ობიექტურობას ნუ დავკარგავთ. ალექსანდრეს და მერაბის შედარება ახლა ძალიან ძალიან უხერხულია. რახან ილიას ძმაა და მასთან ვარჯიშობს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ილიაა ან კიდევ უკეთესი. რახან თიქნესი ვოლკანოვსკისთან ვარჯიშობს მთელი ცხოვრება, არ ნიშნავს რომ მეორე ვოლკი იქნება მომავალში. სპარინგი სხვა რამეა და რეალური დაპირისპირება სხვა.
ცუდი არაა ზოგადად და დგომი და რაღაცეები კი უგავთ, მაგრამ საკმაოდ განსხვავდება ილიას კრივი ალექსის კრივისგან. სისწრაფეც.
თიქნესი ალექსთან რატომღაც ჯიუტად და უაზროდ შედიოდა თეიქდაუნზე, მგონი მაგით წააგო საერთოდ, თორე ეგ ბრძოლა საკმაოდ ახლო იყო. მეორე რაუნდი დაჟე შეიძლება თიქნესისთვისაც მიეცა ბევრს. მესამე კი მხოლოდ კონტროლის ხარჯზე მოიგო. დალშე რას იზამს თიქნესი კიდევ ვნახავთ(ცუდი ბიჭი არაა) მაგრამ თიქნესი რომ ლეგენდა ვერ გახდება ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ამ დროს მეორე მხარეს გვყავს მერაბი რომელსაც ამ წონის აბსოლიტური ლეგენდები და ელიტა ყავს დამარცხებული. მე არ მგონია რომ ახლა ალექსი ამ დონით სეხუდოს ან იანს მოუგებს. ვერ ვხედავ რითი უნდა მოუგოს.
თუმცა არც მერაბი არ იყო თავიდან ის, რაც დღესაა. ალექსიც შეიძლება მივიდეს ამ დონემდე და თეორიულად უკეთესიც გახდეს. ამას ვნახავთ, მაგრამ ახლა მერაბთან შესადარებელი არაა.
მმა ფან ბაზა ძაან სულელურად ემოციურია

))) ერთი ვიდეო დაიდო ილია რომ მერაბთან ვარჯიშობს და აქცევს თუ გუდავს და ხალხმა აიტაცა, გონიათ რეალურ ჩხუბში მართლა ეგრე ადვილად წასაქცევია მერაბი

)) ანუ მაგით აპელირებდნენ ნახე რა მაგარია ილიაო, ამ დროს მერაბა ერთობა იასნია ))) ილია კი მაგარია, მაგრამ ხომ მიმიხვდით რისი თქმა მინდა

)