
1. სავარაუდოდ მალე ჩაინიშნება - დუპლესი - ჩიმაევი.
2. იმამოვი, ვფიქრობ ან მოიცდის და ამათში გამარჯვებულს დაატაკებენ, ან ბორალიოს შეხვდება.
3. სტრიკლენდი და ადესანია, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, არაფერი დაწერილა. არც ვიტეკერზე.
4. კენონიერმა ბოლოს რობოკოპი დაამარცხა, გრეგორი როდრიგეზი და #7 ადგილს იკავებს.
5. ვეტორი #8 რეიტინგი, რომან დოლიძეს #12 ხვდება, თუ მოვიგეთ ვიმყარებთ მაგარ პოზიციას #8 ადგილზე და სამ მოგებიან სერიას.
6. ენტონი ერნანდესმა უკვე მოიგუ ბრენდან ალენს და რეიტინგშიც დაწინაურდა #9 ადგილზე გადავიდა. ამიტომ ჯერ არცერთი მებრძოლის ბრძოლა არ დაანონსებულა ვინმესთან.
7. პაოლო კოსტაზე არც არაფერი არ ისმის ჯერ-ჯერობით.
8. დე რიდერი - ბო ნიკალი იქნება შემდეგი ბრძოლა, რომელიც ამ წონით კატეგორიაში ჩანიშნულია.
9. არც მიშელ პერეირაზე ან კოპილოვზე ისმის რამე, ვისთან იბრძოლებენ.
რომან დოლიძემ თუ მოიგო ვეტორისთან

ნასურდინ იმამოვი გამოირიცხა, მეორე რემატჩი მეეჭვება და თან იმამოვი 1 რეიტინგია, ამიტომ ან დაელოდება ქამარზე ჩხუბს, ან კიდე ბორალიოსთან გამოცდიან, რომელიც სტილისტურად ძალიან წააგავს. იმამოვმა ცემა პირველი კენონიერი, შემდეგ ბორალიომ. ბორალიოს ბოლო გამარჯვება კენონიერი იყო, იმამოვის კიდე კენონიერის შემდეგ, ადესანიაც. ამიტომ არ ვიცი, მე მეეჭვება დოლიძეს შეახვედრონ ბორალიო, მაგრამ ოდნავ მაინც არის ალბათობა. მე ალბათ უფრო ლოგიკურად ბორალიო - იმამოვი მიმაჩნია. სტილიდან გამომდინარეც მაგრად მოერგებიან.
შემდეგ ვიტეკერი მოდის, რომელიც მეეჭვება ადესანიას შეახვედრონ. ვიტეკერს მგონია რომ ამჯერად სხვა მებრძოლთან გატესტავენ ვისაც არასდროს შეხვედრია და არც ისე კარგ ფორმაშია. ასეთი კიდე შონ სტრიკლენდი მგონია, მაგრამ შონი მეორე ადგილზეა და ვიტეკერს ბოლო წაგების შემდეგ, ვითომ ასეთ რეიტინგს ჩაახუტებენ ? იმამოვის რეიტინგზეც არ გაწევენ ვფიქრობ. შეიძლება საერთოდ დაბალი რეიტინგიდან შეახვედრონ ვინმეს. ამიტომ რჩება ისეთი გზა გასავლელი, რომელიც კონტენდერებმა გაიარეს და თუ გავცით ვეტორის !!! ღმერთმა გადმოგვხედოს !!! - მაშინ ყველაზე ლოგიკური იქნება ჯარედ კენონიერი, რომელმაც ურეინტინგო რობოკოპი დაამარაცხა, არის 40 წლის და არ აპირებს ჯერ დივიზიონიდან წასვლას, ყველაზე კაი ტესტი კი მოგებული დოლიძე ანუ #8 და #7 ადგილების ჯახი იქნება. თანაც ეს ტესტი ხომ ბორალიოსაც გაატარეს და იმამოვსაც, რის შემდეგაც უკვე დიდი ჩხუბი მისცეს. თანაც ადრე გაუქმდა ამათი ბრძოლა, ჩანიშნულიც იყო კენონიერთან როგორც მახსოვს. რავი წარმოიდგინეთ ეს რამხელა შანსი იქნება ვეტორის თუ გავცდით, 40 წლის კენონიერთან გვიჩნდება რეალური დიდი ბრძოლის შანსი თუ გავცდებით.
შემდეგ უკვე დივიზიონში ჩანიშნული ბრძოლების მიხედვით ვიმსჯელოთ. ღმერთმა ქნას ამაღამ მოვიგოთ !!!