Dato-Tolordava
ასეთი სტატისტიკის ავტორს, არავინ არ დაამთავრებინებს ჯერ კარიერას - 37 წლის ასაკშიც კი. ვინ დაამარცხა დოლიძემ, კაილ დაკასი - რომელიც დღემდე UFC არის და 2 ბრძოლა მოიგოს ბოლოს, მიშელ პერეირა გათიშა და კიდე ერთი მოიგო ისიც ნოკაუტით. კაილ დაკასი დაჟე გაუშვეს და ისევ დააბრუნეს UFC - ში, რადგან კარგი მებრძოლია და გამოცდილება აქვს. დოლიძემ 1 რაუნდში სახე გააძრო.
ფილ ჰოუსი - რომელმაც დაამარცხა იმავოვი და კაილ დაკასი, დოლიძემ ფეხი მოაგლიჯა ისეთი ილეთი გაუკეთა და ბოლოს დაანოკაუტა.
ჯეკ ჰერმანსონი - რაც უქნა ისტორიაში შევა UFC როცა ამას გადახედავენ - Calf-Slicer რომელიც ოლივეირაზე ბევრად ლამაზად გააკეთა ეგ რომან დოლიძემ.
მარვინ ვეტორის მოუგო 1 ჩხუბი და არ მისცეს უბრალოდ გამარჯვება - მაშინ ვეტორი რიგით 5 პოზიციაზე იყო რანკში და მანდ უნდა გადასულიყო წესით დოლიძე, მაგრამ წაგვართვეს ეგ მოგება, წარმოიდგინე 5 პოზიციას დაიკავებდა.
იმავოვი - წავაგეთ კი მაგრამ არალეგალურიც მოგვხვდა და არ გავთიშულვართ, ბოლომდე იბრძოდა.
ენტონი სმიტი - ასე თუ ისე სახელია, მაგ ენტონი სმიტს - რომანამდე ბრძოლის წინ დამარცხებული ყავდა დაუმარცხებელი რანკის მებრძოლი ვიტორ პეტრინიო, რომელიც აბსოლიტური ფავორიტი იყო. სწორედ მაგ საოცარი მოგების მერე მისცეს დოლიძე და მოუგო. ანუ წაგებული სმიტი არ მიუციათ.
კევინ ჰოლანდი - ასევე სახელი რომელსაც ფაქტობრივად ყველაფერი გამოვლილი აქვს.

ეს კევინ ჰოლანდის რეზულტატია. რამდენი წაგებები, ზოგი დამამცირებელიც მაგრამ ისევ ორგანიზაციაშია და ხალხს უყვარს. კიდე ბევრს გაამწარებს ჰოლანდი.
და ალბათ რატომაც წერ წავიდესო სიკეთე ქნასო - ბოლო წაგება ერნანდესთან ხო ?
თემა იცი რაშია - მე გულმავიწყობა არ მახასიათებს, მახსოვს ამ ბიჭებმა რამდენი ლამაზი ჩხუბი მაჩუქეს, გიგამაც და რომანმაც, რატო უნდა მოვისროლო ნაგავში - თავში ტვინი მაგიტო მაქვს და მეხსიერება რომ ეგ მახსოვდეს, ელემენტარული მადლიერების გრძნობა მაინც მექნება ამ ბიჭების მიმართ რაც გააკეთეს.
რატო იცი ? - ვიცი მაგათი უნარები რა შეეძლოთ და რა ვერ შეძლეს იმიტომ რომ ცხოვრებაა - ყველას არ უმართლებს. შეიძლება უნიჭიერესმა ვერ გამოავლინოს თავისი პოტენციალი ბოლომდე. რადგან ხანდახან შემთხვევითობამდე დადის ყველაფერი, რაც არ უნდა მაგრად მოემზადო. ამიტომ მე რომ ვიცი ეს სპორტსმენები რა უნარებით არიან, მაგიტომ მაქვს წაგებულ ბრძოლაშიც მაგათი იმედი, რომ რამეს იზავენ.
* * *
Beskaეგეთი მოსაბეზრებელია მაშინ ორი ჩემპიონი იგივე სტილით - ჩიმაევი და მახაჩევი. ეგ არაა მიზეზი დენა უაითის კონფლიქტია მანდ მიზეზი და ეგ დაიწერა, ინტერნეტში დევს მეზარება მოძებნა დაგუგლე. მაგარია მოკაევი დაუმარცხებელი UFC - ში და ასევე ბრეივის ჩემპიონი. ვიღაცა არაა. თუ მიზეზია მოსაწყენი ჩხუბი, აქ აბა რაზე მიდის განხილვა 50 გვერდი მიყოლებით იცხრილება ამ თემაზე კამათით. მოკაევიც იმსახურებს მაშინ იყოს ორგანიზაციაში. ჩემი აზრით გადაირტყავდა ეგ ქამარს რომ არ გაეშვათ.
This post has been edited by Paulleger7 on 14 Dec 2025, 20:14