aprilsilverრობმა წააგო ოროსანი ბავშვივით, არასოდეს გაკვეთილი რომ არ უსწავლია

ამას მე და სხვა ფორუმელი კი არა ვერც ერთი პროფესიონალი მებრძოლი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მითუმეტეს როცა ჩიმაევის ბრძოლები ნანახი გაქვს ბერნსთან და უსმანთან.
ალბათ მართლა ქონდა რობს რაღაც პრობლემა , მაგრამ ამავდროულად მმა მომენტის სპორტია.. იმ მომენტიდან რომ გადარჩენილიყო, შეიძლება 5 რაუნდიც ეჩხუბათ, არ ვიცი..
დუპლესი სხვა ცხოველია, თან ძალიან უცნაური სტილით. მგონი თვითონაც არ იცის რა სტილით ჩხუბობს

))) ჩიმაევსაც ბევრი რამ უმაგრებს ზურგს. ამიტომ ვთქვი, უეჭველად ვინმეზე ფსონის გაკეთება სიგიჟეა.. მე მაინც დუპლესი მგონია. არც ერთის ფანი არ ვარ ნამდვილად. არც მეჯავრება რომელიმე

)
* * *
ერთი რაც უეჭველად ვიცი, თუ ბერნსივით ჩეხაობაში აიყოლია დუპლესმა, სახეზე მთელი ადგილი აღარ ექნება ჩხუბის ბოლოს. ჩიმაევის მოგების გზა არის მკაცრად გრეპლინგით. გამოუვა თუ არა, მაგას გავიგებთ ცოტა ხანში