შეხედეთ ილიას, რა ტიპია.
როგორც იცვამს, როგორ ლაპარაკობს, როგორი იმიჯი აქვს.
ელიტარული ესპანეთის სუპერვარსკვლავობა უნდოდა და გახდა კიდეც, ესპანური ფორბსის გარეკანზე მოხვდა როგორც 30 წლამდე ასაკის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მეგობრობს რამოსთან, ალკარასთან და სხვა ვარსკვლავებთან...
და ალბათ ყველა ხვდებით როგორ არ აინტერესებს მექსიკაში ან სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებში როგორი განწყობა ექნებათ მაგის მიმართ

150 მილიონიანი პროვინციული მექსიკის ბაზარზე ბევრად მნიშვნელოვანი 50 მილიონიანი არისტოკრატული ესანეთის ბაზარია, თოფურიასთვისაც და UFC-ისთვისაც.
ილიასგან განსხვავებით მერაბი უფრო მოსახლეობის დაბალ ფენაში გასაყიდი პროდუქტია.
არაა ელიტისთვის პოტენციურად მოსაწონი პერსონაჟი.
მერაბს მექსიკის დროშით პოზირებისთვის მისცეს მთავარი ბრძოლა სფეროშიო, ეგეც არასერიოზულია.
კი მოიპოვა მექსიკელების კეთილგანწყობა, მაგრამ ხომ იციან რომ არაა მექსიკელი.
ბრენდონ მორენოს აჩხუბებდნენ მარტო მექსიკელებზე რომ ყოფილიყო გათვლა.
ალექსა გრასოს ქო-მეინ ივენთი აქვს თან, მექსიკელ ჩემპიონს.
მერაბი იმიტომ აღმოჩნდა სფეროში, რომ UFC-ის სურვილით ომალის უნდა ეჩხუბა ამ ივენთზე, ომალის მეტოქე კი ვერავინ იქნებოდა მერაბის გარდა.
ეგაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მერაბი ისტორიულ ქარდზე მთავარი ბრძოლის მონაწილეა.