აბა რომელ ჩვენიანს გაგონებთ

ადამიანები მთვარის ამგვარი განლაგებით ფლობენ უზომოდ ქარიზმატულ გარეგნობას.
ასეთი ადამიანი დიდსულოვანი თავდაჯერებული, ამბიციური პიროვნებაა.
ის თვლის, რომ ნებისმიერი სახის შექებას და პატივისცემასა იმსახურებს. მას თითქმის არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარ სიმართლეში და იშვიათად აღიარებს შეცდომებს სახალხოდ, თუნდაც ძალზე თვალშისაცემი იყოს მისი დანაშაული ვინმეს მიმართ.
მათთვის განათლება კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი იმიჯის ხაზგასასმელად საზოგადოებაში. ამ ხალხის პრობლემა ისაა, რომ მათ ნაკლებად ან სულ არ ეხერხებათ კომპრომისზე წასვლა. ისინი იშვიათად იღებენ რჩევას სხვისგან და მით უმეტეს არ ითვალისწინებენ მას.