ზოგადად კი, როგორც MMA-ს ისე ვრესლინგის და საერთოდ ორთაბრძოლების, მაგრამ ლესნერი რომ არ ყოფილიყო ვრესლერი და აღიარებული კოლეჯის მოჭიდავე და სასწაული ფიზიკური მონაცემების პატრონი MMA-ს ლეგენდობა გაუჭირდებოდა, ანუ ცოტა სხვა შემთხვევაა ლსენერი.
Stephenლეგენდები არსებობენ რამდენიმე კატეგორიის- ზოგი ლეგენდაზე მეტია, ზოგი სუპერ ლეგენდაა და ზოგი უბრალოდ ლეგენდაა.
შენს არგუმენტს რომ გავყვეთ კონორი უფრო ემახსოვრება ხალხს, ვიდრე ჯსპ 10 და 20 წლის შემდეგ, მაგრამ კონორი ჯსპ ნახევარიც არ არის
მაჩიდა იყო მებრძოლი, რომელმაც ხალხს დაუმტკიცა, რომ აი 80-იან და 90-იან წლებში რომ კარატეზე გადაღებული ფილმების ბუმი იყო იქ გამოყენებული ილეთები შეიძლება რეალურ ბრძოლაში გამოიყენო. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკდაუნი დადო MMA-ს ისტორიაში ლეგენდის წინააღმდეგ, იყო ჩემპიონი, უამრავი დასამახსოვრებელი ბრძოლის და ნოკდაუნის ავტორი; ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კარატისტათ ვინც კი ოდესმე MMA-ში ყოფილა და თან ზოგიერთებისგან განსხვავებით სასწაული დიფენსი ჰქონდა ჭიდაობის საწინააღმდეგო.
ჯონს შეხვდა, როდესაც მისი რეკორდი იყო 17-2 თან UFC-ში 9-2 ჰქონდა თუ სწორად მახსოვს.
შოგანი ჯონს შეხვდა 19-4 რეკორდით და ტიპი აკვნიდან ჩხუბობდა ლამის და ითვლებოდა ლეგენდარული PRIDE-ს ვარსკლავად, თან იყო უნივერსალი. ვიქტორაზე რა უნდა დაიწეროს კაცი ოლდ სკული MMA მოდის და როდესაც ამ სპორტმა ფეხი ადგა იმ დროიდან ამ ბიზნესშია, ასევე უნივერსალი საოცარი კრივით.
MMA-ში არიან დღეს უდიდესი ლეგენდები ჯსპ, ფედორა, ანდერსონ სილვა და ა.შ. ამათ უკან დგას სხვა ლეგენდები, აი, ჯონსი უკვე სუპერ ლეგენდაზე მაღლა დგას. ერთადერთი ვისაც შეეძლო რამდენიმე წლის უკან ჯონს მაგ მხრივ დადგომოდა ფედორა იყო, მაგრამ ფედორთან უამრავი კითხვებია და მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ლეგენდობა ეჭვს არ იწვევს, ზედმეტად ბერავენ მის სიდადეს ბევრი მოყვარული თუ ექსპერტი.
ჯონსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC ისტორიაში, არის უნივერსალი, მოუგო უდიდეს ლეგენდებს და მოუგო აბსოლუტურად ყველა სტილის მებრძოლს, ანუ იქნებოდნენ ეს უნივერსალები, მოკრივეები, ჯიცერები, მოჭიდავეები, კიკბოქსიორები და ა.შ.
აბა, ახლა მინუს მესისაც უპოვი, რონალდოსაც, მარადონასაც და პელესაც :დ
ჯერჯერობით MMA ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი არის ჯონსი და ვნახოთ აწი რა იქნება
რუსულად ვუყურებ მეც
ადრე სომხეთის არხები იყო სპორტის და ყველაფერი იყო ზედ MMA, ფეხბურთი და რავი რაც კი არსებობს, ჰოდა ეტყობა მიაგნეს ჩვენებმა და გააქრეს :დ