ცივი გონებით შევხედე მომავალ ივენთს და გამეღიმა

ძალიან მაგარი ორგანიზაციაა UFC და უმაგრესი ტიპია დენა ვაითი

ამაზეც გაგეღიმებათ ალბათ, ეგ აქამდე არ ვიცოდით?? ))
ტიპმა რა ქნა დაამუღამეთ:
რამდენიმე თვის წინ ყველა დარწმუნებული იყო მერაბის გამარჯვებაში, პირველ რიგში ჩვენ - ქართველები.
და მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს, UFC-ის ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ივენთზე მთავარი ბრძოლად უნდა ყოფილიყო ბრძოლა, სადაც ინტრიგა თითქმის არ იყო.
და აქ უკვე ჩაერთო UFC.
გამოდიან ორგანიზაციის ვარსკვლავები და ადიდებენ ომალის, რომ რაღაც სასწაული სტრაიკერია და რომ ფავორიტია ამ ბრძოლაში.
რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა პოდკასტებში ყველა ამბობდა რომ მერაბთან შანსი არ აქვს არავის ამ დივიზიონში და ეხლა გახდა ომალი ფავორიტი.
ვინც დარწმუნებული ვიყავით რომ მერაბი მოიგებდა, იმათაც კი შეგვიძვრა თავში ომალის სტრაიკინგის ეს გაუჩერებელი პიარი.
შეიცვალა რამე?
ომალის სტრაიკინგიო და იანს რა დააკლო მაგ უზადო სტრაიკინგით, მოიგო თუ აჩუქეს ეგ ბრძოლა, ეგ კიდევ საკითხავია.
და მერაბმა რა უქნა იანს, კი გვახსოვს.
ან ჩიტო ვერას რა დააკლო ხუთრაუნდიანი სტრაიკინგით.
და მერაბს დააფინიშებს? ჩიტოზე ან იანზე სუსტია მერაბი?
დავიჯერო არ ახსოვთ რა უქნა მერაბმა იანს, ალდოს და სეჰუდოს?
სტერლინგი დაამარცხაო, ერთი ეგ თუ არის ვარაუდის საფუძველი, წესით ყველამ იცის რომ მერაბი ბევრად ძლიერი მებრძოლია ვიდრე ალჯო.
მოკლედ, მოხდება ის, რაც იანთან მოხდა - ხუთი რაუნდის განმავლობაში უმოწყალო ცემა ელის ომალის, ნამდვილი ჯოჯოხეთი.
არც ისაა გამორიცხული ომალიმ მე-4-5 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტითაც წააგოს, არაქათს რომ გამოაცლის მერაბი...