ქართული კი არა არც ერთი ქვეყნის ტელევიზია არ აჩვენებს.
UFC-ის ყურება თუ გინდა, ფული უნდა გადაიხადო

აშშ-ში მაგალითად ESPN უნდა გქონდეს გამოწერილი და თვეში 11$-ს მაგ გამოწერაში იხდიდე და პლუს მაგას რომელიმე ივენთის ყურება თუ გინდა, 80$ უნდა გადაიხადო

ჩვენთან კაპიკები ღირს, სეტანტა რო გამოწერო, 15 ლარიც არაა თვეში და ამ ფასად შეგიძლია მთელი თვე უყურო UFC-ის ბრძოლებსაც და სხვა სპორტულ(ფეხბურთი/ჩოგბურთი/კალათბურთი) შეჯიბრებებსაც, არანაირი დამატებითი თანხა არ არის დასამატებელი.
სეტანტა+ნეტფლიქსი თუ გამოიწერე, 40 ლარია და ოთხმა ადამიანმა შეიძლება უყუროს ერთი ექაუნთით. ანუ რო გაიყო, თვეში 10 ლარი გამოდის სეტანტა + ნეტფლიქსი.
მაგრამ ჩვენთან არაა ჯერ ამ წევრობაში ფულის გადახდის კულტურა.
ხალხს თვეში 10 ლარის გადახდას და სპორტული შეჯიბრებების თუ ფილმების კარგ ხარისხში ადამიანურად ყურებას რაღაც მეკობრულ საიტებზე ყურება ურჩევნიათ, მილიონი ვირუსი, რეკლამა, გაჭედვა და ნერვების წყვეტა რო ახლავს თან.