▶ დუპლესი - ჩიმაევი /// უეჭველად ჩაინიშნება ქამარზე ჩხუბი.
▶ სტრიკლენდი - ადესანია 2 /// ეს ბრძოლა მგონია, რომელიც ჩაინიშნება, რატომღაც გული მიგრძნობს, შეიძლება ვცდები.
▶ ვიტეკერი - რიდერი /// ალბათ ერთ-ერთი უდიდესი უსამართლობა. რიდერი კარგია, თუმცა უსახელო ბო ნიკალი რატომ ნიშნავს, ეგრევე ვიტეკერთან შეხვედარს, როცა რომან დოლიძემ, სერიოზული მებრძოლი მარვინ ვეტორი დაამარცხა, გაუთიშავი ტიპი - რეიტინგის #8 ნომერი, რომელიც ერთ დროს ძალიან სერიოზული კონტენდერი იყო და საქამრე ჩხუბიც იჩხუბა. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ამაზე კამათს არ ვაპირებ არავისთან.
▶ კაიო ბორალიო /// იმავოვი - ამათთან რამოხდება ჯერ არ ვიცი, ან დაელოდება იმავოვი საჩემპიონო ჩხუბს, ან არადა ბორალიოსთან უნდა იჩხუბოს, რადგან გამარჯვებების სერიებით თუ ავიღებთ ასეთი ვითარებაა :
TOP 10 - დან მხოლოდ /// ნასურდინ იმავოვი ზედიზედ მოდის 4 გამარჯვებით, კაიო ბორალიო მოდის ზედიზედ 7 გამარჯვებით ( UFC - ში მარცხი არააქვს ) ენტონი ერნანდესი მოდის ზედიზედ 7 გამარჯვებით და რომან დოლიძე 3 გამარჯვებით /// ამ სიაში არ ვახსენებ ჩიმაევს და დუპლესის /// რადგან ეს ბრძოლა უკვე ქამარზე შედგება. დე რიდერი იყო 13 პოზიციაზე და დამარცხებული ყავს - მეერშარტი რომელიც კატასტროფულ ფორმაში იყო, კევინ ჰოლანდი რომელიც ასევე დოლიძემ უფრო ადრე დაამარცხე რიდერზე და ბოლოს ბო ნიკალი, ურეიტინგო მებრძოლი, რომელიც არ ვიცოდით საერთოდ როგორი იყო. მოკლედ ალბათ ყველა ვთანხმდებით ამ უსამართლობაზე.

თუმცა აქაა კიდევ ერთი ფაქტორი. შესაძლოა UFC პირიქით 3 საუკეთესო კონტენდერიდან დღეს, რომლებიც კარგი გამარჯვებებით მოდიან და საუკეთესო ფორმაში არიან, ჩვენ მივიღეთ, ძალიან სერიოზული სახელი - ენტონი ერნანდესი. ჩემი აზრით დღეს ბევრად საშიში არის ერნანდესი, ვიდრე ვიტეკერი. ვინაიდან ვიტეკერს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ წარმოდგენა არავის აქვს საერთოდ რა ფორმაში დაბრუნდება ისეთი მარცხიდან მოდის, ამიტომ ჩვენ მოგვცეს უფრო სერიოზული კონტენდერი ვიდრე ველოდით. მე ეს ბრძოლა ძალიან მინდოდა ერნანდესთან. უბრალოდ ვიტეკერი რომანისთვის კარგი ფული საშოვნელი თემა იქნებოდა და ასევე მოგვცემდა რეიტინგის 5 პოზიციას. თუმცა ჯარედ კენონიერმა თუ ბრძოლა არ მოიგო მანამდე, ერნანდესთან მოგებით წინ წავიწევით მაინც რეიტინგში.
3 სერიოზული კონტენდერია დღეის მდგომარეობით ესენი არიან - იმავოვი, ბორალიო და ენტონი ერნანდესი.
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ. ენტონი ერნანდესი შეიძლება რეიტინგით ქვემოთაა, მეც ვთვლი რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ სამი სერიოზული კონტენდერიდან რომელიმეს დამარცხების შემდეგ ჩვენ მივიღებთ, ძალიან სერიოზული განცხადების გაკეთების საშუალებას - დოლიძეს უკვე თავისუფლად შეეძლება გაიწიოს საქამრო ჩხუბზე. გამორიცხულია ასეთი ცხელი კონტენდერის დამარცხებით როგორიც დღეს ერნანდესია, შენ ისევ ჩაგინიშნონ რიგითი ბრძოლა ზედიზედ წაგებებიდან მოსულ ტიპებთან. ეგაა გამორიცხული, თუნდაც ვიტეკერი უკვე აღარც გვენდომება მითუმეტეს თუ რიდერთან წააგო, ან ადესანია. რადგან შენ ამარცხებ 31 წლის სერიოზულ კონტენდერს - ვიდრე უკვე გახუნებულ სახეს. მაგალითად იმავოვმა ცოტა ბოლოსკენ ეგრე გაიკვალა გზა, ადესანიას ასი პროცენტი ვიცოდი დასვავდა. უბრალოდ იმავოვი უნდა შეხვდეს უეჭველი ბორალიოს, აი სწორედ ამ ორმა უნდა გაარკვიოს ვინ იმსახურებს ქამარზე ჩხუბს.
ჩემი აზრი ასეთია.
იმავოვი - ბორალიო /// თუ შედგა უნდა გაირკვეს ვინ იბრძოლებს ქამარზე. აქედან ვინც მოიგებს იმას ას პროცენტიანი დამსახურება ექნება ქამარზე გაიწიოს.
დოლიძე - ერნანდესი /// აქედანაც.
ამ 4 კაცს აქვს ზედიზედ ყველაზე მეტი გამარჯვება და ცხელი სახელებია ჯერ-ჯერობით. მჯერა მოგების. ჯობია სწორედ რთული გზიდან მივიდეთ რეალურად ქამარზე. სწორედ ამასთან მიახლოებული შანსი ქონდა დოლიძეს როცა ვეტორის ებრძოდა პირველ ბრძოლაში. რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა ქამრამდე და ახლაც წარმოიდგინეთ ვეტორისთან პირველი ბრძოლა. ზუსტად ისე გვჭირდება ახლაც მოგება.
This post has been edited by Paulleger7 on 11 May 2025, 23:13