#62265013 · 13 Sep 2025, 02:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wrangler7
QUOTE | მესმის რო კუშებს არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასეთი რანაირადაა ჟან სილვა? თუ საჩემპიონო ბრძოლა რო წააგო ლოპესმა ეგეც მოქმედებს არ მგონია მასე მარტივად მოიგოს |
მარტო იმით არ აფასებენ, ვის მოუგო. მებრძოლის სტილს აფასებენ, რამდენად უხერხულია, და ასევე მის უნარებს, რამდენად დომინანტური იყო წინა ბრძოლებში და ეს აშკარაა, რომ სილვას მეტი შეუძლია და მაღალი კალიბრის მებრძოლია. მაგალითად, შეიძლება იგებდე ვიღაცა სუსტებთან, მაგრამ იგებდე "ძლივს", მაგრამ როცა იგებ ისე, რომ აშკარაა 10 თავით ჯობიხარ, უკვე ყველა ამჩნევს, რომ დიდ ლუკმას იმსახურებ. მაგალითად, მე გამოვდივარ შეჯიბრზე და ავწიე 100 კილო, მერე კიდე გამოვედი და ავწიე 110, მერე 120, 130 და ამ წონებს ისე ვწევ, რომ აშკარად იგრძნობა, რომ მეტი შემიძლია და ამასობაში თურმე შემიძლია 170-180 ავწიო. ეგაა, რა. უნარებით და ფიზიკურად შეიძლება მზად იყო, მაგრამ დანარჩენი უკვე დროის საკითხია, როგორც მაგალითად ილია. ვოლკს ის UFC-ში რომ გადმოვიდა, მესამე ბრძოლაშიც დაანოკაუტებდა, რადგან ეტყობოდა, რომ იმათზე გაცილებით მაღლა იდგა, ვისაც ახვედრებდნენ მაგრამ მაგაზე იმ მომენტში არავინ საუბრობდა.
|