N^DREWნიკას ერთ რამეში არ დავეთანხმები: დიფერენციალის ბლოკირება უნდა ჩართო მანამდე, სანამ გაიჭედები. გაჭედილი მანქანით ამოსვლის შანსები ძალიან პატარაა... ყველაფერს თავი რომ დაანებო, დამდგარ მანქანაზე დიფერენციალის დაბლოკვა ხანდახან შეუძლებელიცაა... აი სცადეთ გაჩერებულზე პატარა რიჩაგის გადმოწევა და შესაძლოა არც გადმოიწიოს კარგად - ცოტა გამოიწიოს და შუაში გაჩერდეს, ეგ იმიტოა, რომ შესტერენკები ერთმანეთში ძალიან მჭიდროდაა. ხშირია ასევე დაბლოკილი დიფერენციალის ჩვეულ პოზიციაში დაბრუნების შეუძლებლობა. ამისიც არ უნდა შეგეშინდეთ, Made in Russia-ს ფაქტორია ეგ.
ნიკამ ყველანაირად დაგაკვალიანა, მაგრამ მეც ცოტა რამეს ვიტყვი:
პანიჟენიის (დიდი რიჩაგის) გამოყენება საჭიროა მაშინ, როდესაც ძალიან დიდი აღმართია და პირველ სიჩქარეშიც კი მანქანა გიქვრება. მარტივად რომ ვთქვათ, პანიჟენიე აძლიერებს მანქანას, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. ეფექტი კი სწორად ასეთია. მანქანის ძრავი მეტ გადამცემ რიცხვს იძლევა მცირე მბრუნავ მომენტზე. ასე რომ თუ ძალიან დიდი აღმართია და გრძნობ, რომ მანქანა დაიწყებს ასვლას, შუაში ვეღარ გაგიქაჩავს და ჩაქვრება, მაშინ ჯობია ჩართო პანიჟენია სანამ დაიწყებ ასვლას. სხვათა შორის მაგარი იამკები როცაა ასფალტზე თუ ხასიათზე ვარ პანიჟენიას ვრთავ. მე არავისგან მსმენია რომ ვინმე აკეთებდეს მაგას, მაგრამ ეფექტი მაგარია. შედეგად სტაბილურად, ტანკივით მივდივარ ძალიან ნელი სიჩქარით, ისეთით რომელზეც ჩვეულებრივი რეჟიმი ჩააქრობდა მანქანას, რათა არ ეყოფოდა მბრუნავი მომენტი. მურტალ დაღმართზეც უნდა ჩართო, უფრო მჭიდროდ იქნება. ჰო კიდევ კარგია ბუქსირის დროს, როცა ვინმეს მიათრევ. საბოლოოდ გირჩევ დიდ რიჩაგს შეხედო როგორც მანქანის გამაძლიერებელს და ყველაფერი ნათელი იქნება. მისი ჩართვა მხოლოდ გაჩერებულ მანქანაზე უნდა მოხდეს სციპლენიის დაჭერის შემდეგ (რეკომენდირებულია).
დიფერენციალის ბლოკირება (პატარა რიჩაგი) გვადგება მაშინ, როდესაც არის შანსი იმისა, რომ მანქანის რომელიმე ბორბალი დაბუქსავდება. ტალახებში და ისეთ უსწორმასწორო გზებში, სადაც ბორბალი შეძლებს დაკიდებას, უნდა დაბლოკო დიფერენციალი. ყინულზეც და თოვლშიც საჭიროა, რადგანაც ერთი პატარა იამკა და საპირისპირო ბორბალზე დაწოლა მცირდება, რაც გამოიწვევს მის დაბუქსავებას სრიალა ზედაპირზე. არასდროს არ ჩართო ტრასაზე და იქ, სადაც დიდი მოსახვევებია... შედეგებზე ერთ-ერთ თემაში ვისაუბრეთ უკვე მაგაზე. მისი ჩართვა შეიძლება მიმავალ მანქანაზე ისევ სციპლენიის გამოყენებით (რეკომენდირებულია).
საბოლოო ჯამში დასკვნა ასეთია: დიდი რიჩაგი - ექსტრემალური აღმართები/დაღმართები, ბუქსირი და ისეთი ადგილები, სადაც ძალიან ნელა უნდა იარო რომ არ ჩაგიქვრეს. პატარა რიჩაგი - ისეთი ადგილები, სადაც შესაძლო იქნება ბორბლების დაბუქსავება ან ჰაერში დაკიდება. ორივე შენ თვითონ ხვდები სადაც გამოიყენება

კიდევ ფაქტი: ნივა გაჭედილიდან ამომსვლელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამი ბორბლით მაინც ეჭიდება საფარს. ორი ბორბლის გაჭედვის ან დაბუქსავების შემთხვევაში თვითონ უკვე ვერ ამოვა... ასე რომ თავის დაზღვევის მიზნით მანამდე უნდა ჩართო ყველაფერი.
ჯაჭვები 70 ლარი ღირს წყვილი.
* * *