს შემდეგ მედალი არ მოუგია, უფრო მეტიც 2022 წლიდან დღემდე მხოლოდ ორჯერ აიღო გრანდ სლემზე ვერცხლი. სარდალაშვილს კი მსოფლიოს შემდეგ 1 გრანდ სლემის ოქროს აქვს. ჩხვიმიანმა თბილისში თუ ვერ მოიგო ოქრო, ცალსახად სარდალაშვილი უნდა წავიდეს
90კგ: ბექაურმა მსოფლიოზე მოიგო ბრინჯაო, ხოლო შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოიგო გრანდ სლემზე ბრინჯაო. ასევე მაისურაძემ მოიგო მსოფლიოზე ბრინჯაო, ხოლო შემდეგ ორჯერ გრანდ სლემის ბრინჯაო და ერთხელ მასტერსის ბრინჯაო. ღვინიაშვილს არ უჭიდავია წინა მსოფლიოზე, თუმცა, მის შემდეგ დღემდე მოიგო ორი გრანდ სლემი. ლოგიკურია, რომ ბექა წინ უნდა იყოს კონკურენციაში ორი გრანდ სლემის ოქროთი და თბილისში ლაშას ან ლუკას მსგავსი შედეგი თუ დააფიქსირა, აუცილებლად უნდა წავიდეს მსოფლიოზე
100კგ: სულამანიძემ მსოფლიო შემდეგ მოიგო 3 ოქრო - ევროპის u23 ჩემპიონატზე, მასტერსზე(!!!) და გრან პრიზე, ხოლო ლიპარტელიანს ერთი გრანდ სლემის ოქროს მედალი აქვს. აი ამ წონაში თუ ილია უკვე არ არის პირველ ნომრად მსოფლიოს სიაში და რავიცი არაფერს ჰქონია აზრი. არ მინდა ვიფიქრო, რომ ლიპარტელიანი იმიტომ ამოიღეს თბილისის სიიდან, რომ უბრალოდ განაღდებული აქვს მსოფლიოზე წასვლა ილიასგან განსხვავებით
მძიმე: თუშიშვილს მსოფლიოზე მესამე ადგილის შემდეგ საერთოდ არაფერი მოუგია, ხოლო ზაალიშვილს 1 გრანდ სლემის ბრინჯაო აქვს. ნუ წესით მაინც თუშიშვილია წინ და თუ უშუალოდ გელამ არ მოუგო თბილისში, პირველი ნომერი სწორედ ის იქნება. გელა კი ძაან მეეჭვება მძიმეში მეორე ნომრად წაიყვანონ და 100 არ გააორონ. მე თუ მკითხავთ, თუ ზაალიშვილი ჩემპიონი გახდა, სწორედ ის უნდა იყოს მე-9 ნომერი და არა ლიპარტელიანი, რომელიც საერთოდ უარს ამბობს თბილისში ჭიდაობაზე აგერ უკვე მერამდენე წელია