მოგესალმებით თანაFORDელებო

უკვე ერთ წელზე მეტია მყავს Explorer XLT 97-იანი მექანიკა და ბევრი კარგი გავიგე ამ კონკრეტული მოდელის თაობაზე. ის კი არა ჩემს მეგობარსაც მოეწონა, მსგავსი იყიდა და ძალიან კმაყოფილია. და ახლა ჩემი ძმაც მონდომებულია რომ შეიძინოს.

გამძლეობაში მთლად უნამუსო არაა მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული არაფერი დაზიანებია და კმაყოფილი ვარ... გამავლობას რაც შეეხება მიუხედავად სიმძიმისა არაა ცუდი და ჯერჯერობით ხუთიანზე ასრულებს თავის მოვალეობას. ხოლო რაც შეეხება მანქანის ფასებს როგორც ჯიპი იაფია და მეც გადავწყვიტე ეს მოდელი ამერჩია, მაგრამ ნაწილები ღირს საშინლად ძვირი თუ იშოვე (ფეიქრებზე შლიან მხოლოდ ერთ ადგილას), ეს ყველაფერი აქ საქართველოში თორემ ამერიკაში ყრია ყველაფერი და ასე რომ ვთქვათ ჩალის ფასად და თანაც ხარისხიანი. ასე რომ თუ რამე ატკივდა ჩემს პიპიას ნაწილს ვუკვეთავ, ჩამოდის და ვუცვლი რაღა დაგიმალოთ და მეთვითონ.

შესაბამისად ჩხირკედელაობა მიყვარს და რაღაც გამოცდილება მეც მაქვს ამ კონკრეტული მოდელის თაობაზე და თუ ვინმეს ყავს, იქნებ გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები და გამოცდილება, ან თუ დახმარება ან რამე კითხვები გაუჩნდება ვინმეს მიგულეთ თქვენს გვერდით, სიამოვნებით დაგეხმარებით.