ჩემი აზრით ეხლა ესეთი რამე უნდა გავაკეთოთ:
1. მოვიპოვოთ ლევან ბეჟაშვილის და/ან იურ. კომიტეტის აპარატის თავჯდომარის შოთა თარხნიშვილის მაილი.
იხ. დეტალები
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=4442. გავუგზავნოთ შემდეგი სახის წერილი ყველამ ცალცალკე
საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს
ბატონ ლევან ბეჟაშვილს
თქვენს მიერ მასმედიით გაცხადებული იქნა რომ იურიდულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს კანონპროექტს მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილების აკრძალვის თაობაზედ.
გთხოვთ გაგვიმარტოთ რა არგუმნტაციით და მოსაზრებებით სარგებლობდით ამ გადაწყვეტილების მიღებისას. გთხოვთ მოგვაწოდოთ აგრეთვე ან მიგვითითოთ სად შეიძლება გავეცნოთ კომიტეტის იმ სხდომის ოქმს, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა.
პატივისცემით (ან ღრმა პატივისცემით),
ამომრჩეველი (ან თქვენი ერთგული ამომრჩეველი) გვარი და სახელი
14/02/2006
3. თუ მაილის მისამართი ვერ მოვიპოვეთ ან პასუხი არ გამოაგზავნეს, მაშინ ასეთი სახის წერილი უნდა ჩავაბაროთ პარლამენტის კანცელარიას და იქ უპასუხოდ ვეღარ დატოვებენ, კანონმდებლობით რეგულირდება.