მათთვის ვინც ნერვიულობს რომ ილია აახევს ბრძოლას მერაბს მინდა დაგამშვიდოთ
ბევრი მინიშნებაა რომ მერაბი იქნება შემდეგი.
1. მოკლედ ასეა სიტუაცია რომ UFC 298-მდე მერაბი არ განიხილებოდა სერიოზულად ქამარზე მაგრამ მისმა შთამბეჭდავმა მოგებამ და
"შოუბოუთინგმა" ცუკერასთან სხვა გზა არ დაუტოვა დანას რომ ეგრევე პრესკოზე ეთქვა რომ მერაბი შემდეგს ქამარზე იჩხუბებსო.
2. რასაც მერაბს უწუნებდნენ იყო ჰაიპი და სტილი, ნუ ბოლო თვეებში რომ სასწაულად აკრიბა სოციალურ მედიაში პოპულარობა და 298-ზე პუბლიკაც ისე შეხვდა როგორც ვარსკვლავს და UFC მიხვდა რომ მერაბი გაყიდვადი პროდუქტი გახდა და უკვე საქამრე მასალაა ოქტაგონზე და ოქტაგონს მიღმა.
3. არ დაგავიწყდეთ რომ დღევანდელი ბრძოლაზე საერთოდ "Back up" იყო და რო რამე დღესვე მიდიოდა ქამარზე, ეს ცხადია UFC-ის ინიციატივა იყო და კიდევ იმის დადასტურება რომ მერაბა ქამარზე მიდის.
4. მანდ იყო ერთი მომენტი რაც საჯაროდ არ ითქვა მაგრამ სიტუაციის მიხედვით იკითხებოდა, UFC 298-მდე არც უფს და არც ომალი მერაბს არ ახსენებდნენ ქამარზე, 298-ის მერე უკვე უეს-იმ უთხრა შონს რომ უკვე სხვა ხოდი არ არის და უნდა ეჩხუბოო, ამიტომ შეცვალა ომალიმ ბაზარი და უკვე ახსენა, 'თუ მერაბი იქნება გასათიში, გავთიშავო' ეგ იყო მის პირველი კომენტარი UFC 298-ის მერე. მანდ იყო ერთი მომენტი თუ დღეს შონის ვერას Spectacular სტილში დააფინიშებდა, სავარაუდოდ შეპირებული იყო დანა რომ მერაბთან ჩხუბი გადაიხედებოდა (დანას სტილია ეგ, ბრძოლის წინ ეგეთ დაპირებებს აძლევს მებრძოლებს რომ თუ გათიშავ, ამას და ამას გიკისრებ, იგივე დაპირდა გიგას კატარს თუ გათიშავს ქამარზე გიშვებო და ა.შ. ილოსაც გათიშვაზე მადრიდი დაპირდა და ა.შ. ეს სერიოზული მომენტია რომ კომპანიას PPV-მ როგორც პროდუქტმა გაუმართლოს). როგორც ვნახეთ შონმა ვერა ვერ გათიშა, მაგრამ მაინც პირველ ჩვენებას მიაწვა რომ ილია მინდაო, მაგრამ ბოლომდეც ვერ დააიგნორა უფს-ის მოთხოვდა და მერაბაც ახსენა. თუ ნახეთ მერე კულისების პირველი ინტევიუ ძაან გატეხილში იყო ომალი რომ ვერ გათიშა ვერა. დანამაც პრესკოზე ისეთი პასუხი გასცა რომ ილიასთან ეგ ბრძოლა არ შედგება. მაგრამ სიტუაცია იცვლება და თუ ვერავინ უპოვეს ილოს შემოდგომისთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
5. უფც-ის თემაზე მომუშავე პოსკასტერები, იუტუბერები და ა.შ. ამ ეტაპზე ვერავინ სერიოზულად ვერ ხედავს ამ ბრძოლას, მინგეჩაურის ლომის გარდა. ომალი იასნია ილოს გამოიწვევს, მაგრამ ეგ ბრძოლა რომ სერიოზულ დამუშავებაში იყოს ილია დარბაზში იქნებოდა (როგორც ვოლკი პანტერას ბრძოლაზე იყო ილო). უფს-იმ მაინც დაიტოვა მანევრირების სივრცე და არ აუშვა მერაბი ოქტაგონზე იმიტომ რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება.
მოკლედ მეგობრებო ამდენი იმიტომ ვწერე რომ არ ინერვიულოთ ამ თემაზე, მერაბია შემდეგი თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
ისე კი ომალის ძალიან აქვს მომატებული, დღეს აშკარად მასტერკლასი ჩაუტარა ჩიტოს, 2-3 თვის წინ რომ ვიყავი ეგრე მშვიდად ვეღარ ვიქნები რომ მერაბი ადვილად გადაურბენს და თან ისიც გაითვალისწინეთ მსაჯები ვის მხარეს იქნებიან თუ თანაბარი ჩხუბი წავიდა ან ოდნავი უპირატესობა ქონდა მერაბს.
პ.ს. ილიას პოსტი არ გამკვირვებია, ილია ძაან რაციონალურად ალაგებს ყველაფერს და არა იმიტომ რომ მერაბზე შეტკივა გული. ილომაც იცის შიდა სამზარეულო, რა როგორ და ვისთან რა შემთხვევაში შეახვედრებენ.
This post has been edited by Human Rights on 10 Mar 2024, 15:58