მაშ ასე მოემზადეთ. ახლა იქნება ისტორია ნივისა როგორი გაფუჭებულიც ელმანას და ლექსოს ჯერ არ უნახავთ (მათივე თქმით).
ყველაფერი დაიწყო იმით რომ ჩემი ძმაკაცის მიშას ნივას ცუდი ხმები გაუჩნდა (კაი ხნის წინ თან). ნუ რო ვეკითხებოდი მე ხელოსანთან დავდივარო და კმაყოფილი ვარო ხოდა მეც აღარ ვერეოდი. ბოლოს ეს ყველაფერი იმითი დამთავრდა რომ წალკაში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მანქანას წინა ხიდი ჩაეშალა. თან წასვლის წინ იმ ხელოსანთან ყავდა მიყვანილი და ტიპმა პრობლემა არააო კაცო ესო ივლისო კიდე კაი ხანიო. ახლა წარმოიდგინეთ როგორი სასიამოვნოა წალკაში რო წინა ხიდი ჩაგეშლება. ცხადია იქ არანაირი პროფილაქტიკა არაა. მოკლედ მანქანა გვერდზე გადაუყირავებიათ და თვითონვე ჩახსნეს წინა ხიდი. შემდეგ დაბლოკილი რაზდატკით ჩამოვიდა მიშა თბილისში. მე ვურჩიე რომ წინა ხიდის აღდგენამდე მანქანა გაეჩერებინა. მაგრამ საჭირო გახდა ამ მანქანით ისევ წალკაში წასვლა. მოკლედ აპოთეოზი გუშინ გვიან ღამე დადგა როცა მიშამ მომახსენა. მანქანას დედა არ ყავსო და ხვალ აუცილებლად უნდა გავაკეთოო. უკვე ღამის 1.30 იყო და ელმანა/ლექსოსთან დარეკვას და გაგებას ეცლებათ თუ არა ხვალ, აზრი არ ჰქონდა. მოკლედ დღეს 10 საათზე გამომიარა მიშამ და წავედით იმ იმედით რომ რიგი არ იქნებოდა.
ახლა აღვწერ ჩემი ჩაჯდომის შემდეგ რა შევნიშნე მანქანას.
1) საშიენლი ვიბრაციები სიარულისას.
2) ტკაცა ტკუცის ხმები
3) გაჩერებულზეც ვიბრაციები
ანუ როგორც ჩანდა უკანა ხიდი/კარდანი/კრესტავინებიც დაიბრიდა. და გარდა ამისა მატორიც ვერ იყო თავის ადგილზე
შეკეთების იდეა ჯერ შემოიფარგლებოდა უკანა პრივოდის აღდგენით. მოკლედ გაგვიმართლა და ელმანა/ლექსოს არც არავინ ყავდა და არც ელოდებოდნენ. ლექსომ მანქანით ერთი წრე დაარტყა იქვე და თქვა რო მატორი უეჭველი ჩამოვარდნილიაო. ავწიეთ მანქანა და ვნახეთ ასეთი სურათი. მატორის მარცხევა კრონშტეინი მოტეხილი იყო და ძრავი იდო სუხოი ამორტიზატორზე და ტრავერსზე (ამ ბოლოზე კარტერით). უკან კიდევ ისეთი რაღაცა იყო რასაც ენით ვერ აღწერდი. უკანა კრესტავინა იყო გადატეხილი. კარდანი როგორ არ ჩაძვრა ყველას მაგრა გაგვიკვირდა. ელმანა/ლექსოსთან გასაუბრების შემდეგ მიშამ გადაწყვიტა რომ წინა ხიდი ჯობია ახლავე აღედგილა (ცხადი იყო რომ უკანა კრესტავინის ასეთი დაზიანება სწორედ უკანა კარდანზე 2-ჯერ გაზრდილმა დატვირთვამ გამოიწვია). ამას ისიც დაემატა რომ მე სახლში მეგდო 06-ის უკანა რედუქტორი რომლის გადაწყობაც გადავწყვიტეთ მიშას წინა რედუქტორში. ახალი რედუქტორის ფასი 360 ლარი ყოფილა. ასე კიდე გაცილებით იაფად გამოვიდოდა. გამოვიძახეტ მიშას მეგობარი რომელმაც მანქანით გამოგვიარა და მმოვიტანეტ წინა წუმბარები ხიდი და ჩემი უკანა ხიდი. ამის შემდეგ მიგვასწავლეს ხიდის ხელოსანი. წავედიტ ამ ხელოსანთან რომელიც დიდუბეში კიროვის ქარხანასტან მუშაიბს ტაქსების გარაჟში. თავიდან ეს კაცი ცოტა დაბნეული მოგვეჩვენა მაგრამ შემდეგ ხელსაწყოები რომ გადმოიღო მივხვდით რომ სერიოზულ ხელოსანთან გვქონდა საქმე. მოკლედ ვიტყვი რომ მიშას წინა ხიდის დაშლის მიზეზი გახდა გვერდითა (პოლუესიბის მხარეს). საკისრების ჩაშლა. ამან გამოიწვია ლუფტი. შემდეგ დაიბრიდა სალნიკები და იქიდან გადმოიღვარა ზეთი და გუბეებში სიარულის შედეგად შევიდა წყალი. ნუ დანარჩენი შეგიძლიათ თავად წარმოიდგილოთ. ხიდში ზეთის მაგივრად რაღაც კოშმარული სუბსტანცია იყო რომელიც ტაოტზე უფრო მკვრივი ჩანდა. საბედნიეროდ ჩაშლისას საკისრებმა რედუქტორის კორპუსი არ დააზიანეს თორემ მიშას ხიდი მთლიანად გადასაგდები გახდებოდა. ისედაც მარტო ბოლტები პრაკლადკები და კორპუსი გამოდგა. დანარჩენი იმდენად საშინელ დღეში იყო რომ აღწერაც კი ძნელია. ახლა ბორიამ (ასე ჰქვია ამ ხელოსანს) ჩემი უკანა ხიდის დაშლა დაიწყო. საბედნიეროდ ნაწილების უმრავლესობა მშვენიერ მდგომარეობაში იყო. მაინც გვირჩია რამდენიმეს გამოცვლა თუმცა ეს მიზერი იყო. წავედით ისევ ელიავაზე ნაწილების საყიდლად. ვიყიდეთ ნაწილები და ამ დროს ელმანამ დარეკა სუნდა მოხვიდეთო მანქანა დავშალეთ და ღარაცააო გასარკვევი. მივედით და გაირკვა რომ უკანა კრესტავინის ჩაშლისას კარდანიც იმდენად დაზიანდა რომ გამოუსადეგარი გახდა. ახალი კარდანის ფასი 130-დან 220 ლარამდე მეტყეობს ბაზრობაზე. მაგრამ იქვე შემოგვთავაზეს 40 ლარად ნახმარი კარდანი რომელიც "მუშავებსო" (მართლაც იმუშავა საბოლოოდ). გარდა ამისა მანქანას იმდენი ნაწილი ჰქონდა გამოსაცვლელი რომ ჩვენ მიშას მეგობარი (მასაც ლექსო ჰქვია) გავუშვით ხიდის ნაწილებით ბორიასთან ჩვენ კი უკვე ხადავოის ნაწილებზე გავედით ელიავაზე.
* * *
ხო კდე ერთი ნიუანსი. მიშამ თავიდან ელიავაზე ერთი ტიპიაო სულ იმასთან ვყიდულობო (ფასებსაც მიკლებსო) და ხიდის ნაწილბი მანდ იყიდა. თან იქ ყოფნისას მე დავაფასებინე რამდენიმე მაწილი. წინა რედუქტორი 400 ლარიო 06-ის და 440 ლარი 03-ს. კარდანი 220 ლარიო.
ამჯერად ხადავოის ნაწილებზე მე ვუთხარი მოდი ჯერ ელმანა. ლექსოს მიერ ნარჩევ ტოჩკაში მივიდეთო. ფასები შოკისმომგვრელი იყო. წინა ხიდი ორივენაირი 360 ლარი. კარდანი მოსკვიჩის 130 ხოლო ტაიგა ნივის 170. ალბათ დამატება არაა საჭირო რომ მიშან ნაცნობი გამყიდველი ჩვენ თვალში ეგრევე ბარიგად გადაიქცა და მისკენ გახედვაც აღარ გვინდოდა. ახლა რა ჭირდა მანქანას ხადავოიში
1) ძრავის მარცხენა კრონშტეინი მოტეხილი.
2) სუხოი ამორტიზატორის რეზინები
3) ზედა რაზვალნი ვტულკები
4) უკან ყველა შტანგის ბოლტი დაშვებული იყო. 2 რეზინა იყო გამოსაცვლელი
5) უკანა ამორტიზატორების რეზიკები
6) რა გასაკვირია რომ ზეთი იყო დასამატებელი ყველგან.
7) უკანა მარცხენა საბურავი სულ არ ამუხრუჭებდა (ეს სამომავლოდ გადაიდო)
8) პადკარობაჩნი სადაც კოპრუსს ემაგრება საჭირო არის შედუღება (ესეც ცოტა ხნით გადაიდო)
9) და კიდევ უამრავი წვრილმანი
ამ ყველაფრის გაკეთებამ იმდენი დრო წაიღო რომ ლექსომაც მოასწრო ხიდის მოტანა. საბოლოოდ მანქანა აიწყო სადღაც 19.00-სთვის ანუ 9 საათი მუშაობის შედეგად.
* * *
ახლა კიდე ის შოკისმომგვრელი რაც ლექსომ ბორიაზე მოყვა რაზეც მე კინაღამ ყბა ჩამომივარდა. ნამდვილად არ ველოდი რომ საქართველოში ხიდების ასეთი დონის სპეციალისტი არსებობდა.
მიტანილი ნაწილები ბორიამ რომ გარეცხა და ხიდი რომ ააწყო შეუდგა რეგულიროვკებს რომლებსაც მიახლოებით 1 საათი მოანდომა. და ეს რეგულიროვკები მიდიოდა რაღაც რთული მათემატიკური ფორმულებით. ამასთან ბორიამ გაზომა ზაზორი ყველა კბილანას შორის. როგორც მან თქვა ეს ზაზორი თუ დასაშვებ ნმორმებში არ იქნებოდა ის ხიდზე გარანტიას არ გასცემდა და "ნა სვოი სტრახ ი რისკ" მოგვცემდა. საბედნიეროდ ჩემი მიცემული ხიდის ნაწილები არ გამოდგა ეგეთი ცუდი და მიუხედავად მერყევი ზაზორისა ის მაინც გამოსადეგი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი მიკრომეტრებით და სხვა ზუსტი პრიბორებით ხდებოდა.
მოკლედ თამამად გირჩევთ თუ ხიდზე რამე ეჭვები გაქვთ მასთან მიდით. ამავე დროს აღსანიშნავია რომ იგი მარტო ხიდებზე მუშაობს. არც კარობკას და არც რაზდატკას არ ეკარება. მე პირადად ვაპირებ, ხელფასს რო ავიღებ, ჩემი წინა ხიდის ჩამოხსნას და მასთან მიტანას. მიშამ კიდე უკანა უნდა ვანახოო. მით უმეტეს რომ უკან ცალი მხარე მაინც დასაშლელი აქვს.
ამ ყევალფრის შემდეგ მიშას ნივამ წარმატებით განავიტარა 100 კმ/სთ და სერიოზული ვიბრაციების გარეშე დადიოდა (და ეს დაუმაგრებელი პადკარობაჩნით, ბაბონიანი საბურავებით და დაღუნული დისკებით).
* * *
ღმერთო ეს რამდენი ვწერე
This post has been edited by ნიკა on 17 Jun 2006, 21:52