ლოგიკა, რომ "ვიღაცამ მოუგო ერთს, იმ ერთმა მეორეს, და ამიტომ პირველი მოუგებს მეორესაც“ UFC-ში არ მუშაობს. ეგ მათემატიკაა, ბრძოლა კი სხვა რამეა აქ მთავარია მებრძოლების სტილები. სწორედ სტილები წყვეტენ, ვინ ვისთან შეთავსდება და ვინ მოიგებს. გგონიათ, ამით გაარკვევ, ვინ ვის მოუგებს? ეს გამროტი მაგარი არგუმენტი გონიათ მე გაჩვენებთ რეალურ შემთხვევებს, სადაც ეს ლოგიკა არ ჭრის
1) Michael Johnson-მა მოუგო Tony Ferguson-ს
2) Tony Ferguson-მა დაამარცხა Donald Cerrone
3) Donald Cerrone-მ მოუგო Edson Barboza-ს
მაგრამ... Edson Barboza-მ დაანოკაუტა Beneil Dariush (მუხლით) და Beneil Dariush-მა კი მოუგო Michael Johnson-ს აბა, ამიხსენი, თუ Johnson-მა Ferguson-ს მოუგო, რატომ ვერ მოუგო Dariush-ს, ვინც თავად Barboza-სგან დანოკაუტდა?
ან კიდევ ეს მაგალითი
1) Matt Serra-მ მოუგო GSP-ს (თან ნოკაუტით)
2) GSP-მ მოუგო Matt Hughes-ს
3) Matt Hughes-მა კი მოუგო Matt Serra-ს
ამ ლოგიკით Serra-ს უნდა მოეგო Hughes-ისთვის, მაგრამ არ მოუგია. რატომ? იმიტომ რომ ბრძოლაში არ მუშაობს ეგეთი A > B > C = A > C პრინციპი.
რავი ვინ ვთქვა კიდე? აი მაგალითად
1) Nate Diaz-მა მოუგო Conor McGregor-ს.
2) Conor McGregor-მა გაანადგურა Jose Aldo.
3) Jose Aldo-მ მოუგო Frankie Edgar-ს.
4) Frankie Edgar-მა დაამარცხა Gray Maynard.
აქედან გამომდინარე, თუ A > B > C ლოგიკა მუშაობს, მაშინ დიაზს, რომელმაც მაკგრეგორს მოუგო (და ჯაჭვი ასე გრძელდება მეინარდამდე), უნდა მოეგო მეინარდისთვის. მაგრამ რეალურად, Gray Maynard-მა დაამარცხა Nate Diaz-ი.
ანუ რა გავიგეთ აქედან? ის რომ ბრძოლა სტილებზეა და არა მათემატიკაზე. აქ არის სტილი vs სტილი ამიტომ, თუ დასკვნებს იმის მიხედვით აკეთებ, ვინ ვის მოუგო, ბრძოლას არასწორად აფასებ. შენ გჭირდება არა ეს ზედაპირული ჯაჭვი, არამედ ღრმა ანალიზი როგორ თავსდებიან მებრძოლები, ვინ როგორ აკონტროლებს დისტანციას, ვინ ვის აურევს ბრძოლას, ვის როგორი ფეხით მუშაობა აქვს და როგორ აჩერებს გრეპლინგს. ეს არის ნამდვილი ანალიზი, და არა უბრალოდ X-მა მოუგო Y-ს, ამიტომ მოუგებს Z-საც.
ეგ შენი გამროტი დარიუშმა ათრია და დარიუში ცარუკიანმა.
მორაესმა ცემა ალდო, რომელიც მაგარ ფორმაში იყო. მორაესი კიდევ - სენთჰეგენმა ცემა, სენთჰეგენი კიდევ - უმარმა. და რადგანაც მერაბს ალდოსთან გაუჭირდა, მაშინ უმარს უნდა მოეგო, მაგრამ ვერ მოუგო. ამიტომ ხდება ხოლმე ეგეთი მომენტები, როცა ტოპები აგებენ როცა არავინ მოელის.
ოლივეირა პორიეზე ძლიერი მოჭიდავეა და ისლამმა გაცილებით მალე მოუგო მას, თანაც საბმიშენით, ვიდრე პორიეს. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ისლამი არაა ჩაციკლული მაინცდამაინც სწრაფ საბმიშენზე. მას სჭირდება მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად გატეხვა წნეხის საშუალებით. კონტროლზე აქვს პრეტენზია და დაასაბმიშენებს მაშინ, როცა უკვე გატეხილი ხარ. ეგაა ხოლმე მაგათი გეგმა. მანამდე ნელ-ნელა გტანჯავენ. პორიეს კიდე ძლიერი სულისკვეთება აქვს და მარტივად არ გატყდა. უკვე ბოლოს დაასაბმიშენა ისლამმა, როცა მომენტი დაიჭირა და სრულიად დაქანცული დაიჭირა.
ზოგადად, სტილისტურად შეიძლება მე-15 ადგილოსანი უფრო უხერხული იყოს ჩემპიონისთვის, ვიდრე მეორე ადგილოსანი. ვოლკანოვსკი ილიამ დაანოკაუტა მეორე რაუნდში. მაქსისგან გაცილებით ბევრი მოხვდა ილიას, ანუ, რადგანაც უფრო მეტად შეეწინააღმდეგა მაქსი ილიას, იმას არ ნიშნავს, რომ ვოლკს ჯობია. ბრძოლის წინ მებრძოლებს შესწავლილი ჰყავთ ერთმანეთი და აქვთ მონახაზი გეგმა, რომელსაც მიჰყვებიან. ვისი გეგმაც და ტაქტიკაც გაჭრის და მოახვევს თავს, ის იგებს.
ქუთათელაძემ რომ გამროტს მოუგო, არ ნიშნავს, რომ ცარუკიანზე ძლიერი მოჭიდავეა. ისმაგულოვთან წააგო ქუთათელაძემ და ეგ ისმაგულოვი კიდევ არმანმა პრისახოცივით იქნია. რავი, გავაგრძელო? ბენერმა მოუგო ქუთათელაძეს. ბენერს კიდევ ალვარეზმა და ალვარეზს კიდევ ცარუკიანმა მეორე რაუნდში.
თუნდაც გავცდეთ MMA-ს და ფეხბურთზე ვთქვათ, რეალს და ბარსელონას ისეთ სუსტ გუნდებთან წაუგიათ, რავი. ან მესის და რონალდოს ცუდი მომენტები ნახეთ, მესი ცარიელ კარში ააცილებს ბურთს, კარში ვერ შეაგორა, აგერ ლინკს დავდებ. მაგრამ მაგის გამო ცუდი ფეხბურთელიაო და ჩამოწერო, არ იქნება სწორი მიდგომა. იგივეა UFC-შიც: არიქა, ღრმად ამოისუნთქა, თურმე კარდიო არ უვარგა; იქ ვაიმე, 3 რაუნდს გადაცდა, ვერ დაასაბმიშენა, ესე იგი სუსტია. ძაან დაბალი დონეა ეგეთი შეფასება.
Messi-ის მომენტი
https://youtu.be/v8kor2sQozQ?si=0Bo1udZKXPqEb6T0რაც შეეხება არმანს, მე არ ვთვლი და ალბათ ძალიან ბევრი ამ საკითხში ჩახედული ადამიანიც იტყვის, რომ დამსახურებლად მოიგო ოლივეირას წინააღმდეგ.

მიზეზებს რაც შეეხება, ყოველთვის იძახიან რაღაცას: იქ უმარს ხელი მოუტეხია თურმე, იქ პეტრ იანი მარცხენას ვერ ურტყამდა, ხელი ტკიოდა მერაბთან ბრძოლის დროს, იქ შარას მაინცდამაინც მაგ დღეს დაემართა ყველაფერი და ა.შ. მაგრამ სასწაულ მიზეზებს მკლავჭიდში რომ მოისმენ, ისე არსად, მკლავჭიდი მაგ მხრივ პირველ ადგილასაა.