გამარჯობათ მეგობრებო
მოკლედ მყავს SX4, ამერიკული მოდელი, 2006 წლიანი ავტომატიკა. სავალ ნაწილზე არ სჭირს არაფერი, უპრობლემოდ მუშაობს, შემოწმებულია კომპიურეტზეც და ყველანაირად, კარობკა კარგზე კარგია როგორც ხელოსანმა თქვა შემოწმებისას, კატალიზატორიც აქვს შევამოწმებინეთ.
ტექდათვალიერება გაიარა ეგრევე უპრობლემოდ და შექებაც დაიმსახურა
გარბენი 188 000 კმ(და არა მილი). მარტო სახლი-სამსახური დავდივარ. უგზოობაში ნათრევი არაა.
ზეთს არ ჭამს, არ ბოლავს, არ ხმაურობს და მოკლედ არანაირი არაფერი სავალ ნაწილზე რა.
მანქანის მინუსი არის ვიზუალი, ბევრი გასმულ-გამოსმულები აქვს, ძირითადად პარკირების დროს, მაგრამ ასეთი მცირე-მცირე ნაკაწრი ბევრი აქვს.(კარებებზე, სარკეებზე, პლასტმასებზე, უკანა ნაწილზე, კაპოტზეც რაღაც აქვს).
ხო და მაინტერესებს რა იქნება ასეთი მანქანის ფასი?
არ მინდა რაღაც არაადეკვატური ფასი დავადო და არც ის მინდა, რომ გადავადგო მანქანა კაპიკებში, ერთი მატყუებდა უკვე ასე.
* * *
აღარ შეწუხდეთ, გაიყიდა უპრობლემოდ 3400$-ად.
This post has been edited by rock in rose on 4 Jan 2022, 19:14