#61540647 · 15 Sep 2024, 08:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Omid77
| QUOTE | | კარგი და სპორტსმენს არ შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს? |
აქვს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს სისულელეების ლაყბობას და ცხვირის იქ ჩაყოფას, სადაც არაა მისი ადგილი. რომელი პოლიტიკოსი ბექაური მყავს, რომ დაიწყო პრეზიდენტის კრიტიკა? თუმცა პრეზიდენტის კრიტიკაზე სულაც არ მაქვს პრეტენზია - იმაზე მაქვს, რომ ყველამ თავისი ადგილიც უნდ იცოდეს და თავისი საქმე აკეთოს. უცხოელ სპორტსმენებს არა აქვთ თავისი აზრი? ხომ არ მიგაჩნია, რომ ეგ კრიტიკა უფრო ბიძინას საამებლადაა გამოთქმული, ვიდრე - თავისი გულწრფელი პოზიცია?
მეც არ მევასება, იმის მიუხედავად, რომ დღეს ხელისუფლებაში ყველაზე სწორი პოზიცია მაგას უჭირავს და ევროპასთან ურთიერთობის რაღაც შანსს თუ ვინარჩუნებთ, მაგის პოზიცის გამოც ვინარჩუნებთ.
| QUOTE | | ყველამ თვის საკეთებელს მიხეოდა |
მერე მიხედოს, რას ეჩრება პოლიტიკაში?
| QUOTE | | მე რა აზრისა ვიქნები ეგ ჩემი პირადი საქმეა! |
შენი პირადი საქმეა, როცა შენს პირად სივრცეში ხარ ჩაკეტილი, მაგრა როცა საჯარო პირი ხარ (არ ვგულისხმობ საჯარო მოხელეს), მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნი და უნდა იცოდე, რომ შენს ყოველ სიტყვას სხვა რეზონანსი, სხვა ფასი აქვს, ვიდრე - რიგითი მოქალაქისას. ამათ პოპულარობა მარტო მილიონები, უახლესი მოდელის მანქანები, რესტორან-ნაშებში გრიალი, ქეიფი, ტაშ-ფანდურა, უცხოეთში დასვენება-შოპინგები და ამგვარები ჰგონიათ, პლუს - კიდე მთელი ქვეყანა რო ფეხქვეშ გაეგოთ და ხბოს აღტყინებით თაყვანი სცენ.
| QUOTE | | და ქვეყნის სოყვარული ფნ ზე და ფირმუმზე კლავიეების კაკუნით არ იზომება! |
კი, ნამდვილად არ იზომება, მაგრამ არც იმის ხმამაღლა ძახილით არ იზომება, ქვეყნის პატრიოტი ვარო, როგორც ჭეშმარიტი ეკლესიურობა და მორწმუნეობა არ იზომება ეკლესიაში სიარულით - ეგ ორივე და მაგდაგვარები რამეები ცხოვრების წესია, ცხოვრებისეული ღირებულებებია და არა - ბელეტრისტიკა... საქმეც ისაა, ვის როგორ ესმის პატრიოტიზმი ანუ რამდენად მაღალი ღირებულებების მატარებელია, თორემ როგორ ფიქრობ, რამდენად ჯდება ერთმანეთში, თან პატრიოტობას აწვებოდე და თან მეგობრობდე საქართველოს ისეთ დაუძინებელ მტერთან, როგორიც ჯამბულათ თედეევია - ეახლობლებოდე, იღებდე მისგან საჩუქრებს, დაყვებოდე რესტორნებში და კიდევ უფრო მეტი: მის მხარდასაჭეღ აქციებში მონაწილეობდე რუსულდროშიანი მაისურებით? ან მეორე არანაკლებ დაუძინებელი მტრის - ხადარცევის მიწვევით მასტერ-კლასებს ატარებდე ვლადიკავკაზში? იმ ხადარჩევისა, ვინც პირადად, საკუთარი ბიზნესიდან აფინანსებს ანტიქართულ მოძრაობებს, განწყობებს, პრესას, არასამთვრობოებს... თუ ეგეც მათი პირადი საქმეა, აქვთ ამის უფლებაც, ხო? ამასობაში კი შემოგავპარეს, რომ თურმე ოსებს და აფხაზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ - ესეც მისი პირადი უფლებაა, ხომ? ჩვენ მოგვიდხდის ვინმე ბოდიშს 90-იანებში გაკეთებული ბოროტობებისთვის?
| QUOTE | | და თუ შეიძლე ა ძიუდოზე პოსტეთ აქ და თუ რამე პოლიტ პრობლემაგაწუხებთ მაგისთვის არსებობს ცალკე ფსიქიატირული განყოფილება ამ ფორუმზ |
ამაზე ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება. მსგავსი რამ განმეორდება და დაისვენებ გარკვეული ხნით. პ.ს. მაგ განყოფილების კი არადა, მსგავსი დაწესებულების მისამართი ბევრს ჭირდება ამ საზოგადოებაში, როგორც ვატყობ.
| QUOTE | | ბექაურია არცერთი პოსტი არ მქონდა მოწონებული! აი ახლა შევედი და წლევანდელი ოლიმპიაფის ყველა დავალაიქე ისნტაგრამზე! |
გმირი ხარ, თანამედროვე გმირი! ზუსტად დააჯდა შენი ეს ფრაზა შენსავე იმ ფრაზებს, პატრიოტიზმზე რასაც წერ.
| QUOTE | | შენ რომელი ქვედანაყოფის მებრძოლი ხარ აბა გვითხარი?! |
ომში ბრძოლა მარტო წინა ხაზზე იარაღით დგომა რატომ გგონიათ? და თან გაქვთ პრეტენზია, რომ ომი იცით. Mateo Falcone - მეგობარო, ჩასწორდა შენი პოსტები, სადაც კონკრეტული გინება იყო და ამ იუზერისადმი მუქარაც. მსგავსი რამეები - პმ-ში...
| QUOTE | | მშვიდობა იყოს მთავარია თქვენი მედროვე დედის ტრაკში. |
მშვიდობა კი არა, საქართველო ყოველ დღე სასტიკ ომშია - ჰიბრიდულ ომში და არა მხოლოდ ჰიბრიდულში. Henyd0r1
| QUOTE | მაინტერესებს, გვაქვს უფლება შავდათუაშვილზე აუგი ვთქვათ ქვეყნის მოღალატე, რუსების ტრაკში შემძვრალი ქოცების გულშემატკივრობის და საჯარო მხარდაჭერისთვის?
|
აუგის თქმის უფლება გაქვს (არც არავის წაურთმევია), მაგრამ გინების - არა. ratomac aRa
| QUOTE | ეგ რანაირად? პირიქით ხომ არ უნდა დაგეწერა? :დ
|
ჯერ 23-იანებში იჭიდავა. პ.ს. ყველამ შეიკავეთ თავი ლანძღვა-გინებისგან. პ.ს.პ.ს. ვახ, რა საშინელი 1 თვე გველოდება წინ! უსაშინლესი, და იმის მერე კიდევ რა გველოდება, ეგ ღერთმა თუ იცის მხოლოდ. This post has been edited by tavadze on 15 Sep 2024, 09:00
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|