ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცარუკიანი / მახაჩევის არ აღიარება არ შეიძლება. ვოლკის და ჰოლოვეის დაყრა კარგია, მაგრამ სხვა თამაში მოგვიწევს ზემოთ. ვოლკი - მახაჩევისგან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი, სიჩქარე არ შეიძლება. პირველი ბრძოლა ვოლკს კარგი ქონდა, მეორეში ვნახეთ სიჩქარემ რა უქნა. გეიჯი / პორიე კარგი იქნებოდა სტილიდან გამომდინარე. ოლივეირა ოდნავ საშიშია, უკვე არაა იმ ფორმაში რაშიც გვახსოვს, მაგრამ ქვემოდან შეუძლია დაგვიჭიროს, ლეგენდაა ამ მხრივ. ცარუკიანი ფიზიკურად ძლიერია და გათიშვაც რთული იქნება. მახაჩევი კი ცარუკიანის არსენალს რომ კიდევ დაემატოს პროცენტები და სრულყოფილი გახადო ეგეთი დონეა. ამიტომ რავი, იოლი ბრძოლა აღარ გვექნება არავისთან. დაველოდოთ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ეგრევე მახაჩევი მოგვცენ, არაა გამორიცხული.
ჯერ ვეტორი - დოლიძეა წინ, ჭიკაძე, აგერ ქუთათელაძეც ჩაინიშნა. რაც ჯერ არ ვიცით იმაზე მკითხაობას რა აზრი აქვს. რაც მიმდინარე ქარდებია იმაზე ჯობია მსჯელობა. ისიც კარგია როცა ქართველი საღამოს მთავარ ბრძოლას, 5 რაუნდიანს იბრძვის.
* * *

1. დუპლესი - ჩიმაევი ჩაინიშნება დიდი ალბათობით.
2. იმამოვს მოგებების სერია აქვს, ნომერ პირველია რეიტინგში, ან კიდე 1 ბრძოლა და საჩემპიონო, ან დუპლესი - ჩიმაევში გამარჯვებული შეხვდება.
3. სტრიკლენდმა და ადესანიამ ახლახანს წააგეს, მაგათი ბრძოლები ჯერ ადრეა კიდევ დაინიშნოს.
4. რობერტ ვიტეკერი - კაიო ბორალიო მგონია, რეიტინგიდან გამომდინარე, ან სულაც შეიძლება ბორალიო - იმამოვი იყოს, ჩიმაევი - დუპლესის შორის გამარჯვებულთან. მაგრამ ვიტეკერი ვინმეს უნდა შეხვდეს და არამგონია ზედა საფეხურიდან მოუნახონ მეტოქე.
5. 7 - 8 ადგილზე კენონიერი, ვეტორი. ვეტორი - დოლიძეს ხვდება, დოლიძე ტოპ 10 ის გარეთ აღმოჩნდა ენტონი ერნანდესის გამარჯვების გამო, რომელმაც 2 საფეხურით წინ აიწია. კენონიერი ჯერ არავისთან იჩხუბებს, შესვენება ექნება, ზედა რეიტინგებიდან ბორალიოსთან წაგებულიაქ და არამგონია სტრიკლენდი, ადესანია და მსგავსი სახელები მისცენ ამ ეტაპზე. დოლიძეს ეს გამარჯვება ჰაერივით ჭირდება.
6. 9 ზე ადგილზე ენტონი ერნანდესი აღმოჩნდა. რომელმაც ბრენდან ალენი გაიარა. რის გამოც, ალენი დაქვეითდა და რადგან რეიტინგში ალენი იყო დოლიძეზე მაღლა, ორივემ ერთი საფეხურით დაიწია უკან და 10 ალენი გახდა და 11 დოლიძე. არ გამოვრიცხოთ, რომ თუ დოლიძემ მოიგო და 8 ადგილზე გადავიდა, ენტონი ერნანდესის გაქაჩვის მიზნით კიდევ მეტი პოზიციით - სწორედ დოლიძეს შეხვდეს 9-8 ადგილოსნების ჩხუბი.
7. პაოლო კოსტამ 12 ადგილზე დაიწია, დოლიძეზე ერთი საფეხურით ქვემოთ. წაგებები ძალიან მიაბა და მისი მეტოქე ამ ეტაპზე ქვემოდან იქნება სავარაუდოდ. რეიტინგში წინ ვინც იყო კოსტა უპრობლემოდ ცემეს. ამიტომ დე რიდერი - კოსტა კარგი იქნებოდა, რიდერი დგომში კატასტროფაა, აქვს მხოლოდ გრეპლინგი და კოსტასთან კარგი სანახავი იქნება, შეძლებს თუ არა გამოიყენოს თავისი პლიუსები.
8. 13-14 ადგილებისთვის კიდე პერეირა - კოპილოვი, ორივე გამოკვეთილი სტრაიკერია, კარგი საყურებელი იქნებოდა.
მოკლედ ჯერ დოლიძემ მოიგოს და სხვა უკვე ჩანიშნული ბრძოლების ვნახოთ ამ წონაში, შემდეგ კი ვნახოთ რა ვარაუდები შეიძლება ვინ იქნება კონტენდერი. დოლიძეს ქამრამდე მისასვლელად მარვინ ვეტორის გარდა, სადაც 8 ადგილს დაიკავებს, შემდეგი ზემოდან ვინ იქნება უკვე არ ვიცი, მაგრამ კიდევ 2 სუფთა მოგება, ანუ სულ 3 მოგება ჭირდება, რომ სრულყოფილ კონტენდერად ვიხილოთ და 4 ბრძოლა საჩემპიონო იყოს. ეს ყველაფერი 3 მოგებითაც შეიძლება. გააჩნია ზემოთ როგორ წავა საქმეები.
მოკლედ, თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც მგონია. 1 გამარჯვება ვეტორი, 2 ენტონი ერნანდესი, 3 უნდა იყოს ზედა საფეხურის ძლიერი მებრძოლი ტოპ 5 ( თუნდაც ისრაელ ადესანია, მაგრამ მეეჭვება, თუკისტრიკლენდმა ქამარი დაირტყა ადესანიასთან მოგების მერე, რომელიც არც ვიცით რა ფორმაშია ბოლო პერიოდი ისე მალე აგებს ჩხუბებს, ხოლო იმამოვმა "1" რეიტინგი დაირტყა, ადესანიასთან მოგებით, მეეჭვება ის ღირებულება ქონდეს ადესანიას, რაც დოლიძეს ჭირდება ქამარზე ჩხუბის მოთხოვნის მიზნით, მაგრამ საყრდენად ვეტორისთან გამარჯვება და ერნანდესთან გამარჯვება რომ ქონდეს, ამას გარდა უკან კიდე 2 მოგება სმიტი, ჰოლანდი. მემგონი ადესანია გამოდგებოდა მესამე ჩხუბისთვის ) და 4 ჩხუბი უნდა იყოს ქამარზე.
სასიხარულო ის ფაქტია, რომ დოლიძე აგებდა ყოველთვის გამოკვეთილ სტრაიკერებთან, რომლებიც არიან სწრაფები და ბევრ დარტყმას ისვრიან - ტრევის ჯაილსი, იმამოვი, ასე თუ ისე ვეტორიც, ოღონდ ვეტორი არ ისვრის ბევრს და უფრო სუსტი დარტყმებიაქ, მაგრამ სახიფათოა თავისებურად, თანაც ეგ ბრძოლა არც წაუგია დოლიძეს. ჰოლანდი გავიარეთ ოდნავ მიახლოებული მსგავსი სტილით, ისიც ჭიდაობით. ინტერვიუში ახსენა, რომ სისწრაფით მჯობდა და ასე ვიმოქმედეო, რაც სწორია. ამიტომ ზემოთ ვერ ვხედავ ისეთ გამოკვეთილ სტრაიკერს რომელიც ამ ეტაპზე დაგვეჯახებოდა. ასეთი ვინ შეიძლება იყოს, ბორალიო, სტრიკლენდი და ადესანია. ამათგან ყველაზე კაი ვარიანტი ადესანიაა, რომელიც დისტანციიდან იბრძვის, ამ ბოლო დროს კი სულ ითიშება და ჭკუითაც აღარ გამოსდის მოგებები, გამძლეობა დაკარგა. ამიტომ აჭიდავებით შეგვიძლია გამარჯვება. სტრიკლენდი არ შეხვდება დოლიძეს, ახლო მეგობრები არიან. ერთი სახიფათო ბორალიოა არის, მწარე დარტყმები აქვს.
ამიტომ რავი, ვეტორი, ენტონი ერნანდესი, ადესანია და ქამარზე. ამათგან აბსოლიტურად სტილისტურად ყველას კარგად ვერგებით. ისეთი აპასნი სტრაიკერი აღარავინ დარჩა.
This post has been edited by Paulleger7 on 25 Feb 2025, 16:05