#62735830 · 27 Sep 2026, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. ბევრი ტყუილი იწერება. ილია არ დანებებულა ბრძოლა შეაჩერა კუთხემ თვალის ტრავმისა და მხედველობის გაუარესების გამო (Corner Stoppage). ტრავმის გამო შეჩერება და დანებება ორი სრულიად სხვა რამეა.
2. 70 კილოგრამში ილიას მემკვიდრეობა არის - ჩარლზ ოლივეირას გათიშვა ( იგივე ცარუკიანისთვის ოლივეირა იყო საუკეთესო ვისთანაც უჩხუბია და ბევრის აზრით წააგო კიდეც გადაწყვეტილებით ) - უსამართლობაა რომ ვთქვათ მემკვიდრეობა არ ქონია ილიასო.
3. პედი პიმბლეტის მაგალითი, რომ ილიაზე უნდა იყოს თავად განსაჯეთ - პიმბლეტს არ ყავს დამარცხებული TOP 5 დან არავინ... ელიტა არავინ დაუმარცხებია პიბმლეტს.
ილიას დამარცხებული ჰყავს 70 კილოგრამში ჩარლზ ოლივეირა და 66 კილოგრამში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი
რამდენიმე გვერდის უკან არმან ცარუკიანი იყო ჩვენზე წინ და ახლა თურმე პედი პიმბლეტიც კი უფრო წინაა...
blooln1ne
| QUOTE | | ხამზატი ხო არის 85 კგ საუკეთესო როგორც ამბობ? |
კი, ხამზატი თავისი ჭიდაობის უნარებით - ვფიქრობ მანდ ყველას აჯობებს, თუმცა სტრიკლენდმა გაანეიტრალა ( მაგრამ ჩემი აზრით მოუგო ეგ ჩხუბი )
| QUOTE | | ისლამა რომ ავიდეს ეხლა 85 ში და სატიტულო ბრძოლა იჩხუბოს სტრიკლენდთან და დანებდეს |
ანუ ისლამა 70 კილოგრამიდან → ავიდა 77 კილოგრამში და მესამე წონა დადოს → 85 კილოგრამი და იჩხუბოს სტრიკლენდთან ? - 3 წონითი კატეგორია...
| QUOTE | მანამდე ხამზატმა ვინმეს რომ მოუგოს სამართლიანი იქნები ისევ სტრიკლენდი - ისლამი რომ ჩაინიშნოს რემატჩი? |
ილიას 70 კილოგრამში უკვე ნოკაუტით ყავს რეიტინგის #2 ნომერი - ოლივეირა... ისლამს ვინ ეყოლებოდა 85 კილოგრამში 1 მითხარი ამ დონის მებრძოლი დამარცხებული ? - ან თუ მოუგებდა საერთოდ ვინმეს ამხელა წონის მომატების შემდეგ, რასაც შენ ადარებ - ჩიმაევი ხომ წაგებულია, ვთქვათ და მაგასთან გაიტესტა საჩემპიონომდე მახაჩევი, მოუგებდა 85 კილოგრამში ჩიმაევს ? - ადრე გახსოვს ვწერდი, ქვევით შეიძლება ისლამმა მოიგოს მეთქი 77 კილოგრამში, თუმცა ხომ ვნახეთ სხვაობა გარისთანაც გამოჩნდა, დიდია ძაან ფიზიკურობის სხვაობა, ახლა ჩიმაევთან რომ ავიდეს, წაგებულ ჩიმაევთან 85 კილოგრამში, შენი აზრით მახაჩევი მოიგებს - საჩემპიონო ქამრამდე 1 ჩხუბს მაინც ჩიმაევთან ? - სტრიკლენთან მოიგებს თუ ეგრევე ქამარზე მისცეს ? ... ილიას კი უკვე აქვს ნოკაუტი ოლივეირასთან...
| QUOTE | | და კიდევ 1 კითხვა, ეხლა ილიამ რომ გეიჯი დააგდოს ,გეიჯი იმსახურებს მერე ტრილოგიას ? |
ისე სვამ კითხვას, თითქოს მოთხოვნა უსამართლობა იყოს - რატო უნდა იყოს ტრილოგია უსამართლობა ? თუ ილია გეიჯის დააგდებს და 1-1 გახდება, თუ სურვილი ექნება გეიჯის მესამე ჩხუბის რა პრობლემაა მოითხოვოს. 1-1 შემთხვევაში გეიჯიც იმსახურებს მოითხოვოს ტრილოგია...
Tengiz@@
| QUOTE | | თოფურიამ არ მისცა რემატჩი ვილკანოვსკის და არც ოლივეირას არ მისცემდა |
არ მისცა ? ილიას არ უთქვამს უარი ვოლკისთვის, ეგ სადმე ამოიკითხე ? აღდგენა ქონდა ვოლკს 4 თვე და ჰოლოვეიმ BMF გადაიკიდა გეიჯისთან და გამოიწვია თოფურია.
| QUOTE | | გეიჯის გადმოსახედიდან სრულიად სწორია არმანი -გეიჯი და ილია - პიმბლეტი ასე იქნება სწორი . |
გეიჯის გადმოსახედიდან 50 - 50 არის, ანუ როგორც იწერება 100% არმანს ეკუთვნისო მთლად ეგრე არაა საქმე... სწორი ილია - პიმბლეტი ილიასთვის შესაძლოა იყოს, თუმცა ვინც ამბობს არ იმსახურებსო, არ ვიცი რა ვთქვა მაგაზე...
| QUOTE | | თან ცარუკიანი დიდი ხანი ელოდა . |
ელოდა არა, ქონდა გამროტთან წაგების მერე 4 მოგება 2 უსახელო, 1 დარიუში ( რომელიც სილა რო გაარტყა ითიშება ) და ოლივერასთან ჩათვალე ყველა რაუნდში გილიოტინაში ქონდა თავი - მერე მახაჩევთან მისცეს და გაიქცა... ამიტომ არ ელოდება დიდხანს, უკვე მისცეს შანსი.
| QUOTE | | თან ბრძოლას დანებდა. |
შეაჩერა კუთხემ თვალის ტრავმისა და მხედველობის გაუარესების გამო (Corner Stoppage). ტრავმის გამო შეჩერება და დანებება ორი სრულიად სხვა რამეა. * * *
ეს რა უსირცხვილო მასტი გამოდგა, როსასი. ჯერ იყო და ბარსელოს რა რაუნდები ქონდა, დალეწა რასაც ქვია. ამას ქონდა თავისი მომენტები მაგრამ ჯობნიდა უკვე 39 წლის ბარსელოსი. დაინახა, რომ კაცი უგონო მდგომაროებაში იყო, ის 2 დარტყმა შემიძლია ინსტინქტს მივაწერო - თუმცა როცა ადგა ისე აღნიშნა, გაჩერდი მაინც გაიგე რა მოხდა... მერე როცა უთხრეს კიდე აგრძელებდა ზეიმს და აგერ, ბრძოლის დასრულების შემდეგ ასე აღნიშნავს.
კომენტარები ვნახე და იმით ამართლებენ " ბრძოლააო " და თავისი თქვაო. რავი, საცეკვაო ნაღდად არ იყო, ჯერ ისიც არავინ იცოდა რა მდგომარეობაში იყო ბარსელოსი გადაყვანისას - როცა ეს უკვე ცეკვავდა ოქტაგონიდან გამოსვლის მომენტში.
( მინიმუმ, რომც გათიშო თუ ასე უგონოდ არის არ უნდა იზეიმო ) ამას კიდე არც თავად გაუთიშავს და მაინც აღნიშნავს...
This post has been edited by Paulleger7 on 27 Sep 2026, 16:58
|