Bzara
5 Robert Whittaker - 13 Reinier de Ridder / არ ვიცი, ამათში რამდენად გაირკვევა საჩემპიონო კონტენდერი. - მაგრამ ჩიმაევი - დუპლესის გამარჯვებულთან შეხვედრა არამგონია აქედან რომელიმეს ამ ბრძოლის შემდეგ დაუდგეს. იმავოვი დგას რიგში და ბორალიო, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ ექნებათ არცერთს ბრძოლა, სანამ ეს ბრძოლები რაც წითლად მოვნიშნე არ ჩაივლის. იმავოვი პირველია რეიტინგში.
UFC Fight Night - Dolidze vs. Hernandez / 8-9 ნომრები რეიტინგის. ორივე კარგი მოგებათა სერიით მოდის. ერნანდესი სერიოზულ კონტენდერათ აღიქმება - ისეთებთა რიგშია როგორიცაა იმავოვი, ან ბორალიო. ენტონი ერნანდესსაც აქვს გრძელი მოგებათა სერია. ჩემი აზრით ამ ეტაპზე ჩიმაევი/დუპლესის გამარჯვებულს მაღალი ალბათობით შეხვდება იმავოვი ან ბორალიო ( ან საერთოდ უნდა ჩაინიშნოს ამათში ჩხუბი უეჭველი და გაირკვეს პირველი ვინ იქნება რიგში ). დოლიძე ერნანდესის დამარცხების შემდეგ უეჭველად გამოიწვევს უკვე - მომდევნო ივენთის გამარჯვებულს ჩიმაევი - დუპლესის წყვილში. დოლიძეს არაფერში აღარ ჭირდება თუნდაც გამარჯვებული ვიტეკერი ან დე რიდერი. ეგ იქნება ძალიან ცუდი რამე UFC მხრიდან. რადგან არ ვიმსახურებდით ჩვენ რეიტინგის 9 ნომერს, რადგან ვეტორი დავამარცხეთ და სმიტი/ჰოლანდის დამარცხებით გამოისყიდა უკვე ის წაგება, იმავოვთან რომ ქონდა. ამიტომ პრიორიტეტი არანაირად არ უნდა დადგეს დე რიდერს ან ვიტეკერს შორის გამარჯვებულში. ჩვენ პირდაპირ ქამარზე ჩხუბი გვეკუთვნის.
UFC 319 - Du Plessis vs. Chimaev / მგონია, რომ ხამზატი ის ლეველია, რაც გვეგონა. პირადად მე ჩიმაევმა თავის ლეველში დამარწმუნა. მაგრამ რათქმაუნდა მის კარიერაში ყველაზე რთული მატჩი დუპლესისთან ექნება. სტილიდან გამომდინარე თუნდაც. დუპლესი ძალიან ძლიერია, იმაზე ძლიერი ვიდრე გვგონია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება.
თუკი დოლიძემ მოიგო და ჩიმაევი ჩემპიონი გახდა - იმავოვზე და ბორალიოზე ადრე მიკროფონთან დოლიძე მივა და გააკეთებს გამოიწვიოს შემდეგი ჩემპიონი. ჩემი აზრით ამ ივენთების ჩავლის შემდეგ ჩიმაევმა ცოტა უნდა შეისვენოს და იმავოვი ბორალიოს შორის გამარჯვებულს შეხვდეს. მალევე ჯობია ეს ბრძოლა ჩაინიშნოს, რადგან ასე მთლიანი სურათი გვექნებოდა, ამ ორში ვინ იმსახურებს ქამარზე ჩხუბს. თუკი სცენარი ცუდად წავიდა.
4 ეულის მთავარ პრეტენდენტებში - ერნანდესი გამოეთიშა, დოლიძე - იმავოვი - ბორალიოში /// შესაძლოა იმავოვი ეგრევე ჩიმაევის ჩემპიონობის მერე ეგრევე ქამარზე აჩხუბონ და შემდეგი ქამრის დაცვა მალევე ჩაინიშნოს და შესაძლოა რომანს ცოტა გაურთულონ საქმე და დოლიძე - ბორალიო ვიხილოთ. ანუ ჩვენ ზუსტად 2 სუფთა მოგვება გვჭირდება რომ 100% ჩვენ ვიყოთ რიგში შემდეგი ქამარზე ( ერნანდესი უნდა დავამარცხოთ - სადაც განცხადებას ქამარზე ჩხუბის მოვითხოვთ ) შემდეგ კი საქმე როგორც წავა ცუდად თუ კარგად მაქსიმუმ ბორალიო ან ვინმე სხვა კიდევ 1 ჩხუბი მოგვცენ /// შემდეგ უკვე 100% ყველა ლოგიკით ქამარზე დოლიძე უნდა იყოს. არანაირი გამართლება არ ექნება თუ ეს არ მოხდა.