აგერ, თუ არ გააკრიტიკებენ, ძმაო::
https://lelo.ge/article/%E1%83%92%E1%83%90%...%E1%83%90-52320...ბუნებრივია, ამას სხვადახვა მიზეზი ექნება (არ გამოვრიცხავთ, ევროპის ჩემპიონატის ასე ახლოს ჩატარებაც ავბედითად მოქმედებდეს), თუმცა ერთს კი ვიტყვით: სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხდება ამ ნაკრების რაგინდარა ფოტოები - ხან სუფრასთან, ხან - სანადიროდ, სანადიმოდ, სიმღერით და ტაშ-ფანდურით...
გვესმის, რომ სპორტსმენებსაც სჭირდებათ დასვენება და განტვირთვა, თუმცა ჩვენებთან ეს მოჭარბებულად გვგონია და, ალბათ, "გიტარა და ჩქარი ტაში" გასაკონტროლებელია. დიდი სპორტი თავაუღებელი შრომაა და არა - გართობა და ტაშ-ფანდურა. სპორტსმენმა უნდა იგრძნოს დისციპლინა, რეჟიმი, ანუ პროფესიული მიდგომა.
თავისუფალი დრო დასვენებას, ენერგიის აღდგენას უნდა მიუძღვნას და არა - გართობას. იქნებ ვცდებით, მაგრამ ჩვენების ამგვარი ფოტოები მართლაც მოჭარბებული გვგონია და სოციალური ქსელების იქეთ რა იქნება, წარმოგვიდგენია.
ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს გარეშე 2017 წლის შემდეგ პირველად დავრჩით.