ახალი რედაქცია

------------------------------------
-------------------------------------------------------------------------
საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების
მფლობელების საზოგადოებრივი
მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
ბატონო მიხეილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, რამოდენიმე კვირის წინ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების არამარტო იმპორტის, არამედ უკვე რეგისტრირებიულთა საჭეების იძულებით გადატანას 2 თვის ვადაში.
გვინდა გაცნობოთ, რომ ეს კანონპორექტი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული რადგან იგი დამყარებულია სუბიექტურ მოსაზრებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის შესწავლილი ზუსტი სტატისტიკა და არანაირი დამამტკცებელი საბუთი არ არსებობს, რომ „გახშირებული ავარიები“ გამოწვეულია მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მომრავლების გამო.
არ არის გათვალისწინებული მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მფლობელის საშუალო ფინანსური მდგომარეობაც. ასევე მცდარია ის თანხა რაც მითითებულია საჭის გადატანის საფასურად, 1000-1600 ლარის მაგივრად ამ კანონის გაჟღერებამდე 3000-4000 ლარი ჯდებოდა კუსტარულად ავტომობილის გადაკეთება, ხოლო პრესაში ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფასი 1-2 გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთი ავტომწარმოებელი არ აღიარებს ისეთ მცნებას როგორიცაა „საჭის გადატანა“ და შესაბამისად არ არსებობს სერთიფიკატი რომელიც გაიცემა ასეთი ქმედებისთვის. კანონპროექტში არაა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ავტომობილზე პრაქტიკულად შეუძლებელია საჭის გადატანა! ასეთ შემთხვევაში კანონპროექტის ბ.გ) მუხლი - კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მცდარია, რადგან ასეთ შემთხვევაში სახელმწოფოს მოუწევს იმ ავტომობილების გამოსყიდვა ავტომფლობელებისაგან, რომლებზეც საჭის გადატანა შეუძლებელია, ანდა შესაბამისი მწარმოებელი ფირმა არ იძლევა ლიცენზიას და გარანტიას მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხას უნდა დაემატოს შესბამისი კომპენსაცია მორალური ზარალისთვის!
ასევე მცდარია ამ კანონპროექტის გ) მუხლი:
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
ეს მუხლი ეწინააღმდეგება ჟენევის 1949 და 1968 წლების კონვენციას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 1993 წლის დამატებებით. ვენის კონვენციას „საგზაო ნიშნების და სიგნალების“ შესახებ და „სატრანსპორტო საშუალების ტიპის აღიარების“ კონვენციას. ეს უკანასკნელი აღიარებს კონკრეტულ მოდელს საჭის განლაგების მიხედვით და არ აღიარებს იგივე სატრანსპორტო საშუალებას როგორც ასეთს, თუ მასში არაქარხნული წესით განხორცილელებულია კონსტრუქციული ცვილებები სამუხრუჭე, მართვის და ელექტრონულ სისტემებში.
ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ საჭის გადატანა ავტომობილზე ყოვლად დაუშვებელია, რადგან ის უხეშად არღვევს არსებულ უსაფრთხოების ნორმებს.
საჭის გადატანის დროს ხდება ავტომობილის მართვის, სამუხრუჭე და ელექტრო სისტემებში უხეში ჩარევა, რაც ავტომობილის საერთო უსაფრთხოებას და საიმედობას საგრძნობლად ამცირებს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის მიღებული ასეთი არადემოკრატიული კანონი.
კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში, ფაქტიურად მოხდება მრავალი მოქალაქის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან.
ბატონო მიხეილ გთოვთ გაითვალისწინოთ არც თუ მცირერიცხოვან მოქალაქეთა თხოვნა, რომ დაცულ იქნას მათი უფლებები და არ იქნას მიღებული ეს არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების დამრღვევი კანონი.
ღრმა პატივისცემით
საინციატივო ჯგუფი