
1. სტრიკლენდი - უკვე ჩანიშნულია, დუ პლესისთან. თან გუნდელია არამგონია იჩხუბონ.
2. ადესანია - იმამოვს ებრძვის.
3. ჩიმაევი საჩემპიონოს ელოდება უკვე და ვიტეკერი ჯერ არ დაბრუნდება ( მცირეა შანსი ეგ იყოს დოლიძეს მეტოქე )
4. Caio Borralho ჯერ არააქვს ჩანიშნული და თუ ეგ მოგვცეს იდეალურია ჩვენთვის, რეიტინგით ჩვენზე მაღლაა, რადგან კენონიერი დაამარცხა და რადგან ყველა მაღალი რეიტინგის მებრძოლი დაკავებულია, შესაძლოა ბორალიო სწორედაც დოლიძესთან დააკაონ, საბრძოლველად.
5. ვეტორისთან რემატჩი ? მეეჭვება. ჩანიშნული არავისთან არააქვს ვეტორის. მაგრამ რემატჩი მცირე შანსია თან ძალიან.
6. კანონიერი რობოკოპს ხვდება.
7. ბრენდან ალენი ჰერნანდეს.
8. შარა მაგომედოვი ვენომ პეიჯს, ეხლა 1 თებერვალს.
9. ჯეკ ჰერმანსონს უკვე მოუგო დოლიძემ, ჰერმანსონმა კი ბოლოს Joe Pyfer მოუგო რომელიც მალე შეხვდება Kelvin Gastelum, ამიტო ეგ სახელებიც დაივიწყეთ.
10. მიშელ პერეირამ ბოლო წააგო და რავი თან გუნდელები არიან, ბოლოს რაც მოყვა მათ ბრძოლის ჩანიშვნას კი გახსოვთ, ნაკლებ სავარაუდოა.
2 ვარიანტია, ან რეიტინგს გარეთ მყოფი ვინმე დაჰაიპებული ტიპი, ან რეიტინგში მყოფი - კოსტა ან ბორალიო. მეეჭვება რეიტინგს გარეთ მყოფზე კიდევ 1 ხელ აჩხუბონ, ვინაიდან უკვე დოლიძემ 2 წაგება გამოისყიდა სმიტისა და ურეიტინგო ჰოლანდის დამარცხებით.
როგორც ჩანს დოლიძე, არ ითვლება მოსაწყენ მებრძოლად დენა უაითისთვის და ორგანიზაციისთვის, რადგან მართლა კარგ ბრძოლებს უნიშნავენ. დვალიშვილმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა მარტო გათიშვა და საბმიშენი არაა. დოლიძე დგომში არ ვარგა, მაგრამ კარგი გრეპლინგი აქვს და ყველა გამარჯვება, დასამახსოვრებელი იყო. ამიტომაც უნიშნავენ მთავარ ბრძოლებს 5 რაუნდიანებს, ეგ ჰაერიდან არ მოდის, დასაფასებელია რასაც დოლიძემ და თუნდაც ჭიკაძემ მიაღწიეს, არაა ეგ ადვილი საქმე.
ასევ ბოლოს ბო ნიკალმა, პოლ კრეიგი დაამარცხა 5 რაუნდიან ბრძოლაში. ამიტომ სავარაუდოა, შესაძლოა ბო ნიკალსაც მისცენ შანსები. არ გამორიცხოთ.
This post has been edited by Paulleger7 on 24 Jan 2025, 21:30