მომილოცეთ. დღეს ჩემი მანქანის სიჩქარის რეკორდი მოვხსენი. მოკლედ როგორც ვაპირებდი გავედი ახალ "ავტობანზე". ჯერ დავტესტე მესამე სიჩქარე და ო საოცრებავ. 110 კმ/სთ აწია (ყველა გაზმომვა სპიდომეტრით ხდებოდა ანუ ცდომილება 10%-მდეა მეტობისკენ). შეიძლება მეტიც ექნა მარა უკვე 5500-ს გადაცდა აბაროტები და აღარ გავაგრძელე. შემდეგი ტესტი. მეოთხე სიჩქარე. 139 კმ/სთ. მერე მეხუთე. აქ ოდნავ ნაკლები, 135 კმ/სთ, გამოვიდა (და ასეც უნდა იყოს თუმცა ადრე პირიქით იყო ჩემსაზე მეოტხეში 110-ზე მეტს ვერ კრიფავდა). ეს ყველა გაზომვა გზის სწორ მონაკვეთებზე. ბოლოს უკან რო მოვდიოდი არაგვზე რო გადმოვედი და დაღმართი დაიწყო მივადგი მეხუთეში და 160 აკრიფა! შეიძლება ოდნავ მეტიც გამოსულიყო ფანჯრები რო აგვეწია და სარკეები რო მომეხსნა, მარა მოგეხსენებათ "კამა ფლეიმები" მიყენია რომლებსაც სიჩქარის ინდექსი 160 აქვთ. შედეგი.
მესამე - 110
მეოთხე - 139
მეხუთე -135
მეხუთე დაღმართზე - 160
და რაც მთავარია საკაიფო დინამიკა. ანუ მანქანა იგრძნობა რომ გაზის დაჭერაზე რეაგირებს. ნეტა აქამდე სად ვიყავი. დამეყენებინა ეს ოხერი 07-ის ჟიკლიორები.
მოკლედ დიდი მადლობა ანდროს, თამაზას და ცხადია პატრულს

P.S. ცხადიე ეგეთი ტარებით საწვავის ხარჯი კოლოსალური იყო და ამჯერად ვერ გავზომე მარა შემდეგ ჩასხმაზე ორჯერ ნაკლებს ჩავასხავ და გავზომავ.