JAFAR_ვიცი, ვიცი.. ვიყავი ჩამოსული და ვნახე ჩემი თვალით ყველაფერი. 5 წელი არ ვიყავი ნამყოფი, მე ჯერ კიდევ ისეთ დროს წამოვედი აქეთ, რომ მესმოდა რაღაც, დიდი ვიყავი და ბევრი რამ არც გამკვირვებია, მაგრამ რაღაც მაინც დარჩა ჩემთვის ისეთი რამაც გამაკვირვა კი არა და თვალები გადმომცვივდა და ეგ იყო მოძრაობა. მანქანის ტარება გეთანხმები ძალიან ბევრმა არ იცის. ტაქსი, კარგი თქვი ტაქსი ტარება არ იციან, არ იციან - გზები მაინც ისწავლონ ტო.. თბილიში, რომ ტაქს გააჩერებ და ეტყვი მელიქიშვილის გამზირზე მიმიყვანეო და, რომ გეტყვის თუ ძმა ხარ გზა მითხარი საით წავიდეო რაღა ტაქსი ქვია იმას

მე რომ მდომებოდა ტარება, კი ჩამოვიყვანდი ჩემსას და ვატარებდი, მარა არ ღირს არა, მითუმეტეს აქ მიჩვეული ტარებას, მანდ შანსი არაა გაატარო, ვიღაცას დავეტაკებოდი ან დამეტაკებოდა.ძალიან ცუდი მოძრაობაა, უსაზიზღრესი და ყველაზე მეტად იცი რა მიკვირს? ეს ამდენი " პერეგონშიკები " რომ არიან, ამდენი მანქანა რომ მოყავთ - ციდან ცვივა? არ ჩადიან ეს დალოცვილები გერმანიაში - ბელგიაში, თუნდაც საფრანგეთში, არ უყურებენ ხალხი როგორ ატარებს? არა რა, საქართველოში მაინც ქართულად დადიან, იმის მაგივრად, რომ ისწავლონ, ლიჟბი კარგი მანქანა იყიდონ იაფად და ძვირად გაყიდონ, მაგას უყურებენ.
მე მაგალითად მიტყდება: ორი ზოლი როა გაკეთებული თბილიში 4 ზოლში დადიან მანქანები, თვითონ ხაზავენ.. გააჩერებ ზედ შუქნიშანზე და, არა უნდა წინ დაგიდგეს ტო

გადავირიე, ეგეთი რამე ჯერ ცხოვრებაში არ მინახია, ამხელა განსხვავება თუ იქნებოდა არ მეგონა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხი კაი არ იცავს წესებს, ეს პოლიციაც არაფერს არ შვრება.
სერიოზულად ვფიქრობ მანქანაზე და მინდა, რომ ისეთი ვიყიდო ერთი 10 წელი რომ მასიამოვნოს და ხელის დადება არ დასჭირდეს, ანუ განვადებით მინდა გამოყვანა სულ ახალის. A5-ზე ვფიქრობ, აი ეს ლურჯი როა.. თუ არ გამომივიდა და ახალ A4 გამოვიყვან. მარტო ერთი ადამიანისთვის ძალიან მაგარია A5, მაგრამ მე ისეთი ოჯახი მაქვს, შვილი არა მყავს ჯერ და, რომც მყავდეს მაინც კარგია ჩემთვის A5.
გაგიჟდება კაცი, დღითი დღე ისეთი მანქანები გამოდის, რომ კაცს არჩევანი აღარ რჩება, რომელი იყიდოს.
ხო კიდევ რაც შეეხება, Q7-ს საქართველოში, მე რომ ვიყო არ ჩამოვიყვანდი მანდ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ერთი ვიქნებოდი მაგ მანქანით. " პროსტა " თავის გამოჩენაა, ვიღაცას ფული იმდენი აქვს არ იცის სად წაიღოს და რა ქნას.
გამოექანოს " ჟიგული " არ დაუჭურეს მუხრუჭები და ჰოპა Q7.. ტეხავს. ეგეთი მანქანით საქართველოში სიარული არ შეიძლება ჩემი აზრით, თუ გადასაგდებად არ გინდა.

შენ რას იტყვი? ან რას იტყვით ხალხო?
მაპატიეთ ბევრი მომივიდა..
ხო კიდევ, საქართველოს შემოსასვლელში სარფშივე უნდა გაიჭიმოს პლაკატი: საქართველო და ფრჩხილებში ( საგიჟეთი )

( მოძრაობის მხრივ )